ყველაზე ჭკვიანი
პირადად ჩემთვის სულაც არ არის დიდი აღმოჩენა, რომ ქართველი სპორტსმენების, მოდელების, დიზაინერების და ა.შ. დიდი ნაწილი დებილია ამ სიყვის პირდაპირი გაგებით , მაგრამ ის რაც ნახეარი საათის წინ წავიკითხე ჟურნალთჟურნალ „გზაში“ , მართლაც რომ „კლასიკაა“, „ინელექტის ზეიმია“, „სიბრძნის მდელოა“. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან, რომელიც „გზამ“ ქართველ კუტუ-რიეს ანზორ თეთრაძეს, იგივე ბიჭოლას ჩამოართვა.
ჯერ მოთელვა:
„გზა-კლასგარეშე ლიტერატურას სკოლაში სწავლისასაც არ კითხულობდი ?
ბიჭოლა- მხოლოდ იმ ჟურნალებს ვკითხულობდი, რომლებშიც მოდის სფეროზე წერდნენ.
გზა- ამა თუ იმ მხტვრული ნაწარმოების მიხედვით უამრავი ფილმია გადაღებული,მათ თუ უყურებ ?
ბიჭოლა- არა, ფილმებიც არ მიყვარს
გზა- რა გიყვარს ?
ბიჭოლა- გართობა. (ვაი შენს პატრონს-ლ.ქ.)
გზა -რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი ?
ბიჭოლა- ხევისბერ გოჩასთან (გლიჯავ ბიჭოლ-ლ.ქ.)
გზა-როგორ ფიქრობ ის თუ მოინდომებდა შენთან მეგობრობას?
ბიჭოლა- არ ვიცი“
ეხლა უკვე ინტელექტის შემოწმება მიდის
„გზა- დაასრულე არაბული ანდაზა :“დედამიწაზე ყველაფერს ეშინია დროის, დროს კი …
ბიჭოლა- არაფრის.
გზა- „დროს კი პირამიდების“.
გზა- გერმანული ანდაზის მიხედვით „ოქროს ცეცხლი გამოცდის, ქალს -ოქრო, მამაკაცს …“ ?
ბიჭოლა- მამაკაცს ცეცხლი.
გზა- ორიგინალური პასუხია. გერმანელები მიიჩნევენ რომ მამაკაცს ქალი გამოცდის.
გზა -რომელ მდინარეზეა ავსტრიის დედაქალაქი ვენა ?
ბიჭოლა- არ ვიცი.
გზა- ვენაში არასდროს ყოფილხარ?
ბიჭოლა- როგორ არა, ნამყოფი ვარ , ვგიჟდები ისეთი ლამაზია . (გეტყობა ბიჭოლ- ლ.ქ.)
გზა „ასფურცელა“, „სამი გოჭი“ „კომბლე“ „წითელქუდა“. რომელ ზღაპარში არ ფიგურირებს მგელი ?

ბიჭოლა- ვაიმე ! „წითელქუდას“ და „კომბლეს“ გამოვრიცხავ. დანარჩენ ორში ფიგურირებს თუ არა ვერ გეტყვით.
გზა- ისინი ძმები იყვნენ- ადოლფი და რუდოლფი.
ბჭოლა აწყვეტინებს ჟურნალისტს და პასუხობს : ვიცი რაც უნდა მკითხო. ადოლფ ჰიტლერზე მეკითხები ?
გზა- ნუ ჩქარობ ! კითხვა დამასრულებინე, ძმებს ერთმანეთი არ უყვარდათ, სავაჭრო ბაზრებზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში გადაიზარდა. ისინი ცნობილი ფირმების დამაარსებლები იყვნენ. დაასახელეთ ეს ფირმები. (მნიშნება ეს ფირმები ცნობილია სპორტული ხაზით)
ბიჭოლა- არ ვიცი.
გზა- ვისი დაწერილია „მე პატარა ქართველი ვარ“ ?
ბიჭოლა- აკაკი წერეთლის.
გზა – დუტუ მეგრელი. რამდენი წუთი აშორებს დილის 10 საათსა და 30 წუთს, იმავე დილის 9 საათსა და 15 წუთისაგან ?
ბიჭოლა-ხომ შეიძლება დავითვალო ?
გზა- დრო გაქვს და გამოიანგარიშე.
ბიჭოლა- 1 საათი და 45 წუთი . (ვაი, ვაი შენს პატრონს მართლა- ლ.ქ.)
და ბოლოს განტვირთვისათვის ერთი “წაბულვარულო” შეკითხვაც :
გზა- როგორ მუსიკას უსმენ ?
ბიჭოლა- პოპს. ქართველებიდან ჯგუფი „მგზავრები“ მომწონს. ფილარმონიაში ვიყავი მათ კონცერტზე, ეს იშვიათი გამონაკლისია, საქართველოში კონცერტებზე ნაკლებად დავდივარ. (სად შეგვიძლია ბიჭოლ -ლ.ქ.) სიამოვნებით მხოლოდ ნანი ბრეგვაძის კონცერტზე წავიდოდი. (ჭეშმარიტად კუწურიეს გემოვნება აქვს ამ ბიჭოლას).
მართლა მაინტერესებს რატომ ბეჭდავს „გზა“ ასეთი დებილების, ასეთ დებილურ ინტერვიუებს ? ან ამ ხალხს თავში ინტელექტი რომ არ აქვთ კარგი გასაგებია, მარა საერთოდ ტვინის ნასახი არ უდევთ? შეფასებები თქვენთვის მომინდვია, თუმცა ისე მაინც უნდა ვთქვა, ბიჭოლა თეთრაძე ხომ დებილია, მაგრამ ამ ჟურნალის რედაქტორი და ინტერვიუს ჟურნალისტი მაგაზე უფრო დებილები არიან. მოგიტყანთ სვწკი ზავეძენიები, კუწურიეობა, fეშენ-ბიჭოლობა და ჟურნალ “გზას” კი ჟურნალისტიკის შეგრძნება.
ინტერვიუ ამოღებულია ჟურნალ “გზი”ს ამ კვირის ნომრიდან





civiseli
August 29, 2010
ლოლ
ანალიტიკური აზროვნების შედეგია 
რა პასუხებია
ვაი ბიჭოლას,ვაი ამ ჟურნალის პატრონს და ვაი იმას ვინც ამ ჟურნალის წასაკითხად ფულს ყრის
lasha
August 29, 2010
kidev kargi fuli ar gadamixdia marTla magis yidvaSi da mezobels veTxove
)))))))))
pulpbubble
August 29, 2010
არა ბიჭოლა ხო ყლეა, მაგრამ არც ამ კითხვარის შემდგენი ჩამორჩება
lasha
August 29, 2010
ეგეც მიწერია დავით დასკვნაში
gabo
August 30, 2010
კითხვები ხომ ისეთი ღრმადინტელექტუალურია რომ რას ამბობ :დ რატომ ბეჭდავს კი არა და ვაი იმის პატრონს ამის წასაკითხად ვინც ფულს იხდის
lex tempus
August 30, 2010
ამ ჟურნალებისგან მგონი, არავის აღარაფერი უკვირს:) მე ”სარკეში” ერთ-ერთი ქართველი ახალგაზრდა მსახიობის მიერ ნაშობი სიბრძნე წავიკითხე: კითხვა ასეთი იყო, ზაფხულში პლაჟზე ალბათ მსუბუქი ჟანრის ლიტერატურას კითხულობ? ამან კიდევ: არა,ერთხელ პლაჟზე კაფკას ვკითხულობდი და ხალხი გიჟდებოდა, ზაფხულში კაფკას რა გაკითხებსო…
ჰო, კაფკას უბრალო ხალხი ყინვაში კითხულობს, მაგრამ ეს გვყავს განათლებაზე თავგადადებული და თავს აკვლევინებს სიცხეს და კაფკას…
რას იზამ, ერთმანეთისგან ალბათ შორსაა განათლება (ელემენტარული) და ფეშენი…
lasha
August 30, 2010
მართალი ყოფილა აბა სიცხეში კაფკა რამ უნდა წაგაკითხოს
ცოდოები ვართ რომ ამ ქვეყანასი დებილებს მიჰყავთ პარადი
Ta =)
August 30, 2010
ყბა ჩამომივარდა სრული ამი სიტყვის მნიშნველობით :O
PRSchool
August 30, 2010
მაგარია! ჩვენი დროის გმირია, რას იზამ?:))))
ლაშა კარგი იქნება თუ ბლოგზე ფეისბუქის და ტვიტერის დაშეარებას დააყენებ. ადვილად წავიღებდით
Dashboard – Settings – Sharing და გააქტიურებ ფეისბუქს, ტვიტერს დაშ
lasha
August 31, 2010
დიდი მადლობა რჩევისათვის, ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვარიარო რომ არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო ფბ და ტვიტ დაშეარება
lasha
August 31, 2010
ვეცადე მარა არ გამოვიდა
ჩაიდანი ვარ ჯერჯერობით ბლოგის საკითხებში
nimpa
August 30, 2010
leriko
August 31, 2010
mamali yle
mecmikvarkhar
August 31, 2010
ძალიან ვიხალისე, მაგრამ ისე ბიჭოლა რა შუაშია იყიდება მისი ბალიშებიანი კოლექცია და რა ქნას
რა ვქნა ვერაფრით ვიგებ ეს ხალხი თავზე ბალიშებდადებული რატომ დადის და მომკალით…
siyvarulovna
September 8, 2010
იყოს დებილი რა გინდათ, მთავარია ტავის საქმეში იყოს ნორმალური (მარა იქაც რომ რაღაც ვერაა?)
Chako
September 10, 2010
pirveleve pasuxit ukve movixible
:D:D ra datrtymulia
ნატოშა
September 29, 2010
ეს კითხვები ინტელექტის შესაფასებლად რატომ გამოიყენება?
არა, ბიჭოლას IQ ისედაც ეტყობა, რამდენიცაა მაგრამ მაინც ))))
Kate_AlukaЯD
October 30, 2010
აი ამიტომ მიყვარს ყვითელი პრესა
lasha
October 30, 2010
ყვითელი მაინც იყოს ეგ პატრონსაკლავი
))))
anna
October 30, 2010
sasaciloa satireli rom ar iyosssss:D
diikoo
November 11, 2010
ras erchit. ar gecodebat?tavisi gachirvebac ekopat. tan verc xvdebian,gachirvebulebi rom arian.
Agasfer
August 13, 2011
არა, დებილი და უწიგნური რომ ხარ, დანაშაული არაა. მაგრამ როცა ფარისევლობ და აფერისტობ, ეგ უკვე დიაგნოზია. ხევისბერი გოჩა, ნანი ბრეგვაძე, ძუძუებიანი ცოლი და ბებიას გული ვარდი ))
lasha
August 14, 2011
რას ერჩი აცალე დაიმკვიდროს ცატა სასუფეველი
)