“ლაპარაკობთ ჩემს ზურგს უკან???? ე.ი. მე წინ ვდგავარ. ჩემს ცხოვრებას აკრიტიკებთ? ე.ი. თქვენს ცხოვრებაზე საინტერესოა. ცდილობთ მომიძებნოთ ნაკლი? ე.ი. გშურთ ჩემი. ტალახის ღირსად მთვლით? ე.ი. აქამდე სუფთად მივლია. ასე გააგრძელეთ )) მომიტევებია…”
(ვიღაცის სიტყვები
)
( “პრელუდია” – უკვე შევეჩვიე მეგობრებისგან, კურსელებისგან, ნაცნობებისგან, უბრალო შემხედრებისგან საყვედურს, რომ ყველაფერს ვაკრიტიკებ, ვაპროტესტებ და ვწუწუნებ, რომ ყველაფერში ცუდს ვხედავ და „მთელ დღეს უარყოფითად ვატარებ“ ©კახი სანიკიძე. მაგრამ ნურას უკაცრავად ! არც ეგრე მარტივადაა საქმე. მე ყოველთვის მაქვს ჩემი არგუმენტი – ის, რაც მომწონს და რაც მსიამოვნებს სხევბის საქმე არაა, ის ჩემთვისაა სასაიამოვნო და მოსაწონი და შესაბამისად, სულაც არაა აუცილებელი ვინმესთან გამოვხატო ჩემი სიხარული, ბედნიერება, აღტაცება და ხვინტრიცის სურვილი. ეგ, კი არა და ხანდახან ვწუხვარ ხოლმე, ზედმეტად ბევრს ხომ არ ვიღიმი მეთქი. მოკლედ, ტყუილად ნუ დაიღლით მაგ კუნთოვან, ხორცის ნაგლეჯს ორალურ ღრუში ჩემს ზედმეტად არაკონფორმისტულ ხასიათზე ლაპარაკით, რადგან ვერაფერს შეცვლით. მე რაც მომწონს და მსიამოვნებს ეგ ჩემი საქმეა და სულაც არ მადარდებს ვინმეს ეცოდინება თუ არა ამის შესახებ რამე. მე ის უფრო მაწუხებს, რაც არ მომწონს და შესაბამისად ლოგიკურია, რომ უფრო მეტს ასეთ საკითხებზე ვლაპარაკობ. )
რეფორმაციის ისტორიის ლექტორმა ახალგაზრდები დაგვადანაშაულა „ყველაფრის უაპელაციოდ მიღებაში“ (სტილი დაცულია). იმ წუთას აღვშფოთდი, რომ „პავლიკ მოროზოვის თაობის“ კაცი ჩვენ, სტუდენტებს კონფორმისტებს გვიწოდებდა. ვუთხარი კიდეც, მაგას თქვენი თაობის წარმომადგენელი არ უნდა გვეუბნებოდეს, თქვენ ხომ იმ თაობას ეკუთვნით, რომელმაც ჰიმნები და საგალობლები შეუთხზა სსრკ-ს და მათ ლიდერებს სათითაოდ მეთქი. ამ დროს ჩემი ჯგუფელი შემომიტრიალდა აღშფოთებული სახით და მითხრა, კი მაგრამ ეგ ის თაობაცაა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვაო. აღარაფერი ვუთხარი, გავჩუმდი. რა აზრი აქვს, რამის მტკიცებას, როდესაც ახლაგაზრდა ადამიანს იმდენიც კი ვერ გაუანალიზებია, რომ 9 აპრილს არ დაუშლია საბჭოთა კავშირი და ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავაზე დიდი დამსახურება საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭებაში რუსეთ-აშშ-ს ინტერესებმა ითამაშეს. მოკლედ, ოჯახში, სანაცნობიში, სუფრებსა და ისტორიის სახელმძღვანელოებში გვასწავლეს , რომ ზვიადმა გაათავისუფლა საქართველო და დაშალა სსრკ, ხოდა ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს, უნდა დავიჯეროთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ლექტორის სიტყვები თითქმის ორ წამში გამართლდა ჩემი თაობის შემგუებლობასთან დაკავშირებით, მე მაინც ბოლომდე, ხმის ჩახლეჩვამდე ვეძახე „მამების“ თაობას კონფორმისტები და კოლაბორაციონისტები. მართალია პირადად ჩემთვის ყველა ერთ ქვაბში არ იხარშება (ხაზგასმით ვამბობ ამას), მაგრამ მაინც ღრმად მწამს, რომ „შვილების“ გაფუჭება და გაუბედურება „მამების“ დამსახურებაა.
ჩვენ დიდი ხანია გვარწმუნებენ, რომ „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო,“ მაგრამ არავის ახსენდება რომ იმ „შვილს“ გაკეთებასთან ერთად აღზრდაც უნდა. ასე, რომ „მამებო“ თუკი რამე არ მოგწონთ ჩვენში ეგ მხოლოდ იმისი ბრალია, რომ ქეიფსა და ყანწების დაცარიელებაში, რუს ნაშებთან გულაობაში, „წამლის ჩხერაში“ და „პლანით კაიფში“ გაერთეთ და ჩვენი აღზრდა დაგეზარათ/დაგავიწყდათ. ერთი-ორჯერ შეიბერტყეთ ყური (1978 და 1989 წელს) და გეგონათ დამოუკიდებლობამოპოვებული ქვეყანა თავისით აშენდებოდა, შვილებიც თავისით დაიზრდებოდნენ და თქვენ მხოლოდ მხარ-თეძოზე უნდა წამოწოლილიყავით. მაგრამ მოთმმინება ჭკუაზე მეტი აღმოგაჩნდათ და მანამდე უყურეთ ქვეყნის ნგრევას, სანამ ბოლომდე არ გავნადგურდით.
მოკლედ, დაგეზარათ ჩვენი აღზრდა? დაგავიწყდათ? არ გინდოდათ? ხოდა ახლა დროა ჩვენთან უაზრო კამათს, ჩვენს გაუნათლებლობაზე, უწიგნურობაზე, უუნარობაზე დაჯდეთ თბილად სავარძლებში და გაიხსენოთ რამდენი გაუნათლებელი იყო თქვენს თაობაში, რამდენმა ვერ გამოიყენა საოცნებო ოქროს მედლები და წითელი დიპლომები, რამდენმა დააობა მილიონები სალაროებში იმის გამო, რომ ფულის გამოყენების უნარი არ ჰქონდა. მორჩით ჩვენზე გადავლას, გაითვალისწინეთ ის, რომ თქვენი თაობა წყალწაღებულია და ჩვენ მაინც გვაცადეთ ხავსზე მოჭიდება. საინტერესოა, ვისთან გაქვთ პრეტენზია, როდესაც თქვენ თავად ვერ აღგვზარდეთ (არ ვიღებ არგუმენტს, რომ კაცს მარტო წვრთნა ვერ უშველის თუ ბუნებამც არ უშველა. მერე რა რომ აკაკი წერეთლის პოემიდანაა, ეგეც ადამიანი იყო და ზოგჯერ არც ისე ჭეშმარიტებას ღაღადებდა).
მაგრამ მეორე მხრივ მადლობა „მამებს“ თავი თუ არ შეიწუხეს ჩვენი აღზრდით. რა უნდა გასწავლოს თაობამ, რომელმაც თავად არაფერი იცის. დიპლომების რაოდენობასა და ფაქტობრივი ინფორმაციის ოდენობას არ ვგულისხმობ, მე ღირებულებებსა და შეხედულებათა სისტემებზე მაქვს საუბარი.
ვის რა ოხრობად უნდა შენი ენციკლოპედიური, „რა?სად?როდის?“-ისეული დახავსებული ცოდნა, მაშინ როდესაც ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება გიჭირს? ვის რაში სჭირდება შენი ისტორიის (ისიც დამახინჯებული) ცოდნა და მეფეების ზეობის წლების გაზუთზხვა, როდესაც იქიდან გაკვეთილს ვერ იღებ. მოდი დავსხდეთ და ჩამოვწეროთ, რა გვერგო თქვენგან მემკვიდრეობით (ნუ გეშინიათ დაკარგულ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და თურქეთში გატანილ სპილენძს აღარ გაგახსენებთ, ისედაც თქვენი ბრალია. მე ფასეულობებზე და მორალურ მემკვიდრეობაზე გესაუბრებით):
1 )ფსევდორელიგიურობა;
2) შიში და ზიზღი განსხვავებული აზრისადმი/ადამიანისადმი;
3) ქსენოფობია;
4)ყალბი, საქეიფო პატრიოტული პათეტიკა;
5) მდედრზე მამრის პრივილეგირებულობის შეგრძნება;
6) ჰომოფობია;
7)“ჩაცუცქვის“, „ჩმდდშვცისა“ და „ბოზიშვილივიყოს“ ინსტიტუტები;
8)კანონიერების, სამოქალაქო აზროვნებისადმი ზიზღი;
9)დამახინჯებული ენა და ისტორია;
10)სწავლისადმი გულგრილობა;
11) შვილის „ბოზებში“ წაყვანის ტრადიცია;
12) კამათის „უკულტურობა“;
13)…
მგონი ესეც საკმარისია, ჯერ ამდენი ჩასვრილი ამოწმინდეთ და მერე წამოდით შეტევით. ჯერ თქვენ თავად წაიკითხეთ საკმარისი და მერე გვაკრიტიკეთ უწიგნურობის გამო, ჯერ თქვენ დაწერეთ ღირებული რამ და მერე აკრიტიკეთ ჩვენი ნაწერები, ჯერ თქვენ აიმაღლეთ გემოვნება და მერე გვედავეთ ჩვენს უგემოვნობაზე.
მამებო, ხშირად მინდება ცუდი რამის თქმა თქვენზე, მაგრამ „მკვდარზე ან კარგი უნდა ვთქვათ ან არაფერიო“ – თქვენივე ნასწავლიდან მახსოვს, ამიტომაც თავს შევიკავებ და მხოლოდ ერთს გეტყვით – თქვენ ჩაყვინთული, გარდაცვლილი თაობა ხართ !



Levan Butkhuzi
December 16, 2010
Nice
თქვენის ნებართვით მიმაქვს ფბ-ზე
lasha
December 16, 2010
mxolod madlobas gadagixdiT
dv0rsky
December 17, 2010
კარგია, მომეწონა.
+1
lasha
December 17, 2010
გ-მადლობა
ავთო
December 17, 2010
იმის ნიშანი, რომ გადარჩენის რაღაც შანსები ჩვენს ქვეყანას კიდევ აქვს,
ჩემთვის ამგვარად მოაზროვნე ხალხის არსებობაა.
სულ მაინტერესებს – რა ნაწილია შვილების თაობაში, ვისაც ამგვარი ანალიზი და წერა თუ არა, გაგება მაინც შეუძლია და არსებითად ასევე გრძნობს და ფიქრობს?
დიდი მადლობა!
მამების თაობის წარმომადგენელი
Lucian Ash
December 17, 2010
Zalian mixaria ro mamachemi erterti gamonaklisia. meore kide didi madloba gulis mofxanistvis. sanam me12 saukuneti da mashindeli ambiciebit/faseulobebit icxovrebs xalxi ravi, me ar mgonia ro rame sasiketod moxdes. dghesac ki tipebs ukvirt meore tipis grdzeli tma. (am zafxulshi sheveswari faqts, martla. mec aghar megona..). sanam vinme mavani ZOMBI ifiqrebs ro ‘pirsingian’ tipi ar sheidzleba ufro patrioti iyos vidre ‘wvetiantuflebiani’ (esec), sanam mghvdeli martavs adamianis tvinebs da mere es “tvinebi’ me miwyeben moralis kitxvas tu ra rogor unda gavaketo da tu rogor mipyrobs eshmaki roca marxvashi sexit vkavdebi megobar gogonastan, rogor unda gaigo ‘scarface’ (film) pirdapiri mnishvnelobit, mateo falkonesavit shvili unda mokla (turme). me ubralod erti ram mawuxebs: tradiciuli sazogadoebis statusidan tu amovalt uaxloes momavalshi mainc? (erteulebze ar vambob, ghmertma damifaros)
Vaso
December 17, 2010
გეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ “იმ” თაობის წარმომადგენელი ვარ. თუმცა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძოდი “იმ” ჭაობს..
მიხარია თქვენნაირი ახალგაზრდები.
წავიღებ ფბ-ზე.
salolas
December 17, 2010
ხო… ბოლო სიტყვება საერთოდ გამაოგნა “მამებო, ხშირად მინდება ცუდი რამის თქმა თქვენზე, მაგრამ „მკვდარზე ან კარგი უნდა ვთქვათ ან არაფერიო“ – თქვენივე ნასწავლიდან მახსოვს, ამიტომაც თავს შევიკავებ..” ეს იყო ბიჭო თავის შეკავებაა? :დ :დ
მომეწონა და გეთანმხები უმეტეს წილას.
(ამ ბოლო დროს რაცხა ხშირად გეთანმხმები მე შენ და უკვე მეშინია :დ )
ხოდა ისე აქაც კარგად გამოჩნდა შენი ყველაფრით უკმაყოფილება და კრიტიკულობა… რავი მე მომწონს… : )
პ.ს. ეს წააკითხე ვაშაყმაძეს?
……ხო მართლა, ის სიტყვები ჩემი facebook-ის სტატისუდან მოგიპარავს
lasha
December 17, 2010
ფერსთ ოვ ოლ
) ის სიტყვები სხვის ფბ-ზე ვნახე უბრალოდ ავტორი ვერ დავადგინე და იქნებ შენ დამეხმარო სალო 
) და მიხარია ჩემი პროტესტი რომ მოგწონს და საერთოდაც რომ მეთანხმები ხოლმე
მერე კიდო მეც გავგულისდი კაცო მეც ხომ ადამიანი ვარ
თავზეხელაღებული მამაძაღლი
December 17, 2010
აჰა ჩემი კომენტარი
http://portxlebi.wordpress.com/2010/12/01/ჩვენ-დავანგრიეთ-აშენებულ/
civiseli
December 17, 2010
sanikidze
hahahaha
LizardPlay
December 17, 2010
pavlik morozovi vici da vaska morozovi vin chemi ylea? :yawn:
lasha
December 17, 2010
vaime ameria
chavasworeb
Peter Pan
December 17, 2010
say no to conformity, ye!
good ^^
siyvarulovna
December 17, 2010
რა გაბრაზებული და ემოციური პოსტია
)
)
ისინი სწავლობდნენ იმას რასაც აძლევდნენ, იმის მაქსიმუმს რაც შეიძლებოდა. მეტი გასაქანი და გზა არ ჰქონდათ ლაშა და შესაბამისად ბუნებრივია რომ ისწავლეს და აითვისეს ის რაც მისცეს და აათვისებინეს… ნუ გადაუარე ბოლომდე!!! შენ სწავლობ, ითვისებ და ხედავ იმას რისი დანახვის საშუალებასაც გაძლევენ. შენ, რომ იმ დროს გეცხოვრა შენც ხომ ზუსტად მასეთი იქნებოდი? ხო და ე.ი ბუნება და გარემო ძალიან საჭირო ფაქტორი ყოფილა…
წარმოდგენილი მხოდა შენი შეკრული კოპები ამას, რომ წერდი :დ
რამ აგაღშფოთა ეგრე ძალიან?
იცი, შენ რომ უკუაგდე ის არგუმენტი უნდა მოგიყვანო ^_^
ბუნება, გარემო საერთოდ ძალიან, ძალიან, აი ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის აღზრდაში
იმ მამებსაც და დახოცილ თაობას, როგორც შენ უწოდე, ვიღაც სხვა ასწავლიდა, ის მამებიც ვიღაც სხვს სწორედ მასე მიმართავდა…
ვერ დაგეთანხმები, რომ ისინი უწიგნურები არიან… ყველაზე აბსურდი თქვი.პირიქით, საკმაოდ განათლებული თაობა იყო
ისე კი… არ შემიძლია არ დაგეთანხმო ბევრ რამეში…
mamina
December 17, 2010
ლაშ გეთანხმები! ჩვენი მამების თაობაა მართლაც ეგრე აღზრდილი! რა უნდა ისწავლოს ბავშვმა მამისგან,რომელსაც წამალი და ნემსი არ გაგდია ხელიდაან? მაგდროს ხომ მორფინისტობა მოდაში იყო და კაი ტიპი იყავი თუ წამალს იჩხერდიი? შვილი რასაც უყურებსს მამას იმას აკეთებს….მერე იძახიან მამები რატომ დაიწყო ცჰემმა შვილმა წამლის კეთებაო,ნეტა რატოო……???!!!
niksologi
December 18, 2010
ძალიან მინდა ვიცოდე რამდენ შენი მეგობრის მამა იკეთებდა წამალს?
ან მამაშენი თუ იკეთებდა?
ნამეტანი გადამეტებულად მეჩვენება შენი პოზიცია, გამომდინარე იქიდან რომ ჩემი საკმაოდ მრავალრიცხოვანი მეგობრების მამებიდან აბსოლუტურად არც ერთი არ ”იჯდა”
წამალზე.
kevana
December 17, 2010
ზედმეტად ცხარობ, შენს მომდევნო თაობასაც დაუწყებ “ომს” ისევე როგორც შენი მამის თობა “გეომება” შენ და ისიც დაგიწყებს “ომს”.
ომი ეხლა პირდაპირი გაგებით კიარა, გადატანით
niksologi
December 18, 2010
გარკვეულწილად მესმის თითქოს შენი, მაგრამ არ გეთანხმები ბევრ რამეში და გეტყვი რაშიც:
1.რეფორმაციის ისტორიის ლექტორმა ახალგაზრდები დაგვადანაშაულა „ყველაფრის უაპელაციოდ მიღებაში“ (სტილი დაცულია).
-ამბობ ამან აღმაშფოთაო. რატო? განა ასე არაა? კარგად იგრძნობ ამას მომავალშიც, გაქვს მაგის დრო ჯერ კიდევ.
ძალიან ელემენტარულს გეტყვი. მაშინ როდესაც სწავლის საფასური გაძვირდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ამ ფაქტმა უმტკივნეულოდ ჩაიარა და არანაირი პროტესტი არ გამოხატულა (ნუ მინიმალურად სამგზავრო საუბრებში). რატომ?
იმიტომ რომ ვინც სწავლობდა მათთვის არ ძვირდებოდა, ვინც სამომავლოდ ჩააბარებდა მხოლოდ მათთვის.
რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილებას ძალიან მშვიდად ვიღებთ. სწავლის საფასურის გაზრდის შემდეგ ფიქრი იმაზე კი არ მიდის რატომ გამიძვირეს საფასური? არამედ იმაზე – როგორ გადავიხადო? აი ეს არის fucking კონფორმიზმი!
2. მამების თაობას კიცხავ უსიამოვნო ანდერძის დატოვებისთვის:
”მოდი დავსხდეთ და ჩამოვწეროთ, რა გვერგო თქვენგან მემკვიდრეობით (ნუ გეშინიათ დაკარგულ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და თურქეთში გატანილ სპილენძს აღარ გაგახსენებთ, ისედაც თქვენი ბრალია. მე ფასეულობებზე და მორალურ მემკვიდრეობაზე გესაუბრებით)” და ჩამოთვლილი გაქვს რამდენიმე. მე არ გეთანხმები რომ ამ ფსევდო ღირებულებების შექმნაში სწორედ მამები არიან დამნაშავენი და რატომ:
შენ გავიწყდება და ყველანაირად იგნორს უკეთებ საბჭოთა კავშირში მათ დაბადებასა და აღზრდას.
ჩამოთვლილებიდან:
1. მოგეხსენება საბჭოთა წყობის დამოკიდებულება რელიგიისადმი და რატომ გიკვირს ეგ?
წმინდანობას ხო არ ითხოვ ყველასგან? არამგონი…
2. მე-2,მე-3, მე-4, მე-7 და მე-7-დან გამომდინარე მერვე პირდაპირ უკავშირდება საბჭოთა კავშირს, მამების ბრალეულობა ამაში ნაკლებადაა.
3. დამახინჯებული ენა და ისტორია. არ ვიცი რა პერიოდს გულისხმობ. მაგრამ ოდნავ მაინც უნდა მიგეღო მხედველობაში ის რომ საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა წყობაზე და მის ხელმძღვანელობაზე ქება-დიდება რომ არ დაგეწერა ისე სულ ცალფეხსაცმელზე ეკიდე ყველას. ვერაფერსაც ვერ დაწერდი.
მოკლედ საბოლოოდ იმას ვიტყვი რომ მამების ლანძღვას ჯობს ჩვენ გავაკეთოთ საკეთებელი! დავამტკიცოთ რომ ბევრი შეგვიძლია საქმითაც. არ ვგულისხმობ ერთეულების დონეზე წარატების მიღწევას, არამედ საერთო ჯამში სახელმწიფოებრივ დონეზე ვთქვათ ჩვენი სიტყვა.
ყველას რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ პოსტებზე აქვთ გეზი აღებული! მოდი სამოქალაქო სექტორის განვითარებაზე იფიქრეთ და მერე ყველაფერს ეშველება!
გავარტყი საკუთარ თავზე მაფიქრალ კონფორმისტების ხროვას!
mamina
December 18, 2010
მამაჩემიც იკეთებდაა სამწუხაროდ! ჩემი მეგობრების მამების უმეტესობა! გადახედე მხედრიონის დროს დაა ნახეეეეე…. საბურთალო,ვაკე,ვერა ყველა მორფინისტები იყვნენ……
გიორგი ბერუჩაშვილი
December 19, 2010
ფრენდებო! ეს ახლადმოვლენილი ნოე ჟორდანია იმდენად უწყინარია, რომ მის მიერ გამოფენილ მსჯელობათა შედეგების პრევენცია საჭიროდ არ მიგაჩნიათ, თუ თქვენი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით ხართ დაკავებულები?!! შეგახსენებთ, რომ ილიას იმედი ვერ გვექნება – იგი 1907- ში მოკლეს!!!
lasha
December 19, 2010
ზედმეტად ხომ არ აფასებთ ჩემს შესაძლებლობებს გიორგი ?
chankotadze
December 19, 2010
მამების კრიტიკაში გეთანხმები, მაგრამ არც შვილები ვართ დიდი ბედენები… მართალი იყო ის შენიშვნა, სწავლის საფასურის გაძვირებამ ისე ჩაიარა რომ არც ერთ შვილს ჩვენი უფლება–ღირსებები არ დაგვიცვია, ავტობუსების ამბებმაც ანალოგიურად. კონფორმიზმი არაა უცხო ნაღდად… დაჩვენ–ჩვენთვის თუ რაღაცებს ვიფიქრებთ გულში და გულში გადავწყვეტთ რა როგორ უნდა იყოსო, არ უშველის არაფერს.
ჩვენც ინერტული თაობა ვართ ცოტა არ იყოს, ძალიან გავჯექით მამების შექმნილ კალაპოტში
lasha
December 19, 2010
ანი შვილების კონფორმიზმს მე თითქმის ყველა პოსტში ვახსენებ და ვებრძვი. და ამ პოსტშიც მაქვს ნათქვამი თუ როგორ გამოვლინდა ის ჩემი ერთერთი ჯგუფელის მაგალითზე. მაგ თემას მე ცალკე პოსტს ვუძღვნი რომელსაც ალბათ მალე დავდებ ბლოგზე. უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მამებზე გავამახვილე ყურადღება. თავდაპირველად ვაპირებდი ევროპაში მომხდარ შეტაკებებზე დამეწერა მაგრამ იმდენად მაწუხებდა ჩემი ლეკტორის სიტყვები რომ ვერ მოვითმინე და თემას მიმართულება შევუცვალე
chankotadze
December 19, 2010
მეც მიმაქვს ფბ–ზე
Di@
December 19, 2010
საინტერესოა, ჩვენ რას ვასწავლით ჩვენ შვილებს და მერე ისინი რას გვეტყვიან და რას დაწერენ ჩვენზე?!
lasha
December 19, 2010
კი საინტერესო ნამდვილად იქნება
nastasia
December 19, 2010
http://lib.ge/body_text.php?6165
ვინც ვერ ეშვებით მამების თაობებს და ვისაც გგონიათ რომ უფრო კარგი ტიპები ხართ, ვიდრე ისინი, ლიბერალ-ტაბულას აჟიტირებული ბლოგერების გარდა, კარგი მწერლებიც რომ იკითხოთ ხოლმე, ცუდი არ იქნებოდა
უბრალოდ, იქნებ ის მაინც გვცოდნოდა, რომ ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორც 20 წლის რომ ხარ და 25ის, მაშინ ჩანს, ურიგო ამბავი არ იქნებოდა..
kati
December 19, 2010
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ნეტა ჩვენზე რას იტყვის ჩვენი შვილების თაობა? წარსულზე ორიენტირებას და ბრალდებებს ჯობია მომავლისკენ გავიხედოთ და იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ!
ბნელო
December 20, 2010
რაღაცაზე გამწარებული კაცის ნაწერია. საღი თვალით თუ შევხედავთ, მასიურად არც ახალი თაობა ვარგა და არც ძველი, ორივე სხვადასხვა მიზეზითაა ნაგავი, მაგრამ საზოგადოების ერთ ნაწილში ჯანსაღი ძვრები შეინიშნება და მაგისი იმედი მაქვს.
tako
December 24, 2010
lasha,modi mainc ase uxeshad ar ginda,arc mtlad egrea saqme da sheni matqvamit is nawilic ichrdileba romlebmac martla didi roli itamashes aqamde rom movsuliyavit. p.s. publicisturi stili kargad gamogdis me am ganxrit gavagrdzelebdi shen rom viyo
sheila
January 9, 2011
va, me ver vitkvi, rom ki/ara getanxmebi rameshi, radgan chemi arcodna mishlis xels, erti imas, vitkvi, rom lasha, am postis mere did pativs gcem, dzalian momcons sheni “basroba” da rom idzaxi, rom istoria unda icodeto, mec magas vidzaxi, rogor sheidzleba eg ar icode da erti dgit mainc saxelmciposhi iko? nu, pilitikashi gadavedi, magram araushavs xom? chemi sachivari davakavshire shens kritikas
lasha
January 9, 2011
მიღებულია შენი საჩივარი და გიერთდები მეც
)
მადლობა პატივისცემისა და ჩემი ბლოგის კითხვისათვის
batukela
February 17, 2011
vaaah!!!! aii ert amosuntqvaze wasakitxi postia!
mosawoni ramdenadaa es yvelaferi ar vici, magram dzalian kargi postia!
salomeaa
February 27, 2011
სიტყვებს ვეღარ ვუყრი თავს ისე მომეწონა:) კარგი ხარ კარგი
ჰემინგუეი ომიდან რომ დაბრუნდა თქვა ,,ჩვენ დაკარგული თაობა ვართო” და მთელი ცხოვრება ეს ტანჯავდა. მიხვდა, რომ არაფერი ღირებული არ შეუქმნია მის თაობას ომის და ნგრევის მეტი.
შენი პოსტი ძალიან ,,სასტიკია” და ზედმეტად მკაცრი. მარტო ცუდიც არ გვერგო მემკიდრეობით და არც ჩვენს თაობაში არიან ,,ხავსმოკოდებულები” , ასე რომ შეიძლება ჩვენმა შვილებმაც იგივე გვითხრან (თან სრულიად სამართლიანადაც).
მაგრამ რადგან აკაკი ახსენე ეს რომ მამების თაობამ წაიკითხოს ასეთ კომენტარს დაგიწერდნენ
,,სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარო” მიხვდები რაც ვიგულისხმე და იმედია პირდაპირ არ გაიგებ:) მე მჯერა შენი მიხვედრილობის:)
წარმატებები:)
lasha
February 28, 2011
სალო ეს პოსტი მამაჩემმა რომ წაიკითხა ორი დღე მაგინებდა და საკუთარი თავი სულაც არ დაუდანაშაულებია რამეში, პირიქით მხოლოდ ის თქვა რომ მე ვარ დეგენერატი, მაგრამ მისი რეაქცია იყო ის რაც უნდა ქონოდა. მაგრამ მოგებული მაინც მე დავრჩი იმიტომ, რომ მამაჩემმა გაიგო ის რასაც ვფიქრობდი იმ ღირებულებებზე, როომლებიც მათგან გვერგო ტრადიცია.
ისიც ვიცი რომ ჩვენ შვილებს ჩვენი თაობა არ მოეწონებათ, თუმცა რა გასაკვირია, მეც არ მომწონს ჩვენი თაობა
dato darbaidze
February 28, 2011
lasha me shen arapers girchev imito ro shen chemtvis aravin ar xar da megobarma tu rame girchia imito girchevs ro uyvarxar da kargi unda shentvis… ( an gaitvaliswineb an ara… )
ise ra gitxra shengan kai opozicioneri dadgeboda
)) natelashvils gacanit es posti da rame adgils gamogidzebnis
)) (cinikurad ara… ubralod xumrobit )
uprosebs uyvart laparaki me ro shenxela viyo amas vizavdi imas vizavdi… iyvnen chvenxelebi da veraperi qnes…. anu warsulze laparaki isetive advilia rogorc momavalze….
iseve martivia me movnaxo cudi nebismier rameshi…. damisaxele rame nebismieri rac chemtvis cnobilia da aucileblad gagikritikeb tu raoden ar unda momwondes is…
ase rom chemo rebellionelo modi tu tvli rom egeti cudebi arian shecdomebze iswavle da viswavlot da ara chani mougot ertmanets vin ra rogor gaketaa…
chkvianebi sxvis shecdomebze swavloben…sulelebi ki tavisaze…
lasha
February 28, 2011
დათო ალალად გეტყვი, ძალიან მიყვარს როდესაც ასეთ კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე ჩემს ბლოგზე.
თავს ვალდებულად ვთვლი განგიმარტო : მე ძირითად შემთხვევაში ვწერ იმაზე რაც არ მომწონს, რადგან მინდა რომ გამოსწორდეს. ძველ თაობაში ბევრი რამე მომწონს და ამაზე არც დავწერ და არც ვილაპარაკებ, რადგან იმით რაც მომწონს ძირიტად შემთხვევაში სიამოვნებას ვიღებ ხოლმე და არ ვლაპარაკობ მაგ თემაზე:)
დიდი მადლობა შენი კომენტარისთვის და ვეცდები “გაგითვალისწინო”
dato darbaidze
February 28, 2011
rac mogwons imazec dawere girchev tore sheidzleba rac ar mogwondes is gamoswordes da rac mogwonda is tavidan gamosasworebeli iyos
)))
)))
ar vici rac mowonebashi ra igulisxme mara cxovreba erti didi siamovneba iqneboda mushaoba ro ar arsebobdes
lasha
February 28, 2011
ოო აი მაგაში ვერ გეთანხმები . უსაქმურად რომ ვარ ისეთ დეპრესიაის ვვარდები ხოლმე რომ სიკვდილი მინდება, პირდაპირი გაგებიტ
dato darbaidze
March 1, 2011
shen exlac depresiashi xar
)) me kargad vici ra aris depresia da isic kargad vici rogor moqmedebs mashin adamiani
)) ai shensavit zustad yvelas da yvelapers vebrdzolebodi ogond rato ar vici… mtavari mizani iyo vinmestan mekamata da amit cotaodeni shveba megrdzno…cotaxnis mere isev…
))
lasha
March 2, 2011
დათო მიცნობ ან ფბ-შჳ მყავხარ?
salomeaa
February 28, 2011
ჰუჰ გინებას არაუშავს:) ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა:) ერთი ჩემი მეგობარი ამბობს ხოლმე– ახლა მამაჩემი გინებით მომკლავსო:) მოკლედ მამების თაობიდან გინებაც დაგვრჩა, როგორც ქართული ფენომენი
scorpion
April 18, 2011
ლაშ, შენი ბლოგის აქტიურ მკითხველად ვიქეცი, მას შემდეგ რაც პირველად შემოვიხედე:D
რაც შეეხება პოსტს, პირიქით მსმენია უფროსებისგან, რომ ახალი თაობა ყველაფერს აკრიტიკებთო, არაფერი მოგწონთო… არაა მოსაწონი და იმიტომ. რაც მოსაწონი არ არის კი უნდა ითქვას
lasha
April 18, 2011
ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია, როდესაც მეუბნებიან ხოლმე რომ ჩემი ბლოგი მოსწონთ
ეგოისტი ვარ რა მაინც
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა
scorpion
April 19, 2011
მგონი აქ ეგოიზმი არაფერ შუაშია:) ყველას გაუხარდება ის ფაქტი,რომ მის გაკეთებულ საქმეს უკვალოდ არ ჩაუვლია და ვიღაცას რაღაც შემატა(მე ასე ვარ ყოველ შემთხვევაში:)))))
nona
June 3, 2011
wakitxulze komentars agar gavaketeb,ubralod vityvi rom NONKONFORMISTs rom vxedav guls uxaria!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!