ბ-ანალურობაში რომ არ ჩამომერთვას და ამასთანავე არც ამ-ორალური გამოვჩნდე , მინდა მ-ორალისტებს ვურთხრა რომ ნუ წაიკითხავთ ამ პოსტს , სნობებმა კი უბრალოდ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე , ვიცი რომ თქვენ მაინც ვერ შეგედრებით.
ალბათ ყველას , ვისაც ოდესმე რამეზე უფიქრია, აქვს ნაფიქრი სექსზეც. რაღა თქმა უნდა ამ თემაზე მეც ნაფიქრი მაქვს და არა ერთხელ და ორჯერ. თუმცა ჯერჯერობით მაინც ვერ მივედი იმ საერთო ბმულამდე რაც სექსსა და ”ცოდვას” აკავშირებს ერთმანეთთან. ამიტომაც მიმაჩნია რომ რაც უფრო ნაკლებს ვიწივლებთ და ვიკივლებთ ამ სიტყვაზე , მით უფრო მეტ ინტიმურობას შევუნარჩუნებთ ამ სიტყვასაც და საკუთარ სურვილებსაც.(გაგონილი გექნებათ ფრაზა: ”სექსამ ნადა ზანიმატსა ა ნი რაზგავარივატსაო”) .
მოკლედ ,,, რომ აღარ გამიგრძელდეს ფილოსოფიური წიაღსვლები ,ერთხელაც ჩავფიქრდი იმაზე თუ რა მოხდებოდა ადამს ევასთვის ”ფლუგენგეგენხოლენი” რომ არ შეეთავაზებინდა და ბავშვები მართლა კომბოსტოს ფურცლებში რომ ჩნდებოდნენ ანუ რომ არ ყოფილიყო სექსი და რაც მოვიფიქრე სულ ეს იყო:
- არ გამოიგონებდნენ პრეზერვატივს (შესაბამისად არ გაგვეცინებოდა სიტყვა ”ფავორიტის” ხსენებაზე);
- აბორტმახერები დარჩებოდნენ უმუშევრები;
- ”ლოცვანში” ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ცოდვად არ იქნებოდა შეტანილი;
- აღარ იარსებებდნენ ჰომოსექსუალები, პედოფილები,ზოოფილები, ნეკროფილები,(შესაბამისად ელტონ ჯონს ”კაი ბიჭებიც” მოუსმენდნენ , ჯორჯ მაიკლს კი საქართველოშიც ჩამოიყვანდნენ , როგორც ყველა ვადაგასული მომღერალი ჩამოჰყავთ ხოლმე)
- შესაბამისად აღარ იარსებებდნენ ჰომოფობებიც და ერთით ნაკლები მიზეზი ექნებოდა ხალხს (ძირითადად ქართველებს) დედის საგინებდლად;
- ჰოლანდიაში არარავინ წავიდოდა;
- უკრაინელი და ქართველი ქალები იქნებოდნენ თანაბარ პირობებში;
- აღარ იარსებებდა იმპოტენცია და არარც ”სალხინო” განკურნავდა მას;
- უმუშევრად დარჩებოდა შორენა ბეგაშვილი (თუ უკვე დარჩა? );
10. მულატკა აღარ შევიდოდა ”ჯეობარში” (ეს რამღა გამახსენაK)
11. არ გამოვიდოდა ”ფლეიბოი” და აღარც პამელა ანდერსონს დასჭირდებოდა მკერდის გასიება;
12. აღარ იარსებებდა უამრავი საიტი რის გამოც შემცირდებოდა კერძო ადმინებისა თუ პორნო-ადმინისტრაციების შემოსავლები , რაც შემდგომ სახელმწიფოების ბიუჯეტებსაც შეამცირებდა;
13. ფონდ ”ინკლუზივს” და ომბუდსმენის აპარატს მოაკლდებოდა საზრუნავი;
14. რიცხვი ”69” იქნებოდა უბრალო რიცხვი;
15. სააკაშვილი არ იქნებოდა ”სექსუალური კაცი ” ;
16. აღარ აგვერეოდა “sex” სექსს ნიშნავს ქართულად თუ სქესს;
17. სიტყვა ”ძუძუები” სულაც არ იქნებოდა ეფექტური სიტყვა და ისეთივე უემოციო სიტყვათა რიგში იქნებოდა როგორიცაა მაგალითად ”ელენთა” ან ”ნაღველი”;
18. თქვენს კომპიუტერს ნაკლებად შეეყრებოდა ვირუსები და ვინდოუსის გადაყენებაც არ მოგიწევდათ ეასე ხშირად;
19. არავის ეცოდინებოდა ”პოსეიდონისა” და როენას სახელი;
20. ცირკის მიმდებარე ტერიტორია იქნებოდა ჩვეულებრივი დაუსახლებელი
ტერიტორია სადაც ბევრი ხე დგას და მეტი არაფერი;
21. აღარ იარსებებდა ისეთი სიტყვები როგორებიცაა – ვაგინალური, ორალური, ანალური,მინეტი , კარალევსკი მინეტი, ჟონეტი და ა.შ.
22. საუნებსა და აბანოებს ექნებოიდათ ის დანიშნულება რაც უნდა ქონდეთ სინამდვილეში
და რაც მთავარია მე ამ პოსტს ვერ დავწერდი თქვენ კი არ იჯდებოდით ეკრანთან და არ წაიკითხავდით , შესაბამისად აღარც იფიქრებდით ჩემზე , რა გეშველება შე საწყალოო
მოკლედ ეს არის ის მცირერიცხოვანი ჩამონათვალი რაც მოვიფიქრე იმათგან , ეხლა მეჩქარება თორემ მეტსაც დავწერდი , თქვენთვის მომინდვია სიის გაგრძელება . ასე რომ წინ ფანტაზიისკენ … (მარჯვე ხელები მხოლოდ კომენტარების დასატოვებლად გამოიყენეთ გთხოვთ)



motsra
April 30, 2010
no sex gvaklia da absolituri ubedureba mere naxe shen
merabino
April 30, 2010
აღარ იქნებოდა შიდსი.
ნეტავ რითი შეიცვლებოდა სექსი?
უცნობი სექსუალური ადამიანი
April 30, 2010
ხოდა რაკი სექსი არსებობს, მოდი დროს ნურარ დავარგავთ
მუაჰაჰაზ, საწოლისკენ ჰერი-ჰერი 
))
პ.ს. ბევრი ვიხალისე ლაშ :*
კახი
June 2, 2010
ჰეჰე, ლაშ მარია, მაგრად გავხალისდი, ჩემი ფავორიტი წინადადებებიც მაქ და ბოლოსაც კარგად დაამთავრე
)) (არა რაღაც უფრო მეტად მომეწონა ვიდრე გამოვხატე) good job!
lasha
June 2, 2010
ვახ ვახ კახიიი გაიხარე
) მადლობა
saliman
August 9, 2010
isa, sexi ro ar iyos ar iqneboda reklama, romlic serenadis momgerali da xelis mtxovneli mamakacebis gamravlebas gvtavazobs,tu mis produqts gamoviyenebt
lasha,kargi blogiaa…ar gacherde!!
saliman
August 9, 2010
ki ar gvtavazobs gvpirdeba
:D
siyvarulovna
September 8, 2010
არა, ისე მართლა საინტერესოა რომ არ ყოფილიყო სექსი რა და როგორ იქნებოდა…
) ეს, ეხლაა გასაკვირი თორემ…
მაგრამ, ყველაფერი იქნებოდა ჩვეულებრივად
პ.ს ჰოლანდიაში, კერძოდ ამსტერდამში სექსის გამო სულაც არ ვოცნებობ წასვლაზე
ან ვინ ოცნებობს მაგის გამო წასვლაზე?
კიკონა
October 27, 2010
რომ არ ყოფილიყო სექსი, უბრალოდ არ იქნებოდა არც ამ პოსტის დამწერი და არც მისი წამკითხავი
lasha
October 27, 2010
გიო ეგ მეც დავწერე პოსტში :”და რაც მთავარია მე ამ პოსტს ვერ დავწერდი თქვენ კი არ იჯდებოდით ეკრანთან და არ წაიკითხავდით , შესაბამისად აღარც იფიქრებდით ჩემზე , რა გეშველება შე საწყალოო”
)
mamina
November 25, 2010
ლააშ ტ უპლისგან არ არის ნაკურთხი ურთიერთობა ადამიანის მკვლელობის ტოლფასი ცოდვააააა…….. და თუ რატომ თუ გაინტერესებს შეგიძლია ვინმე სასულიეროპირს კითხო ან წაიკიტხო ლიტერეტურააა…. სხვა დანარჩენი მიზეზები მომწონააა…..
lasha
November 25, 2010
მამინას ვენაცვალე ბევრი თუ არა საკმარისი მაქვს წაკითხულიც და ნაკითხიც ამ თემასტან დაკავშირებით, მაგრამ მაინც … ნეტა არ ატრაკებდეე
)
mzime)
January 31, 2011
სექსი რომ არ იყოს კოცნა მინც იქნებოდა? ფრანგული კოცნა იქნებოდა მერე მაგის შეცვლელი რა ან მოვიფიქრებდით რამეს ქართველები მაინც:D:D:D
Mr. Nomad
June 3, 2011
სექსი რომ არ ყოფილიყო, მართლა კომბოსტოში მიპოვიდნენ ჩემები ალბათ :S არა ჯობია ისევ სექსი იყოს