ლეო ნაფტას არეული პოემა

January 13, 2012

2

(Profile) მახსოვს ერთ-ერთ ლიტერატურულ დისკუსიაზე, რომელიც ეპატაჟს და თანამედროვე ქართულ ტექსტებს ეხებოდა, ჩემს მეგობარ მწერალს თამთა მელაშვილს ვკითხე, ეს ლეო ნაფტა რას წარმოადგენს, ყველა რომ იცნობს და მისი სახელი პირზე აკერიათ-მეთქი. თამთას გაეცინა და მიპასუხა, კოლორიტია, ქალაქის კოლორიტიო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ლიტერატურულ წრეებში ამ სახელს კარგად იცნობენ. საბოლოოდ ვინაა, ჯერჯერობით თავადაც ვერ… [Read more…]

ივერიის გამაბრწყინებელი თაობა მოდის

January 12, 2012

5

ამერიკელი ბავშვი ქართველი ბავშვი 1:00 წთ-დან ივერია გაბრწყინდება

პოზიცია – პოზიციის არ ქონა

January 3, 2012

13

ალბათ გახსოვთ, როგორ გაერთიანდა სრულიად საქართველო, როდესაც რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფრთხო და, მე თუ მკითხავთ, პოზიტიური კანონი მიიღო ხელისუფლებამ. კიმ ჩენ ირის დამტირებლებსაც კი შეშურდებოდათ ქართველთა ერთსულოვნება მეტეხის ხიდზე მეტანიების კეთებისას. ჩემი დაკვირვებით, ეს ადამიანები ისეთ ზოგად და ჰიპოთეტურ იდეებს იცავდნენ როგორიც „მამულიშვილობა,“ „ქართველობა (ანუ სარწმუნოება)“ და „კაცობა“ იყო. ზოგი ტიროდა (ოღონდ გაურკვეველია… [Read more…]

My Music Top 10

December 20, 2011

4

ზოგადად უნდა ითქვას, რომ მუსიკაში დუნდუკი ვარ, მარამ, ვინაიდან ჩემს ბლოგზე თითქმის აღარაფერს ვაკეთებ და თან წლის ბოლოს ათეულების დადებაც მოსულა, ჩემს ათეულსაც დავდებ, ჩემი რა მიდის მას აშე 10. Chris Garneau -”Relief” 9. MGMT – Of Moon,Birds & Monsters 8.Tom Waits – Last Leaf 7. Archive – Hate 6. Depeche Mode – Wrong 5… [Read more…]

ლიდერი & მენეჯერი

December 2, 2011

5

(მედიამენეჯმენტის დავალებაა და თუ გინდათ თქვენც წაიკითხეთ) მენეჯერისა და ლიდერის შედარებისას აუცილებელია გავიაზროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი – ეს ცნებები უნდა უნდა განვიხილოთ მრავალ განასერში. ისინი ერთმანეთს  ცალსახად არც ემთხვევიან და არც უპირისპირდებიან. მათი მნიშვნელობები ზოგჯერ უახლოვდება ერთმანეთს, ზოგჯერ კი შორდება. მარტივად რომ ვთქვათ, ლიდერი არ არის მენეჯერის იდენტური ცნება, ხოლო მენეჯერის არსი თავის თავში მოიცავს… [Read more…]

ჩვენი წარმატებული ფერმა

November 23, 2011

0

(ამონარიდი BBC-ის ჟურნალისტის  მ. გრიგორიანის წიგნიდან,,სახელმძღვანელო ჟურნალისტიკაში”, 2007წ.) “პოსტსაბჭოთა ჟურნალისტურ პრაქტიკაში ფაქტები ხშირად იყოფიან თვისობრივად — ითვლება, რომ ისინი შეიძლება იყვნენ “პოზიტიური” ან “ნეგატიური”. “პოზიტიურია” ის ფაქტები, რომელთა აღწერაც პრესაში უჩვენებს, რომ ხელისუფლებები მუშაობენ კარგად, შესაბამისად, ნეგატიური იქნება ის ფაქტები, რომელთა აღწერითაც ჟურნალისტი აჩვენებს ხელისუფლებების ცუდ მუშაობას. დასავლეთის ჟურნალისტიკაში ასეთი დაყოფა არ არსებობს. ინგლისურენოვანი ჟურნალისტისათვის ფაქტი არსებობს როგორც ასეთი,… [Read more…]

იმგზავრეთ 5 ლარად 20 დღე

October 18, 2011

13

„კარგ დიასახლისს 7 ლარი უნდა ეყოს თვეში“  – ნანული შევარდნაძე „5 ლარი ნახევარი თვე, 20 დღე შეეხიდებათ თბილისელებს მგზავრობაში“  – გიგი უგულავა ეს ციტატები ჰგავს თუ არა ერთმანეთს თქვენ განსაჯეთ. ისიც თქვენ განსაჯეთ იყო თუ არა ლოგიკური ან ცხონებული ნანული შევარდნაძე ან ჯერ უცხონებელი გიგი უგულავა. როგორც მინიმუმ დავით კოპერფილდი უნდა იყო, რომ 5 ლარი… [Read more…]

ბიძინა ივანიშვილი HAS A DREAM

October 7, 2011

5

ქართული პოლიტიკა რომ პოლიტიკის გარდა ყველაფერია, კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო დღეებში. ბიძინა ივანიშვილსაც მოუნდა „საქართველოს გადარჩენა პირსისხლიანი სააკაშვილისგან.“ მომღერალი შვილის პირით კი შემოგვითვალა, რომ „ქართულ ოცნებას“ აასრულებს. პირადად ჩემთვის, ბუნდოვანი და ბუნდოვანზე უფრო სულელური ცნება „ქართული ოცნებაა.“ ასეთი რამე უბრალოდ არ არსებობს. ივანიშვილი კი არა ათი იავნიშვილის მულტიმილიარდებიც უბრალოდ ვერ აასრულებს იმას, რაც არ არსებობს.… [Read more…]

ნიკოლა გაგვთანგე !

October 1, 2011

18

2008 წლის აგვისტოს მერე რამდენი სახელმწიფოს ლიდერიც ჩამოვიდა საქართველოში, იმდენჯერ აღმოვაჩინეთ, რომ ამ სახელმწიფოს გადაურჩენია საქართველო რუსეთის ოკუპაციისგან. ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა, აშშ-მ გადაგვარჩინა. კაჩინსკი ჩამოვიდა, პოლონეთმა გადაგვარჩინა. ჯოზეფ ბაიდენი ჩამოვიდა, მაშნაც აშშ-მ გადაგვარჩინა. ლიტვის პრეზიდენტი ჩამოვიდა, ლიტვამ გადაგვარჩინა. და ა.შ. – გრძელი სიაა. ახლა სარკოზი ჩამოდის და როგორც ჩანს საფრანგეთს ყველაზე უფრო მეტად გადავურჩენივართ. მოკლედ… [Read more…]

ცოტა პური და ბევრი სანახაობა

August 26, 2011

7

ზაფხულის ბოლო თვეა. პოლიტიკოსები ისვენებენ. ისედაც სულ ისვენებენ, მაგრამ ახლა უფრო მეტად. პარლამენტში დებატები საშემოდგომო სესიებამდე გადადებულია. ყველამ იცის, საშემოდგომო სესია მხოლოდ კალენდარულად თუ დადგება, თორემ დებატები არც სხდომების დაწყების შემდეგ იქნება. ოპოზიცია გარინდულია. ანუ აღარ არის ისტერიკაში. სექტემბრიდან სავარაუდოდ ისტერიკის ახალი ტალღა დაიწყება, თუკი ამის თავი მაინც შერჩათ. წინასწარვე გული მერევა. მხოლოდ ლეიბორისტები თუ… [Read more…]

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 188 other followers