მეუფე იობ’მა დალოცა ოპოზიცია, მისი მხარდამჭერები და რაც მოხდა თქვენ თავადაც ნახეთ. ერთ დღეზე მეტს ვერ გაქაჩა იმისი ლოცვის მადლმა, მაგრამ ეგ არაფერი კიდევ ბევრჯერ შეიკირბებიან პარლამენტთან და კიდევ ბევრჯერ დაიშლებიან. მაგის არ შეგეშინდეთ ხალხნო აქციების მეტი რა იქნება, მაგრამ ამჯერად რუის-ურბნისული ლოცვა-კურთხევის მეორე, უფრო საინტერესო ასპექტზე მინდა ყურადღება გავამახვილო. სულიერ ოკუპაციაზე. მამა იობ’მა ს-თქვა „ილიაუნელები“ სულერად ოკუპირებულები, ასეთები და ისეთები არიანო. ალბათ ისევ დეისაძეის ლეგენდარული წიგნის გამოძახილია ეს ყველაფერი. იმდენს იზამენ ჩვენი სულერი მამები და პაპები სანამ „სირობას“ „სერობის“ ტოლფასად არ აქცევენ ხალხის თვალში და მერე მონაგანი იქნება „ვეფხისტყაოსანზე“ მოთხრობილი ლეგენდები, როგორ სდევნიდა ეკლესია ამ ნაწარმოებს, და მერე როგორ იქცა ლიტერატურულ შედევრად. დეისაძე და სირობა იქით იყოს და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება ის, რომ მეუფე იობ’ი რუისიდან დასკვნებს აკეთებს „ილიაუნიში“ არსებულ სიტუაციაზე. ცოტა არ იყოს და ბუნდოვანი რჩება ჩემთვის სულიერი ოკუპაციის რეალური არსი, ნუთუ მართ(ლ)მადიდებელი ქრისტიანები ისეთი მყიფენი არიან საკუთარ რწმენაში, რომ ნოდარ ლადარიას ან გია ნოდიას ლექციები მათ რწმენას შეუცვლის, ანდა რომელი რწმენის შეცვლაზეა ლაპარაკი ? ცოტა არ იყოს და ესეც სასაცილო არაა ზემოხსენებული ლექტორებიდან რომელიმე ანტიქრისტედ რომ მივიჩნიოთ? მოკლედ, არ მგონია რომ ბევრი მტკიცება სჭირდებოდეს რუისიდან წამოსული ტერმინის უაზრობას, უშინაარსობას. ალბათ იობ’ი ხუმრობის ხასიათზე იყო.
მაგრამ იმას კი დანამდვილებით ვერ ვიტყვი ჩვენი მეორე „მამა“ თეოდორე გიგნაძე რამდენად იქნება ხუმრობის ხასიათზე 29 ნოემბერს თსუ-ში გამართულ ლექცია-ქადაგებაზე. ეს ალბათ „სადმე“ შემუშავებული სტრატეგიის ნაწილია და „ილიაუნის“ ოკუპაციით შეშინებული აპირებენ „სულიერი დეოკუპაციის“ პოლიტიკა გაატარონ თსუ-ში. უკვე რამდენიმე დღეა ჩემი უნივერსიტეტის კორპუსებში დამონტაჟებულ ეკრანებზე ტრიალებს რეკლამა, საიდანაც სტუდენტებს მოუწოდებენ დაესწრონ ჟურნალ „კარიბჭის“ მიერ ორგანიზებულ, დიადი ქართველი მამის, თეოდორე გიგნაძის ლექცია-ქადაგებას , სადაც ის ნებისმიერ შეკითხვაზე გაგვცემს კომპეტენტურ პასუხს და კიდევ ერთხელ გვეტყვის, რომ მსუბუქი მაკიაჟი ცოდვად არ ითვლება, ცოდვად „ვულგარული“ მაკიაჟი მიუჩნევია ღმერთს, რომ მანქანა უნდა და თუ ვინმე აჩუქებს მადლობელიც კი დარჩება მას, ალბათ ამჯერად ფეშენებელურ ვილასა და იბიცაზე ორ ბილეთსაც ითხოვს „საყვარლად“. შეიძლება ერთი-ორი ქართველი მწერალიც შემოელანძღოს და დასასრულ, დესერტად შორენა ბეგაშვილებსა დასხვა „ასქესებულ“ დედაკაცებსაც ჩადებს და ამოიღებს მიწიდან. მოკლედ დიდი სულიერი ღაღადისი იქნება. ეს იქნება ჭეშმარიტად ღვთიური ნაბიჯი თსუ-ს სულიერი დეოკუპაციისა და სულიერი გაბრწყინებისა.
ყველაზე საშინელი კი სტუდენტთა რეაქციები და რელიგიური ვნებების გამომხატველი სახეების ყურებაა. მაგრამ სულაც არ მიკვირს ეს ყველაფერი. ის კი არადა ქართულის ლექციაზე ჩემს წაკითხულ თემას „მე ვარ ქართველი“ რა რექციებიც მოჰყვა ისიც კი აღარ გამკვირვებია. ჩემი ჯგუფელების უმეტესობა ვერაფრით მიხვდა, თუ რატომ ვარ წინააღმდეგი ქართული შაბლონების, კლიშეების, ტრადიციად ტირაჟირებული დებილიზმისა. რატომ მაღიზიანებს ამდენი ფსევდო-პატრიოტიზმი, ფსევდო-რელიგიურობა და ფსევდო-ქართული კლდემამოსილება. ვიცი, მეტყვით ქარის წისქვილებს ებრძვიო, მაგრამ იქნებ არც ისე დიდი აბსურდია ეს ბრძოლა. ქარის წისქვილებთან რომ არ ებრძოლა დონ კი ხოტს რა ჩემს ფეხებს დაწერდა სერვანტესი და რითი იამაყებდა მთელი ესპანეთი მერე. გამოდის რომ ზოგჯერ წისქვილთან ბრძოლასაც აქვს აზრი და ადამიანებს რა ღმერთი გაუწყრებათ, რომ ვერ მივახვედრო რას ვგულისხმობ როდესაც ვამბობ, რომ მე ამდაგვარ თემებში არ ვლაპარაკობ იმას, რაც თითქმის ყველას აქვს ნათქვამი ((რომ თურმე რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ, რომ ხმალი უნდა ავლესოთ (რომელთა ქარქაშიდან ამოღებაც ვერა და ვერ დავამუღამეთ), რომ ჩვენ, არაგველები სისხლით გაუმაძღარნი ვყოფილვართ, რომ გვყოლია შოთა, ილია აკაკი ვაჟა და გალაკტიონი და ა.შ). როგორც წესი, თითქმის ყოველდღე სახეში მიფართხუნებენ „ბიბლიასა“ და „წმინდანების ცხოვრებას“ იმის ძახილით, რომ მე ათეისტი ვარ. არა ხალხნო მე პესიმისტი ვარ, პ-ე-ს-ი-მ-ი-ს-ტ-ი რა ვერ გაიგეთ?! უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე მხვდებიან ჩემი ქრისტიანი მეგობრები, ნათსეავები, კლასელები, ჯგუფელები და მიკითხავენ მორალს, მაგრამ თავდაცვას არ ვაპირებ თუ არ ჩავთვლით იმას რომ ცოტას მეც დაგესხმებით თავს.
ლამის 17 საუკუნეა ვიფხრიწებით და თავს ვდებთ ქრისტიანობაზე, ხან ქრისტეს კვართს ვაფრიალებთ და ხან ღვთისმშობლის სუდარას, მაგრამ რატომღაც ჯერ კიდევ ვერ მოგვიხერხებია უმარტივესი ქრისტიანული დებულებების გააზრება, რთული აღმოჩნდა თუნდაც ქრისტიანულ-ბიბლიური ფაქტების ადეკვატურად გაგება და აღქმა. ჯერ კიდევ ვერ გაგვითავისებია რომ ღმერთმა , მამაც რომ არის, ძეც და სულიწმინდაც ბიბლიის მიხევით ჯერ ადამიანი შექმნა და მერე გაყო ის ქალად და კაცად, ლამაზად და მახინჯად, ქრისტიანად და ბუდისტად, იეჰოველად და დუხობორად. მაგრამ მე არ ვაპირებ თეოლოგიურ წიაღსვლებს, სხვებისაგან განსხვავებით, რაც არ შემიძლია იმაზე ლაპარაკით შუაზე არ გავიფხრიწები. მე მხოლოდ მარტივი ლოგიკური დასკვნის გამოტანა მინდა მთელი ამ რელიგიურ-ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ფაქტებიდან. მთელი ბიბლიიდან მე ერთადერთი დასკვნა გამომაქვს – ყველა ადამიანი არის ადამიანი და არ აქვს მნიშვნელობა მის ფერს, ფორმას, გემოს და სუნს. არ აქვს მნიშვნელობა ხატებს ურტყამს თავს დილა-საღამოს თუ გოდების კედელს, ის ადამიანია და ამით ყველაფერი ნათქვამია. ხოდა რამენაირად ჩემი განსხვავებული აზრებიც აიტანეთ გთხოვთ, თუ არ აიტანთ და არა მგონია მაგით ძალიან შევწუხდე.
ძალიან რომ გადავუხვიე დაწყებულ თემას ვიცი, ამიტომაც ისევ მას დავუბრუნდები და ვაცხადებ: მე, როგორც ერთი რიგითი თსუ-ელი სტუდენტი მივმართავ ბატონ გიგი თევზაძეს, ზედანიას, ლადარიას, ნოდიას, პაიჭაძეს, კორძაია-სამადაშვილსა და სრულიად „ილიაუნის“ რექტორატს მოდიიიიით , დაგვიპყარით, მოახდინეთ ჩვენი სულიერი ოკუპაცია. გიგნაძის დეოკუპაციაზე უარესი არამგონია კიდევ არსებობდეს რამე ამ ქვეყნად.





გაბო
November 28, 2010
როდის ტარდება ეს ლექცია ? აპირებ მისვლას? ცხოვრებაში ერთხელ მასონთა ლოცვას , სატანისტების წირვას და მამა თეოდორეს ლექციას მინდა დავესწრო მომბეზრდა ეს ლადარიების ნოდიებისა და სამადაშვილის ლექციები( ეს უკანასკნელი რელიგიაზე ნაკლებს საუბრობს ძირითადად მწერლობაზე და წერის კულტურაზე) ხო და ცოტას წავუმაზოხისტებ და ჩემთვის ჩუმად ვიჯდები
niksologi
November 29, 2010
“მაღიზიანებს ამდენი ფსევდო-პატრიოტიზმი, ფსევდო-რელიგიურობა და ფსევდო-ქართული კლდემამოსილება.”
-შენ გვერდით მიგულე მსგავსებზე სასაუბროთ…
siyvarulovna
November 29, 2010
არ მესმის რა უნდათ, ან რის მიღწევას ცდილობენ?

ვიღაცის ლექციამ,სემინარმა და უბრალოდ აზრმა როგორ უნდა შეცვალოს ჩემი სარწმუნოება,რელიგია და რწმენა?
ამ ლექცია–ქადაგებით რისი იღწევა უნდათ? ყველას მაინც თავისი აზრი და შეხედულება აქვს ყველა საკითხთან დაკავშირებით.
პ.ს ისე ამ ბოლო დროს რელიგიის თემა ძალიან პოპულარული გახდა უნივერსიტეტებში და მაღიზიანებენ.
ბიბლიაში ისიც წერია თქვენივე რწმენა თქვენთვის შეინახეთო, ხო და აცალონ და ყველა თვითონ მიხვდება რა და როგრო უნდათ
lasha
November 29, 2010
სიყვარულოვნა you are sooo, sooo, sooo მართალ
Di@
November 30, 2010
სიყვარულოვნა, რატომ გგონია, რომ შენს “მოსაქცევად” არის ეს ლექცია?
ხომ თავადვე ამბობ “ყველას მაინც თავისი აზრი და შეხედულება აქვს ყველა საკითხთან დაკავშირებითო…”
მაშინ რაში ხედავ პრობლემას?
აი, დასწრება რომ იძულებითი იყოს, მაშინ ხო.
lasha
November 30, 2010
ეგეთივე თავისუფალია დასწრება “ილიაუნიში” ჩატარებულ ლექციებზე მაგრამ რატომრაც მაინც ხდება თურმე ოკუპაცია იქ.
civiseli
November 29, 2010
მართ(ლ)მადიდებელი < ეს ვითომ რა იყო?:@ (ლლლ)
))
))
ამ პოსტს რომ წერდი ჩემზე ფიქრობდი?
კარგი ხარ ლაშა,აი უკვე მერამდენედ ვამბობ ამას,დამასწარი მაგრამ არ მწყინს რადგან მომეწონა,წავსულიყავით დღეს სჯობდა,წინა ლექციას რომ დავესწარი მისი მადლი დღემდე მომსდევს
ქართულზე ის თემა რომ წაიკითხე გაგნიძის მრევლის წევრები იყვნენ შენთანაც? ნუჰ სახელსა და გვარს არ დავასახელებ
lasha
November 29, 2010
პირველ რიგში მადლ’ობა ცივისელ თბილისელო
)
))
) :*
ბიჭო გაგნიძე კი არა თურმა გიგნაძეა ეგ კაცი
არა არ იყვნენ . მაგრამ ზატო ისეტები მყავს ჯგუფში როოომ უუუტატატატა
მემე
November 29, 2010
ესე რა….
ეს უკვე ისააა, რასაც ვსეგდა გავარილა!
ძალიან კარგად ჩამოაყალიბე და დამიჯერე “იგინიც” ვერ შეგეკამათებიან :*
ცირა ბარბაქაძე
November 30, 2010
თქვენც მოგეწონათ ხომ ”სულიერი ოკუპანტები”…. მოკლედ, მეუფეს პირიქით უცხადდება ყველაფერი
))
Agasfer
November 30, 2010
ამ თეოდორე გაგნიძის თუ გაგნაძის გაგონებაზე უკვე მაჟრიალებს
Tornike
November 30, 2010
ასეთი სტატიებიც რომ ქართულ “შაბლონად და კლიშედ” იქცა, რა ვქნათ ეხლა?
lasha
November 30, 2010
რაღაც არა მგონია რომ “ასეთი სტატიები” შაბლონად იყოს ქცეული.
მორეირა
November 30, 2010
არავის მიერ დაპყრობა არ გინდათ…თქვენს თავს უშველეთ, თავად ადექით და გამოხატეთ აზრი….მერე რაა, რომ ბრბოს, თუნდაც უმრავლესობის აზრს ეწინააღმდეგებოდეს…
mevarme
November 30, 2010
vai tqve ubedurebo….. tqveni wakitxuli leqcia ra iqneba? pawawina teopile malaqiebi xart
Di@
November 30, 2010
კონსტიტუციაში წერია, ყველას აქვს თავისი აღმსარებლობის თავისუფლად გამოხატვის უფლებაო და ვინც ღიზიანდება, ეს უკვე კონკრეტულად მისი პრობლემაა.
მეც მაღიზიანებს მრაველი სხვა აღმსარებლობის მიმდევარი, ზოგადადაც და კონკრეტულადაც, მაგრამ ვარ ჩემთვის.
მეც ავდგე და დავიწყო როგორ არ მეხატებიან გულზე ევანგელისტ-ბაპტისტები და იეღოველები და კიდევ ათასი სექტანტი?! ხოდა, ვლანძღოთ ერთმანეთი.
მშვენიერია.
lasha
November 30, 2010
1) სად ვინ გავლანძღე?
2) ვის შევუზღუდე უფლება აღმსარებლობისა?
3) სი რომ “კონსტიტუციაში წერია, ყველას აქვს თავისი აღმსარებლობის თავისუფლად გამოხატვის უფლება” მე მგონი ყველაზე რთულად გასაგები მათთვისაა ვინც ჯვრის თავში რტყმით ცდილობს ხალხის “შმობრუნებას” დედა ეკლესიისაკენ
4) 90 პროცენტი ჩვენი მოსახლეობისა სხვას არაფერ აკეთებს გარდა იეჰოველების, ბაპტისტების და სხვა აღმსარებლობის ადამიანების ლანძღვისა
nargany
December 1, 2010
საქართველოში ნამდვილი 17-ე საუკუნეა. ათეისტები განვიცდით სრულ დევნას. თუ ღმერთის და სხვა ასეთი სისულელეების არ გჯერა, ლამის, სამშობლოს მოღალატედ გამოგაცხადონ. არადა, ილიასეული პოსტულატი “მამული, ენა, სარწმუნოება”, გადახედვას საჭიროებს. რა არის საერთო მუსულმან (სუნიტ) ქართველს თურქეთიდან, მუსულმან (შიიტ) ქართველს ირანიდან, ქრისტიან (კათოლიკე) ქართველს და მართლმადიდებელ ქართველს შორის? ერთადერთი რამ – ენა და ისტორიული ხსოვნა. ასე რომ, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას დიდი როლი კი აქვს ნათამაშები საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ნუ გადავაჭარბებთ მის როლს. რელიგიურმა ფანატიზმმა ჩვენს ქვეყანას სიკეთე ვერ მოუტანა. თუნდაც 100000 წამებული თბილისელი გავიხსენოთ. ერთი მხრივ საოცარი და პატივისცემის ღირსია მათი სიმტკიცე რწმენაში, მაგრამ მე ის უფრო მერჩივნა, რომ ამდენი ქართველი ცოცხალი გადარჩენილიყო და მტრისათვის რეალური წინააღმდეგობა გაეწია. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ “ვეფხისტყაოსანი” მაშინ ახალი “გამოსული” იყო გასაყიდად, ყველას ჯერ-კიდევ, არ ჰქონდათ წაკითხული შოთას შეგონება: სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგანო. უცნაური ისაა, რომ ეს აზრი არავის მოუვიდა მაშინ თავში და ასე გასწირა თავი სასიკვდილოდ ამდენმა ადამინმა. საერთოდ, როგორც შევამჩნიე, ჩვენ ისე გვიყვარს მარაზმში ყოფნა, რომ სისულელეებს კოლექტიურად ჩავდივართ ხოლმე და არა მარტო ჩავდივართ ერთნაირად ვფიქრობთ კიდეც. მაგალითად, უსაფრთხოების ღვედების გამოყენების სარგებლიანობა და მის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოსული კანონის კომენტარები გამოდგება, რომელსაც ყოველდღე გვაწვდიან ტელევიზიები. არ დაკვირებიხართ, რა კომენტარებს უკეთებენ ამ კანონის გამოსვლას ქუჩის ინტერვიუებში ქართველი მძღოლები? – კი, ვიცით, რომ საჭირო და სასარგებლო ნივთია უსაფრთხოების ქამარი და თუ კანონი შემოვა, აუცილებლად გავიკეთებთო. კაცო, შენთვის ამბობენ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი გადაურჩე ბრმა ბედისწერას და თუ არ გინდა მისი გაკეთება და აქეთ გვამადლი, ისემც გიქნია მო…ნია პატრონი!!!
shota
December 2, 2010
უზუსტობებისა და ალოგიკურობების მთელი ბუკეტია!
იმდენია თან რომ წერაც მეზარება… თუ დაკონკრეტებას მოისურვებ შემომეხმიანე განგანათლებ! სწორად აზროვნებას გისურვებ ლაშა ქავთარაძევ!
lasha
December 2, 2010
ვახ . ჩათვალე, რომ პირველივე შესაძლებლობა რომ მომეცემა მაშინვე შემოგეხმიანები. მადლობა პირველ რიგში შოთავ
Vaso
December 3, 2010
ამ საკითხზე ბევრი დაიწერა და ბევრიც უნდა დაიწეროს მომავალში. აღარ მიკვირს “სულიერი მამების” ვითომ სიბნელე – “მრევლის” გამოთაყვებით მიიღწევა მდგომარეობა საზოგადოებაში, მატერიალური კეთილდღეობა, პატივისცემა და ხელზე კოცნანი თანამედროვე რაიკომის მდივნებისგან და უბრალო მოკვდავთაგან. განა ამისთვის არ ყაჩაღობდა ზოგიერთი დღევანდელი მეუფე და არაერთი “სროკი” აქვს მოხდილი? ახლა რისკი აღარ არსებობს, უბრალოდ კვირაში ერთხელ რამდენიმე დაახლოებულ გამოპრუტუნებულს მოაყოლებ ჭორებს საკუთარ თავზე, მერე თხრი პროსფორას პირში, მიაყოლებინებ წყალნარევ ღვინოს და ამის მერე აამუშავებ “შემოწირულობების ყუთს”. მერე ტელევიზია ან რადიო ჩაგწერს, იქაც ცოტას წაიმათხოვრებ – “სატრაპეზოს (საშარაფოს) ასაშენებლად 120.000 არ მყოფნის და იქნებ გამოხვიდეთ ცოტაოდენს კეთილო პენსიონერებო!” მერე ან ოპოზიცია მოგადგება დასალოცად, ან ხელისუფლება. წელიწადში ორჯერ გუბერნატორთან ერთად თითო ხეს დარგავ გულში დედის გინებით (20 ბავშვი დგას კონვეიერის რიგში მოსანათლავად და 12 მიცვალებული საზიარებლად, ესენი კი …). მერე “ჩერეზ ერევან” მოსკოვ-ზაგორსკის გზას გაუყვები, ინსტრუქტაჟს მიიღებ მაყუთთან ერთად, ცოტას ქალებში გაინავარდებ და დაბრუნდები გულანთებული წილხვედრში. გამოსცემ ჟურნალს, მოაჯდები გემივით ჯიპს და ჩამოუვლი ხატებითა და სამარხვო ინდაურებით მოვაჭრე შენს მიერ გახსნილ მაღაზიებს. თან, გარანტირებულად, სამოთხეში ეძრობი, იმ მონათვლავერმოსწრებული და ადრე გარდაცვლილი ბავშვებისაგან გასხვავებით, რომლების ჯოჯოხეთში პირდაპირი რეისით გაშვებასაც ცოტა ხნის წინ მოაწერე ხელი წმიდა სინოდის კრებაზე… გაგიხარია! მეც კი ვიცხოვრებდი ასე, მაგრამ, Заратустра не позволяет…
ოხ, როდის მოახდენს მავანი (ილიაუნი) საქართველოს სრულ ოკუპაციას? კარგი, არ ვიღორებ – 10%-ის მაინც….
JJJ
January 4, 2011
1. სოფლელებო, დაბრუნდით სოფლებში. 2.წისქვილებთან ბრძოლაზე: დონ კიხოტი არ გამახსენდა ამ სტატიაზე, სანჩო პანსას ვირი გამახსენდა. 3.შორს წავა ამ სტატიის ავტორი, ქართულ ბომონდსაც დაამშვენებს ადრე თუ გვიან ბიჭოლასა და შორენასთან ერთად.
lasha
January 4, 2011
ნეტა ტრაკში ალაოდ არ იყო
) და თუ ასეთი თამამები ხართ ეს “ფეიქ”-პროფილებიდან დაკომნეტარება არ გინდათ რა. პირდაპირ თქვი მიტხარი ვინ ხარ და რას ფიქრობ და მერე ვიმსჯელოთ თუ გინდა მე უფრო ვარ სოფლელი თუ შენ
ჯჯჯ
)))))))))
a7oa7o
April 4, 2011
სიმართლე გითხრათ, არც მე ვაფანატებ მღვდლებს, და ეკლესიაშიც იშვიათად დავდივარ. ვერ ვიტყვი რომ იდეალური მორწმუნე ვარ…მაგრამ, პავლე მოოციქული ამბობს, შენს რწმენაში იყავ მტკიცე. ღმეთი ყველასთვის ერთია, რჯულიანთა და ურჯულოთათვის, წინადაცვეთილთა და წინადაუცვეთელთათვის.
p.s.და ისე… მეც ილიაუნელი ვარ…
პურველი კურსის სტუდენტი…
: ):D
მეც ვაკრიტიკებ ადამიანებს, რომლებიც რომელიმე რელიიგის მიმდევრებს აკრიტიკებენ, ლანძღავენ…სამარცხვინოდ მიაჩნიათ მათთან საუბარი…ჩემი აზრით კი ყოველივე ამის მიზეზი ის არის რომ ჩახედულნი არ არიან სხვადასხვა რელიგიურ მოძღვრებაში. იეღოვას წიგნებიც წამიკითხავს, ბუდიზმისა და ისლამის რელიგიებსაც გავცნობივარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ქრისტეს ზურგს ვაქცევ..ხალხს დაავიწყდა რომ გრიგოლ ხანცთელი ყველა მოძღვრებას ეცნობოდა, მისაღებს მიიღებდა, მიუღებელს კი უკუაგდებდა…საბოლოოდ კი ერთ დასკვნამდე მივედი, რომ იეგოვა, ალაჰი და ა.შ. ყველანი ერთსა და იმავეს ქადაგებენ. რა მნიშვნელობა აქვს შენ როგორ გწამს უფალი, რა რიტუალებს ასრულებ მისთვის,მთავარია რომ შენ ის გწამს.მთავარი ისაა რომ არ დაემსგავსო ფარისეველთ… ღმერთი უფრო წმინდა და ბევრად უფრო მაღლაა ვიდრე მოოქროვილი ხატები, მამაოების ჯიპები და ა.შ. ღმერთი დიდი სიყვარულია… როცა დადგება მომენტი თქვენს ცხოვრებაში,როცა ერთადერთ ნუგეშად მხოლოდ უფალი დაგრჩებათ, თქვენც სავლესავით მოიქცევით და მხოლოდ მაშინ შეიგრძნობთ უფლის სიდიადეს.
ახლა ის პერიოდია, როცა აღზევებული გაქვთ სხვადასხვა ფიქრები,მოსაზრებები…გსურთ განსხვავებულობა, რათა ყურადღების ცენტრში მოექცეთ.ეს ადამიანის ფსიქიკაა…
არცაა გამორიცხული რომ ასეთი აზრიც გქონდეთ…ცხოვრებაში არაფერია გასაკვირი…მაგრამ, თუკი ბიბლიას თვალს გადაავლებთ, განა იმიტომ რომ ღმერთი ირწმუნოთ,არამედ ეს დიდი მეცნიერებაა, სიმბოლოებით აღსავსე, მაშინ ამოიკითხავთ იესოს სიტყვებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერია.უფალი გიჩვენებს ორ გზას, სიკეთისასა და ბოროტებისას,შენი ნებაა როდის აირჩევ, მაგრამ უფალი მაინც გიტოვებს შანსს…დადგება მომენტი და დაინახავთ ჭეშმარიტებას,შეიძლება ეს არა თქვენში დაინახოთ, არამედ სხვაშიაც…
ვისაც წამს ირწმუნოს…ვისაც არა, მისი ნებაა…
ამდენი უშველებელი წერილი განა იმისთვის დავწერე რომ ქადაგება დაგიწყოთ, არამედ ჩაიხედოთ თქვენს გულებში და სხვასთან თუ არა საკუთარ თავთან მაინც აღიაროთ, არასდროს გაგჭირვებიათ?რადგან თუკი საკუთარ თავთან რაიმეს აღიარებს ჩათვალეთ რომ ძლიერები ხარტ.. არასდროს გქონიათ რთული მომენტი? ამ დროს დახმარება ვისთვის გითხოვიათ?დედისთვის? მამისთვის? თუ ვისთვის?ვინაა ის ვისაც ბავშვობიდანვე ყოველი დაბრკოლებისას დახმარებას თხოვთ? კიდევ იტყვით რომ ღმერთის და სისულეების არ მჯერაო?
რაც შეეხება ჩემს ოჯახს…მამა კომუნისტების პერიოდში აღიზარდა და ათეისტი იყო…მთელი ცხოვრების მანძილძე გვარწმუნებდა რომ ღმერთი არ არსებობდა, ეს იყო ფანატიზმი, დიდი სისულელე…მაგრამ დადგა დრო, როცა სანანებლად გაუხდა თავისი ყოველი სიტყვა, რადგან აღმოაჩინა რომ ერთადერთი იმედი და სიყვარული უფალში იყო…
არ გიკითხავთ მორალს, არ გაკრიტიკებთ, რადგან ნუ განსჯი თუ გინდა რომ არ განისაჯო…თქვენც ნუ განსჯით მამაოებს, ვისაც სწამს მათი, დაე მისდიონ მათ მოძღვრებს… ასეა თუ ისე, ისინიც უფლის სიყვარულს ქადაგებენ… რა მნიშვნელობა აქვს მათ ცხოვრებას, ყველას თავისი წილი მიეზღვება….
მოდით, იფიქრეთ, განსაჯეთ, გაიაზრეთ ყოველივე…და ნახეთ რა დასკვნამდე მიხვალთ…სავალდებულო არაა როდის მიხვალთ ამ დასკვნამდე…შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი დაგჭირდეთ…დანარჩენი კი თქვენზეა…
ცოტა კი აღვშფოთდი თქვენს კომენტარებზე, წერლზე, მაგრამ ეგ არაფერი…ცხოვრებისეულია
ეს იმისთვის რომ ბებერი არ გეგონოთ დიდი გამოცდილების მქონე
(
lasha
April 6, 2011
ისა და თუ არც ბუდა მწამს, არც ალახი არ იეჰოვა და არც კრშნა, მაშინ ?
a7oa7o
April 7, 2011
ეგ შენი ნებაა იწამებ თუ არა ღმერთს, მე კი კითხვა დაგისვი, ვის მიმართავ მაშინ, როცა ისეთ რთულ მდგომარეობაში ხარ, რომ არავის დახმარების იმედი არ გაქვს…რა, დავიჯერო ასეთი მომენტი არასდროს გქონია?არასდროს შეგშინებია არაფრის? თუ იმასაც მეთყვი რომ ადამიანი არა ხარ და რაღაც ზე არსება…მაშინ კი ნამდვილ სულელად ჩაგთვლი…
შეიძლება არც გამცე ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ როგორც ვთქვი, მთავარია საკუთარ თავთან აღიარო სიმართლე.
lasha
April 7, 2011
ზე-ადამიანი კი არა ადამიანი ვარ და ჩემთვის ეგ ყველაზე მთავარია. აი ეგაა ჩემსა და შენ შორის განსხვავება. როცა რთულ მდგომარეობაში ვარ, ზე-არსებებს კი არ მივმართავ, ვიწყებ ფიქრს როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. არ მჭირდება ჰიპოთეტური ძალდატანებები, იმისათვის რომ საკუთარ თავს დავეხმარო. შიშით ძალიან ბევრი რამის შემშინებია, მაგრამ იმას მივხვდი, რომ მართლა უსინდისობაა ამ შიშის გამო მწამდეს რამის. მე მწამს ადამიანის და მისი შესაძლებლობების. რაც შეეხება საკუთ თავთან სიმართლის აღიარებას, სწორედ ამის დამსახურებაა რომ დღეს რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად მუხლებზე დაჩოქილი კი აღარ ვლოცულობ, ვცდილობ ვიფიქრო და გამოსავალი თავად ვნახო ხოლმე
ავთო
September 22, 2011
ეჭვი მქონდა, რომ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი არ არის ვარსკვლავ გაგნიძის სულიერი შვილი.
ისე აგიხდა ყველაფერი!