(ციკლიდან- დავალებები თსუ-სთვის)
როგორც იქნა სტუდენტი გავხდი… ამიხდა რამდენიმეწლიანი ოცნება და დღეს ჩემს საფულეში პირადობის მოწმობის გარდა, ორი სტუდბილეთია (პლასტიკური და ლამინირებული), თუმცა ჯერჯერობით არცერთი დამჭირვებია, თუ მაღლივის ბიბლიოთეკაში, წელიწადში რამდენიმე გამოცდისას, ზრდილობის გულისთვის დამკვირვებლისთვის წარდგენას არ ჩავთვლით. ფული ისევ არაა. არა, წუწუნი არაფერ შუაშია. ხანდახან რეალობის აღწერა წუწუნი გვგონია ხოლმე. მაგრამ დაე, ვისაც ჰგონია ეგონოს. მე ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი.
მოკლედ უფულობასა და სტუდენტობაზე ვსაუბრობდით. გაიხსენეთ, ლექციების რეჟიმი ჩვენს უნივერსიტეტში და მიხვდებით, რატომ ვერ იმუშავებს სტუდენტი სრულყოფილად. გაიხსნეთ, რამდენი ზრდასრული და უნარშეუზღუდავი ადამიანია უმუშევარი და აღარ გაგიკვირდებათ ახალგაზრდების უმუშევრობა. გაიხსენეთ, საშუალოდ რამდენი დიპლომი აქვს „ სტატისტიკურ ქართველ ტაქსისტს“ და საერთოდ აღარაფერი გაგიკვირდებათ. გაიხსენეთ, ფასები წიგნებზე და მიხვდებით, რატომ ვერ ყიდულობს ბევრი ჩვენგანი მათ. და ბოლოს, გაიხსენეთ რამდენ მაღაზიაში, კინოსა და თეატრში, მუზეუმსა და კულტურულ დაწესებულებაში მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება და საბოლოოდ მიხვდებით, რატომ ხდებიან ქართველი სტუდენტები ხშირად ინერციულები. რატომ ვერ ყალიბდებიან სრულფასოვან მოქალაქედ, ვერ იღებენ სრულყოფილ განათლებას, ვერ ყალიბდებიან ანგარიშგასაწევ ძალად.
მოდი, სტუდენტურ პრობლემებზე ზოგადად საუბარს დროებით შევეშვათ და მხოლოდ სტუდენტურ ფასდაკლებებზე ვისაუბროთ. ალბათ, საერთოდ ვერ მიხვდით რაზე ვსაუბრობ. არა იმიტომ, რომ მიუხვედრელები ხართ, არამედ იმიტომ, რომ ცნება „ფასდაკლება“ საქართველოში ზოგადად აზრშეცვლილია და არსებული ფასის გაყინვასა და ზემოთ გადახაზულ, გაორმაგებულ ფასს ნიშნავს. ხოლო როდესაც „ფასდაკლებას“ წინ სიტყვა „სტუდენტური“ ეწერება საერთოდ ფანტაზიის სფეროში გადავდივართ.
თქვენი არ ვიცი და მე მეტროსა და ყვითელი ავტობუსის გარდა არსად გამიგია, რომ სტუდენტებზე რამე შეღავათი იყოს გათვალისწინებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში თითქმის ყოველდღე ვრწმუნდები ადამიანის ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებში. ვხედავ თუ რაოდენ მოქნილი და ელასტიკური შეიძლება იყოს ჩემი სხეული. ვითვლი ხოლმე რამდენ ტრიუკს გავაკეთებ ავტობუსში და დანიშნულების წერტილას მისული გაბრაზებული ვბუზღუნებ ხოლმე, რომ აღარასოდეს ავალ აღარც „სანდრას ავტობუსში“ და აღარც „ჟუჟუნას ტროლეიბუსში“ , მაგრამ განახევრებული ფასის გამო ხშირად მიწევს უარის თქმა საკუთარ ჯანმრთელობაზე და რამდენიმე საათში ისევ ყვითელი ავტობუსის ან მეტროს ვაგონის ჭერზე მაქვს ფეხები აწყობილი. ეს არის მარტივი მაგალითი იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სტუდენტის ცხოვრებაში ფასდაკლება. განა იმიტომ რომ 40-60 თეთრი არ გვაქვს. უბრალოდ ხშირად ყველანაირი ხარჯი ერთად რომ იყრის თავს, ცოტა არ იყოს და ძვირი გამოდის სტუდენტობა.
ჩვეულებრივ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტზე არაა გათვალისწინებული ფასდაკლება არანაირ საქონელსა თუ სერვისზე . მათ შორის არც წიგნებზე (!!!) , არც თეატრებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში შესასვლელ ბილეთებზე, არც საცხოვრებლებსა თუ სმა-ჭამაზე. ჯერ-ჯერობით ვერავინ ხვდება, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ფასდაკლებას სტუდენტისათვის. ყველას ჰგონია, რომ ამისათვის აუცილებლად ხელისუფლების ნება და „ნაციონალური მოძრაობის“ პიარკამპანიური ქმედებებია საჭირო. არავის ახსენდება ის, რომ ხშირად საზღვარგარეთ ასეთ ფასდაკლებათა სისტემებზე სახელმწიფო სულაც არ ზრუნავს. იქ უნივერსიტეტების დირექციებსა და კერძო კომპანიებს ჰყოფნით საზრიანობა და ერთმანეთთან აფორმებენ კონტრაქტებს, თავადაც ნახულობენ სარგებელს და სტუდენტებსაც უიოლებენ ცხოვრებას. მაგრამ ჩვენთან ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება. ეს უპერსპექტივობა განსაკუთრებით თვალსაჩინო იმ ქართველი სტუდენტებისთვისაა, ვინც შეიგრძნო სტუდენტური ფასდაკლებების სიტკბო და ახლა, კვლავ „სამშობლოშია“ და „დედა უნივერსიტეტის წიაღში იღებს განათლებას“. ერთ-ერთი ასეთი სტუდენტია ნინო მაჭარაშვილი. ჩემი თუ არ გჯერათ, პირველი პირისაგან მოისმინეთ, თუ რა კარგია ზოგჯერ სტუდენტობა (განსაკუთრებით მაშინ თუ საქართველოში არ ცხოვრობ :
„შარშან ვიყავი ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში გაცვლითი სტუდენტი. გვქონდა ადგილობრივი სტუდენტური ორგანიზაციის წევრობის ბარათები, ასევე, საერთაშორისო სტუდენტის ბარათი. ზოგიერთი სახის ფასდაკლების მისაღებად კი უბრალოდ უნივერსიტეტის სტუდბილეთიც კმაროდა.
ფასდაკლება ძალიან ბევრ პროდუქტზე იყო; განსაკუთრებით, კლუბებში უფასო შესვლებს ან სასმელის შეღავათიან ფასს გულისხმობდა ხოლმე ამა თუ იმ ბარათის აქცია;
ასევე, იყო ძალიან ბევრი მაღაზია, კაფე-ბარი და ა.შ., სადაც სტუდენტებისთვის 10-15 ან 20%-იანი ფასდაკლებები მოქმედებმა.
რაც ყველაზე მაგარი იყო, თითქმის ნებისმიერი სტუდენტური ბარათით შეგეძლო გესარგებლა ტრასნპორტზე ფასდაკლებით, რაც საკმაოდ კარგი შეღავათი იყო.
ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნისას, დავინახე, თუ რამხელა შეღავათია, იყო სტუდენტი (ვგულისხმობ, ფინანსურ შეღავათს); საქართველოში კი ამ სტატუსს მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათები მოაქვს ჩვენთვის, მეტი მე არ ვიცი, რაიმე ფასაკლება არსებობდეს სტუდენტებისთვის.
ვფიქრობ, ქართულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ახლაგაზრდულ სექტორზე მუშაობენ, ამ მხრივ უნდა განავითარონ თავიანთი მარკეტინგული გეგმა და სტუდენტებზე გათვლილი ბიზნესი აწარმოონ. ამით ისინიც მოგებულები დარჩებიან და ჩვენც – შეღავათიანად და ხარისხიანად გავერთობით!“
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა შემშურდა ესტონელი, ჩეხი ან თუნდაც ბულგარელი სტუდენტების, რომლებსაც აქვთ ფუფუნება, რომ ისინი სტუდენტები არიან და მათ ეპყრობიან ისე, როგორც ნამდვილ სტუდენტებს. ჩვენ, ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, კი მხოლოდ სტუდბილეთებსაც უნდა დავკმაყოფილდეთ. ბოლოსდაბოლოს ამხელაზე შეწუხდა ჩვენი ადმინისტრაცია და ისინი სპეციალურად ჩვენთვის პლასტიკურ ბარათებზეც კი დაბეჭდეს. ეჰჰ, შექსპირს რაღა მოვთხოვო თორემ, მე მგონი, არარაობავ სტუდენტობა უნდა გერქვას შენ. ( და არა დედაკაცი)



teano
December 27, 2010
eh, arada yvelas rogor gvixaroda studentebi ro gavxdit.
ogond sanam daviwyebdit marto mashin.
knuti
December 27, 2010
ჩვენი სტუდენტობა მართლაც საქსზ
batukela
December 27, 2010
eex ra ubeduri araraobebi vart (((
babisa
December 28, 2010
getanxmebi
da imasjhic getanxmebi, rom es perspeqtiva jer chvengan zalian shorsaa :\
tjorven
December 28, 2010
hooo am yvela sakitxvaliscinebitx is gatvaliscinebit studentoba cudia magram tan kargicaa roca morchebi scavlas da agar gerqmeva studenti mashinac aranairi shegavati ar gegisreba araferze, daje salebic ki fake aris da ase rom jobia droulad shevechviot yvela am marazms da mere travmirebulebi ar viyot, nu an naklebad viyot
LiLaC
December 28, 2010
ისე, რომელიღაც თეატრს აქვს სტუდენტებზე შეღავათები,
მაგრამ მაინც არარაობავ, სტუდენტობა უდნა გერქვას შენ, ნამდვილად!
siyvarulovna
December 28, 2010
სამეფო უბნის თეატრს ჰქონდა ერთი პერიოდი ეგ აქცია და ეხლა აღარ ვიცი
niksologi
December 28, 2010
მარჯანიშვილის თეატრს აქვს, სამეფო უბნის თეატრსაც აქვს…
siyvarulovna
December 28, 2010
ხო და… რაც შეეხება პოსტს ^_^ რატომღაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ზემდგომები სტუდენტების წუხილს და დარდს და ტკივლის ვერ გაიგებენ. ვერ გაიგებენ იმიტომ რომ იმათ სულ სხვანაირი სტუდენტობა ჰქონდათ და ეხლა სულ სხვა დროა… მოკლედ, სტუდენტობასთან და ფასდაკლებასთან ერთად კიდევ უამრავი პრობლემაა რომელიც შორულ პერსპექტივად კი არა ვაფშე არ მესახება რაიმე იმედათაც კი…
fsiQe
December 28, 2010
გაიგებენ ნათ, ძალიან კარგად გაიგებენ თუ მოინდომებენ. ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ისინიც და შილი თუ არა, ვინმე ახლობელი მაინც ეყოლებათ სტუდენტი (საქარტველოში ხომ ყველამ უნდა ჩააბაროს “უმაღლესში”, თუნდაც იქ არაფერი ისწავლოს და თუნდაც ის “უმაღლესი” რომელიმე სკოლის სარდაფში მდებარეობდეს და გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილ “დიპლომს” იძლეოდეს) ა უი თემას გადავიხვიე? ბოდიში :დ:დ
ჰოდა, გაიკრან შუბლზე ის მეტრომშენის ბარათები და იარონ! შემი საყვრელი წიგნები 20 და 30 ლარი ღირს თითო ტომი და საერთოდაც, რომ იკითხო, უნივერსიტეტში სწავლა უფასოა გრანტს თუ აიღებო, მაგრამ იმ გრანტზე ძვირი ჯდება სტუდენტობა თავის წიგნებ-ქსეროქსებ-ტაქსებ-კინო-თეატრებიანად და კაციშვილი არ ფიქრობს იმაზე, რომ ბევრს არ აქვს ამის სახსრები.
კარგი პოსტი იყო, ჩემი სათქმელი თქვი
lasha
December 28, 2010
ფსიქე ტაქსი, კინო, თეატრი და კაი ცხოვრება სადაა
) ქსეროქსი პლუს მეტრო ! მაქსიმუმ ავტობუსიც
აი ეგაა ჭეშმარიტი სტუდენტობა
) მადლობა
fsiQe
December 28, 2010
კაი ცხოვრებას ვინ ჩივის ჩემო ლაშა :დ როცა ჟურნალისტიკის სტუდენტი ხარ, კეთილი უნდა ინებოს უნივერსიტეტმა და რაღაც შერავათები გაგიკეთოს, ჩვენთვის კინო, თეატრი წიგნი და .შ. ხომ აუცილებელია. თუ არაფერს ნახავს და წაიკითხავს, რაღა ჟურნალისტი გამოვა? თუ მაია ასათიანის გადაცემებს უყუროს და “გაიზრდება”? მერე გაიზუთხოს რომლიმე ცნობილი ფრაზა, რომელიმე ცნობილი წიგნიდად და იმეოროს ყველა გადაცემაში რამდენჯერმე. “გაივლის წლები და..”
ეს გაუნათლებელი (იმიტომ, რომ საშუალბა არ მიეცათ განათლებულიყვნენ) სტუდენტები ჟურნალისტებად მოგვევლინებიან და გვექნება მერე ბევრი “სამოთხის ვაშლები” და “ნანუკას შოუ”
Tamar Baratashvili
December 28, 2010
ძლივს წავიკითხე მართლაც სასარგებლო პოსტი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ვთხოვ დანარჩენ ბლოგერს, არ გაბრაზდეს ჩემზე, ცოტა სხვა აზროვნების ვარ მაინც – ფინანსისტი
მადლობა, ასეთი კარგი პოსტის დაწერისათვის!!!
Irakli Kashibadze
September 29, 2011
საინტერესო პოსტი და საინტერესო ამოცანაზეა საუბარი !
lasha
October 1, 2011
მადლობა
Katiee.Ge
December 28, 2010
დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ სტუდენტი, მაგრამ ვიყავი აქაც და გერმანიაშიც. და გერმანიაში სტუდენტობა ბევრად უფრო მეტ შეღავათს გულისხმობს, ვიდრე ესტონეთში.
ჩვენს დროს, ანუ 5-6 წლის წინ ტრანსპორტზეც არ იყო შეღავათი სტუდენტებისთვის
DreaMar
December 28, 2010
რა ზუსტად გაქვს აღწერილი სტუდენტების ყოფა
სამწუხარო რეალობაა
niksologi
December 28, 2010
რატომ არ შეიძლება მობილიზება გაუკეთდეს სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას, გაკეთდეს მიმართვა, განცხადება, თხოვნა… (რაც გინდათ უწოდეთ) და ცოტა სილასავით გაეწნას კომპეტენტურ პიროვნებებს როგორც სტუდენტებისათვის აუცილებელი რამ!
მაგრამ! მერე თავი ვინღამ უნდა დახაროს! ბლინ!
beKa
December 31, 2010
http://www.facebook.com/home.php?sk=group_129872773741455
lasha
January 2, 2011
შე უბედურო
))
Giorgi
January 3, 2011
არა, ყველაზე მაგარი იცი რა არის მაინც?! სტუდენტური “ფასდაკლება”, რომ არის ავტობუსში და სკოლის მოსწავლეთათვის უფასო, გეგონება სტუდენტი ხდები თუ არა ეგრევე სამსახურს გაძლევენ და იმის ფული გიჩნდება, რომ ფული იხადო. რაც არის მე-12 და მე-11 კლასში, ისაა I და II კურსზე ეკონომიკის თვალსაზრისით – იშვიათი გამონაკლისების გარდა.
Nimpa
January 3, 2011
kargi postia, problema namdvilad aqtualuri.
lobzhanidze
January 3, 2011
ბრიტანეთსი სტუდენტებს უამრავი სახის ფასდაკლება აქვთ. მე პირადად ზოგიერთ ბარში, კლუბში, კინოთეატრში და თეატრში შემიძლია ასეთით ვისარგებლო. თეატრში რომ მივდიოდი თავიდან ფასდაკლებაზე არ ვფიქრობდი და 12 ფუნტის გადახდა ძალიან მინდოდა თქო ბილეთში მოგატყუებთ, მაგრამ ყიდვისას ვკითხე მოქმედებდა თუ არა ფასდაკლება სტუდენტებზე მათთან, რაზეც პასუხად მივიღე “რა თქმა უნდა” და გახარებულმა 12-ის ნაცვლად სულ 7 ფუნტი გადავიხადე.
dato darbaidze
February 28, 2011
rodesme giocnebia ro mamasheni iyos donald trampi da ara ‘mamasheni’? an sxva milioneri ?
rodisme giocnebia yopiliyavi prangi da ara qartveli ?
rodisme giocnebia ro yopiliyavi musulmani magram ?
me kmayopili var chemi cxovrebit rogori rtuili ar unda iyos igi… me miyvars saqartvelo miyvars dedac mamac da chemi sarwmunoebac…
modi movitxovot is risi migebac shegvilia da risi trakic aq saqartvelos…
da nu shevedrebit amerikas da nu davagamebt gavatenebt wuwunshi ro naxe iq esea aq kide ra cudada yvelaperi….
kargia ra tqmaunda unda iyos laparaki imaze ro ragaca gamoswordes sheicvalos uketesobisken…da rogorc shen uwode sheni mshoblebis taobas mkvdari taoba mashin nu txov mkvdrebs imas rom swavla da gulaoba ertmanets sheutavso…
exla ukve sheni dro dgeba iswavle sxvaze bevri da shen shecvale es yvelaperi da bednieri adamiani iqnebi…roca dainaxav tu ramden students gatarebine studentoba idialurad da ra tanjva wamebas aacile
dilas gaigvidza wavida unshi….iswavla wavida saxlshi…saxlshi dajda imecadina da ese
))) upro mobilizebulia bavshvi rejimshi roca aris da ara roca clubidan clubshi gadadis da free drinkebs svavs
))
lasha
February 28, 2011
დათო დაგეთანხმებოდი რომ არა ერთი დიდი შეცდომა შენს კომენტარში
მე არსად მიწერია რომ ჩემს გართობაზე უნდა იზრუნოს ვინმემ და როომ კლუბებში მატარონ-მეთქი. მე მინდა ის ელემენტარული ხელშეწყობა რომელიც სჭირდება სტუდენტს სწავლისთვის – წიგნები, ნორმალური ბიბლიოთეკა, დალაგებული ცხრილი, და ა.შ. მაგრამ თუ ახლა შენ არ ხარ სტუდენტი ვერ გაიგებ რას (მო)ვითხოვ
dato darbaidze
February 28, 2011
nu rogorc me vici maglivshi didad areuli cxrilia ra….
)))
anu mtavrobas 3 problema darcha mosagvarebeli
wignebi,biblioteka da normaluri cxrili…
arada me sxva ragacebi wavikitxe postshi… tu rogor gulaobda romeligaca qveynis studenti:))))
ise simartle gitxra me erti didi universiteti maq americashi nanaxi da ubralod ise damevasa sityvacia ro ubralod sityvebit ver agvwer
))) ai sheileba itqvas rogorc pilmebshia xolme
))
scorpion
April 17, 2011
“არარაობავ, სტუდენტობა უნდა გერქვას შენ?!”
:D:D ძალიან მომეწონა, ზუსტად შეესაბამება ჩვენს ყოფას(სამწუხაროდ)
სხვა(ნორმალურ) ქვეყნებში სდუდენტს იმის საშუალება აქვს, რომ დამუკიდებლად იცხოვროს და მართოს “საკუთარი ფინანსები”(-ეს ჩვენთან აბსტრაქტული ცნებაა). აქ კი, მშობლების მიერ ჯერ “მომზადებაში” ჩადებული ფული, მერე სწავლის გადასახადის გადახდა(იშვიათი შემთხვევის გარდა, როცა უფასოზე ხვდება ბავშვი), და კიდევ ყოფითი ხარჯები, მშობლები თუ არ დაგვეხმარნენ ცარიელი სტატუსი “სტუდენტიც” არ გვექნებოდა
same old fears
April 23, 2011
წიგნებზე იყოს და დანარჩენს ავიტან :დ
დეპრესიაში ვვარდები ყოველი წიგნის მაგაზიიდან გამოსვლიდან ჩემი გაფხეკილი ჯიბის გამო :დ
litterator
September 29, 2011
ახლა თურქეთში, კინოში ვიყავით მე და ჩემი და, ჩემს დაზე მკითხეს სტუდენტიაო, კი მეთქი და ბილეთი ნახევარ ფასში გასცეს, მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივი სტუდენტი არ იყო .