(ერთის წერილი ორისათვი)
წლების წინ გადმოაცურა ფურცელი და ასოებმა ტაში შემოკრეს, სიტყვები აცეკვდნენ როგორც მომაკვდავი შამანის უკანასკნელი ლოცვა :
” სულს ისევ ცდუნების ჯანღი დააწვა. უკვე მერამდენედ და უკვე მერამდენედ უიმედოდ…
გავიდა წლები.
გათოვდა ისევ.
შენ დარჩი . მეც დავრჩი.
სხვაც…
სინამდვილე კი მხოლოდ წუთებს ითვლიდა.
გასულმა წლებმა თუ წუთებმა მე მახსოვრობა ჩამომიშალა. არ მახსოვს რა , მაგრამ მახსოვს როგორ. დანარჩენი მხოლოდ მიწიერი იყო. და ეგ აბა რა ჩვენი საქმეა. (გემახსოვრება) ”ჩვენ ხომ მიწას მხოლოდ ფეხით ვეხებით” შენ იქ , მე აქ , მაგრამ მაინც. შენიც მიწაა და ჩემიც.
ჰანამი მთავრდებოდა. მოვარდისფრო ყვავილები სხვებმა გათელეს. ალუბლის სუნი კი ისევ აგდის… ეხლა სხვას უღიტინებს ნესტოებში, ახელებს ისე რაოგორც მე მახელებდა. ჩემთვის აღარავის….
გახსოვს, როგორ დავდევდით თოვლის ფიფქებს?
გახსოვს, როგორ ავრბოდით ღრუბლებზე?
ის თუ გახსოვს, როგორ მოგპარე ტუჩები დათოვლილი ხეების ქვეშ? გაოცება?
მაგრამ იყო ზაფხული…
აღარც არავის გახსენებია გაზაფხულის ყვავილები, ტოტებს რომ წყდებოდნენ და ჩუმი კვნესით გვეფინებოდნენ.
სადღაც უკრავდნენ ფლამინგოს მუსიკას, სადღაც ერდელეზის. ჩემთან კი მხოლოდ ობოლი ნოტების ფეხის ხმა ისმოდა ”მე რომ ვტიროდი ,ცაც ტიროდაო”.
ანზუ დაფრინავდა. აქვე ახლოს და დიდი, თეთრი ფრთებით ძალიან მტკენდა სხეულის ყველა ნაწილს.
მე ვაგრძელებდი პატარ-პატარა ეტიუდების თამაშს სუფლიორების გარეშე. ბოლოს კი სცენიდან ისევ კულისებში. და ისევ მარტო ნახევრად განათებულ სარკეში.
სარკიდან გადავდიოდი იქ სადაც შიშველმა გოგონებმა ითამაშეს. იბანავეს და წავიდნენ.
ეს არ იყო ელდორადოს ბარაქიანი მიწა. არც აზრაილის ჩუმი წყევლა. ეს შენ იყავი და მე … და ჩვენს გარშემო მბრუნავი ბებერი დედამიწა.
მე ისევ მახსენდება ღრუბლებზე მიდგმული ძველებური კიბე და გაოცებული სახიდან აღებული ტუჩების ანაბეჭდები.
კამუფლაჯები , კამუფლაჟები, კამუფლაჟები ხალხს !!!
… და კვლავ უსაზღვროა პატივისცემა, თუმცა შენ შვილს (ან იქნებ შვილებს) სცემ უკვე პატივს.
მაგას მე აღარავინ მეკითხება (ტრადიციულად) …
მე ხელი გკარი, შენ გაიღიმე და ორივემ ვიტირეთ . შენ დღისით, მე ღამით. შენ ძლიერი ხარ , მე – სუსტი.
და ეს წერილი სულაც არ არის ღრმა. მის წასაკითხად კიპუ არის საჭირო.
ისევ მახსენდება ვარდისფრად გადმოყრილი ფიფქები და ჩვენი სტუმრობა ინკებთან, კიპუს სასწავლად. აქ ბევრი კვანძია და ერთი ხელის გადასმა არ აის საკმარისი. შენ თვითონაც მიხვდები თუ ოდესმე წაიკითხავ.
შენ გძინავს. უკვე დედა ხარ და დაიღლებოდი.
მე ვწერ. ”უკვე” იგივე ვარ და რა დამღლიდა.
ღამეს საზღვრები დავიწყებია , ვნება კი დანაშაულად აქციეს.
შენ ჩემი ოცნება ხარ , მე კი შენი მეოცნებე ვიყავი.
შენ ტანჯვასავით მარადიული და მარადისობასავით მტანჯველი აღმოჩნდი.
და მე ვინ ან რა ვარ?
გამახსენდა- მე მეოთხედი ვარ, მხოლოდ მეოთხედი. მაგრამ უკვე დაცლილი .
პესიმიზმი- აზრგამოცლილია, სუიციდი- დანაშაული შენს წინაშე, უღმერთობა კი რეალობა.
რამოდენიმე საათში ისევ გათენდება და ისევ გავლენ ჰანამიზე ტოკიოში. მე დავრჩები სახლში და ბოლომდე დავცლი წითელი სითხისგან ჩემს მეოთხედს”
არ გამოცალა — პირობა პირობა იყო.
მაგრამ არც ჰანამიზე გასულა.
უკრავდნენ ტანგოს. ისევ სიზმრებში წარსულდებოდა არ არსებული მომავალი. და ესეც მარადიულია როგორც ალუბლის სუნი მის ქალურ თმებში.
ნეტავ აქვე ყოფილიყო ავერნის ტბა.
ყველაფერი კი წყალქვეშა ნავში დაიწყო.


lelako
February 27, 2010
შენ ტანჯვასავით მარადიული და მარადისობასავით მტანჯველი აღმოჩნდი.-genialuria da tan mtkivneuli dzalian,agfrtovanebuli var,ase ishviatad weren,sityvebi ar myopnis…
lashaqavtaradze
February 27, 2010
ძალიან დიდი დიდი მადლობა ნეტავ იცოდე რამხელა სტიმულია ესეთი სიტყვები პირადად ჩემთვი
) მადლობა
sunwaited
March 26, 2010
რა ღრმაა… მართლა არ მეგონე ლაშ ასეთი..
თითქოს წლებით დაღლილი ადამიანის ნაწერებს ვკითხულობ…
მიხარია რომ გიცნობ !
lashaqavtaradze
March 26, 2010
უღრმესი ადლობა და მიხარია კარგი შთაბეჭდილება რომ დავტოვე
salomea_mze
March 26, 2010
უი ჩემი დის wordpressi–დან ვყოფილვარ და იქიდან დამიწერია
მოკლედ ამას ვფიქრობ მე ! ვოტ ტაკ
lashaqavtaradze
March 26, 2010
მე კიდევ ფბ-ზე მეგობრობის თხოვნა გამოვუშვი
)) და უთხარი რომ თუ უნდა ნუ დამიმეგობრდება შეეშალათქო
თინათინ ათინათი
March 26, 2010
ის თუ გახსოვს, როგორ მოგპარე ტუჩები დათოვლილი ხეების ქვეშ? – :-s აუჰ…
აუ საერთოდ დიდად არ ვწყალობ ხოლმე ჩანახატებს, სიმართლე რომ ვთქვათ, არც ვკითხულობ ხოლმე, მგონია, რომ ისეთს ვერაფერს წავიკითხავ, რაც არ დაწერილა და რაზედაც არ უმსჯელიათ… თუმცა, როცა არ ვკითხულობ, იმას ვერც მივხვები, რამე ახალი დაიწერა თუ არა… რომ არ ვკითხულობ, ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ ადრე იმედები გამცრუებია… ანუ მეგონა, რაღაც კარგს წავიკითხავდი და ხელში ყოველთვის უაზრობები მრჩებოდა… საერთოდ, ცოტა რთული საკითხია ეს ჩანახატები, ამ დროს მართლა მთელი სულითა და გულით წერ და სხვამ ეს უნდა იგრძნოს, ამას რაღაც განწყობაც სჭირდება, უნდა შეხვიდე ავტორის “მდგომარეობაში”… მე კი ყოველთვის ვერ შეგპირდები, რომ შემოვალ ამ მდგომარეობაში და ეს უნდა მაპატიო… ხომ იცი, ერთხელ წაკითხული ხშირად არაა საკმარისი… ვიცი, რომ ეს ჩანახატი ყველაზე ახლოსაა შენთან და მართლა წრფელი გულით მინდა შეგიფასო, მაგრამ ახლა რატომღაც არ გამომდის
შემეძლო, ახმელა კომენტარი არ დამეწერა და როცა შენს მდგომარეობაში შემოვიდოდი მაშინ გამოვხმაურებოდი ამ პოსტს, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ჩანახატების მიმართ აუცილელბად უნდა დამეფიქსირებინა (თუმცა არა მარტო ჩანახატებზე მაქვს საუბარი, თუნდაც პოეზია იყოს).
მოკლედ, ლაშა უნდა დაელოდო ჩემს განწყობას, რა გიყო სხვა
lashaqavtaradze
March 27, 2010
არც არაფერს დაველოდები აუცილებელი კი არაა ყველას მოეწონოს ჩემი ნაჯღაბნები . ეს არც ჩემი ბრალია და არც შენი . ეს ობიექტური რეალობაა. მაინც მადლობა რომკ წაიკითხე და ახელა კომენტარი დატოვე :*
marimarister
October 22, 2010
kai iyo, momewona.. : )
lasha
October 23, 2010
მადლობა მარი დიდიიი დიიიდიიიიიიიი :*
tako
November 7, 2010
”გაოცებული სახიდან აღებული ტუჩების ანაბეჭდები” ra lamazi winadadebaa