მიუხედავად სუფრული სტერეოტიპის არსებობისა, რომ ქართველები ქალებს განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, მთელი ჩვენი ისტორია და რეალობა მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს - მიზოგინია ანუ ქალთმოძულეობა ჩვენი იდენტობის ნაწილია. ეს მტკიცება სადავო აღარ გახდება თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალებზე ძალადობის შესახებ გამოქვეყნებულ, უკანასკნელ ინფორმაციას ვნახავთ – საქართველოში ყოველი მესამე ქალი სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მსხვერპლია. ჰო, აი ასე, ჯერ ვსვამთ სადღეგრძელოს ოჯახის დიასახლისების თამადობით, შემდეგ კი ამ დიასახლისებს ვურტყამთ, ვაგინებთ და ა.შ.
ის, რომ მიზოგინია ჩვენი იდენტობის ნაწილი და მოუშორებელი ჭირია კიდევ ერთხელ გამოჩნდა 8 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე. მსვლელობა, რომელიც ფილარმონიიდან რიყის პარკამდე მოეწყო ქართველი ფემინისტებისა და მათი მხარდამჭერების მონაწილეობით, ხალხმრავლობით სულაც არ გამოირჩეოდა. აქცია – „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“ შეიძლება ჩაითვალოს პირველ საჯარო ფემინისტურ აქტივობად საქართველოში. მისი ორგანიზება კონკრეტული ორგანიზაციის ეგიდით არ მომხდარა და ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით დაიგეგმა. მთავარი მოთხოვნა კი იყო – ქალთა სხეულებრივი ავტონომიის პატივისცემა, ქალების სექსუალურ-რეპროდუქციული უფლებების დაცვა და სექსუალური განათლების შემოღება საქართველოში. აღნიშნული მოთხოვნების საჯაროდ წამოყენება ჩვენს ნახევრად პურიტანულ, ორთოდოქსულ საზოგადოებაში ნამდვილად გაბედული ნაბიჯი იყო და, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ადამიანების ნაწილის აღშფოთებაც გამოიწვია.
მთელი მსვლელობის განმავლობაში აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ უბრალო გამვლელები. ისმოდა შეძახილები „წაეთრიეთ საქართველოდან და იქ მოითხოვეთ სექსის თავისუფლება,“ „ღირსები ხართ ყველანი დაგიჭიროთ და გაგაუპატიუროთ“ და ა.შ. თუმცა ზოგიერთი მოქალაქე სიტყვიერ აგრესიას არ დასჯერდა და ფიზიკურ ძალადობასაც შეეცადა.
ანი ჭანკოტაძე, რომელიც აქციაში მოანწილეობდა, იხსენებს „მე და ჩემი მეგობრები დემონსტრაციის მსვლელობას ჩამოვრჩით, ხუთნი ვიყავით და გავაგრძელეთ გზა რათა დემონსტრატებს დავწეოდით. მიგვქონდა რამდენიმე პლაკატი აქცის ლოზუნგებით… როდესაც მელიქიშვილზე ჩავდიოდით შუახნის ქალი შემოგვხვდა, უეცრად მეცა, გულზე დაკიდებული პლაკატი ჩამომგლიჯა და ხელი დამარტყა.“ ქალბატონი შეეცადა ფიზიკურად შეხებოდა სხვა დემონსტრატებსაც, მათი პლაკატები დახია და ფეხით გათელა. „ამ ქალბატონს მისი მეგობარი ძლივს აკავებდა და თან ჩვენ გვიხსნიდა, ძალიან მორწმუნეა და არაფერი უთხრათო. ჩვენ რა უნდა გვეთქვა, თვითონ გვიყვიროდა, გვლანძღავდა: ,,საქართველოდან წაეთრიეთ, სექსი მოგინდათ? ბოზების დაყრილებო თქვენ’’. მინდოდა ამ ქალისთვის ჩვენი აქციის მიზანი ამეხსნა, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. საბოლოოდ ვარჩიეთ გამოვცლილიყავით, რათა სიტუაცია არ გაგვემწვავებინა.“-იხსენებს ანი.
სიმართლე გითხრათ, მსგავსი ინცინდენტი ჩემთვის მოულოდნელობა არ იყო. საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ჯერ კიდევ მიუღებელია სექსუალურ განათლებაზე მსჯელობაც კი, არათუ მისი შემოღება. როგორც წესი, მორწმუნეები ასეთი ტიპის განათლებაში სექსის პროპაგანდას ხედავენ. არადა სექსუალურ სწავლებას პროპაგანდასთან ისევე აქვს კავშირი, როგორიც ფემინიზმს სატანიზმთან. თუმცა მათი არგუმენტები ისეთივე მყიფე და სტერეოტიპულია, როგორც მაგალითად გენდერული კლიშეები.
ცალკე საკითხია თავად ფემინიზმის ქართულ კონტექსტში განხილვა. მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში ფემინისტებმა განვითარების რამდენიმე „ტალღა“ გაიარეს, ამ მხრივ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ალბათ პროტოფემინისტურ პერიოდად უნდა ჩაითვალოს. როგორც ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი თავის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს- „მკვლევარს, რომელიც საქართველოში ქალთა საკითხების შესწავლას გადაწყვეტს მოუწევს ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობა თითოეული ქალის ისტორიის დასაწერად ან გადასაწერად, რადგან ყოველ ჯერზე აღმოაჩენს, რომ ის, რაც ჩვენ ვიცით მათ შესახებ, არ არის ის, რაც მათ სურდათ, რომ გვცოდნოდა. გარდა ამისა, მკვლევარი გადააწყდება სრულიად უცნობ ქალებსაც, რომლებიც კი არ დაივიწყეს, არამედ უარყვეს, როგორც უცხო, დამანგრეველი და საშიში.“
ჩვენს მკაცრად სტერეოტიპულ საზოგადოებაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს მზაობა სერიოზული ფემინისტური მოძრაობისათვის. მიუხედავად ზოგიერთი აქტივისტის მცდელობისა ფართო ფენებისთვის ჯერ კიდევ უხილავია ქალთა თემი. საჯარო სივრცეში ყველა ერთხმად აღიარებს ქალთა უფლებების დასაცავად ბრძოლის აუცილებლობას, სამართლებრივადაც ერთი შეხედვით გენდერული საკითხი პრობლემატური არაა, თუმცა რეალობა რომ გაცილებით ტრაგიკულია შსს-ს ზემოხსენებული ინფორმაციაც ცხადყოფს.
„ქალების სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელია ქალმა იცოდეს თავისი უფლებები და ჰქონდეს განათლება. მათ შორის სექსუალური განათლება არის აუცილებელი როგორც ქალებისთვის ასევე კაცებისთვის,“ აღნიშნავს 8 ივლისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნათია გვიანიშვილი და დასძენს – „ სამწუხაროდ, ჩვენთან ქალს არჩევნის საშუალება ხშირ შემთხვევაში ეზღუდება. მაგალითად, სექსუალური პარტნიორის არჩევა-არარჩევის დროს, ბავშვის გაჩენა-არგაჩენის საკითხში და ასე შემდეგ. ჰოდა პრინციპში ამას ვაპროტესტებდით. ჩვენი მთავარი მესიჯი იყო, რომ ქალს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით თვითონ უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება.“
მიუხედავად მცირე უსიამოვნო ინცინდენტებისა 8 ივლისის აქციამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ალბათ რთული მისახვედრია თუ რატომ უნდა იყოს ქალი მამაკაცის თანასწორი ანდა რა საჭიროა სექსუალური განათლება, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია – ჩვენ ჯერ კიდევ არ შგვიძლია განსხვავებული აზრის მოსმენა და როგორც წესი, ასეთ აზრებს ქსენოფობიური გამოხდომებით, ლანძღვა-გინებით ვხვდებით. არადა მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არც სექსუალურ განათლებას და არც ქალთა მოძრაობას ბოროტება არავისთვის მოუტანია.
(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”)


Davit Mikheil Shubladze
July 15, 2011
გასაოცარია, რომ აგრესიას ძალიან მორწმუნე მდგომარეობით ხსნიან, სახეზეა აბსოლუტური ტვინის დაბინდვა …
lasha
July 15, 2011
ლოლ ნეტა მტყუანი იყო :დ სამწუხაროდ მართალ !
mikkele
July 15, 2011
კარგი წერილია. კარგია, რომ მედიის მხრიდანაც არის უკუკავშირის. ესეთ აქციების მოწობა და მათზე ყურადღების გამახვილება ფემინისტურ საკითხებს ათასწლეულების ტაბუს ჩამოხსნის.
lasha
July 15, 2011
ჩემი მცრიე შესაძლებლობებით ვცდილობ მედიაში გაჟღერდეს, აბა მეინსტრიმული მედია ასეთი საკიტხებისადმი გულგრილია
ია
July 15, 2011
ძალიან მაგარია, ყოჩაღ! ვიტყოდი, რომ კითხვით ვისიამოვნე, თუმცა კი ძალიან ძნელია მწარე რეალობისთვის თვალის გასწორება. გააზრება პრობლემის გადაჭრისაკენ მიმავალი პირველი ნაბიჯია.
lasha
July 15, 2011
მადლობა დიდი ია
chankotadze
July 15, 2011
პირველი ფემინისტური დემონსტრაცია იყო საქართელოშ <3 კიდე დამარტყას ვინმემ თუ უნდა, ჯანდაბას <3
ია
July 16, 2011
თანაც ისეთი რელიგიის რწმენით, რომლიც წესით და რიგით ზოგადად კაცთმოყვარეობას, შემწყნარებლობას და მტრის სიყვარულსაც კი ქადაგებს!
Mariam
July 17, 2011
ძალიან კარგი სტატიაა. დიდი მადლობა, ლაშა, ამ თემაზე, რომ წერ, თან ასე საინტერესოდ. მიზოგინია მართლა სისხლში გვაქვს გამჯდარი და ამიტომაცაა ხშირად რომ ვერც ვამჩნევთ გენდერულ უთანასწორობას და ქალთა ჩაგვრას საქართველოში. რაც ასე შესისხლხორცებული გვაქვს, იმის დანახვა არც ისე ადვილია. თუმცა, ამაზე თითქოს დაიწყო უკვე ლაპარაკი და ვთვლი, რომ ყინული დაიძრა.
ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები – ‘ჯერ-ჯერობით არ არსებობს მზაობა სერიოზული ფემინისტური მოძრაობისათვის’. პატრიარქალური სისტემა ვერასდროს ვერ იქნება ‘მზად’ ძალაუფლების დაკარგვისთვის. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ არათუ მზაობა, არამედ სერიოზული საჭიროებაა სასწრაფოდ ფემინისტური მოძრაობის დაწყების საქართველოში. ასეთი საჭიროება კარგა ხანია არსებობს და რაც რეალურად ხდება ამ საჭიროების სრულიად არაადეკვატურია. ამიტომ, თუ სხვა არა, ჩვენ მაინც უნდა დავიწყოთ ფემინისტური აქტივიზმი. მოძრაობა ჩამოყალიბდება თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს.
მაკო
July 20, 2011
ლაშა,აი რაღაცნაირი ადამიანი ხარ… შენი თითქმის ყველა პოსტი მაქვს წაკითხული, დიდი ინტერესით ვკითხულობ ყოველთვის და გამოვიტანე უამრავი დასკვნა შენ შესახებ.აქედან ჯერ გეტყვი ერთს, დანარჩენებს კი დროთა განმავლობაში მოგახსენებ. გითხარი რაღაცნაირი ადამიანი ხართქო და ამაში იმდენად სიღრმისეულად ვარ დარწმუნებული,რომ მეშინია კიდეც.(არ დავაკონკრეტებ რისი…) ახლა კი გეტყვი საიდან გამომდინარეობს შენი “რაღაცნაირობა”… ვკითხულობ ერთ პოსტს და გამომაქვს დასკვა- ვა, რა მაგარია ეს, ვეთანხმები ყველაფერში, გადამიბირა,აქამდე ეს მე რატომ ვერ მოვიფიქრე. ვკითხულობ მეორე პოსტს და გამომაქვს დასკვნა – დამწყდა გული, რატომ თქვა ეს, : (( არადა ის წინა რა მაგარი იყო, არა ესეც კარგია,კარგადაა გადმოცემული,მაგრამ შეხედულება არ მომწონს… შემდეგ მესამეს ვკითხულობ და ისევ აღფრთოვანებისგან ტანზე მაყრის… [+] + [-] + [+] = [+]
კარგი ხარ ლაშა … კარგი….
lasha
July 20, 2011
wow ასეთი ორიგინალური კომენტარი ჯერ არავის აუტოვებია ჩემთვის “:) რასაც შენ ამბობ ეგ მე ბუნებრივი მგონია. აბა სულ ერთ აზრზე რომ ვიყოთ შენ მე უნდა იყო და მე შენ უნდა ვიოყო, მაგრამ რადგანაც მე ლაშა ვარ, შენ – მაკო ამიტომ ეგ სრულებითაც ნორმალური და ბუნებრივია :დ ენივეი დიდი მადლობა რომ კითხულობ ჩემს ბლოგს და იმედია უფრო ხშირად დავემთხვევით აზრებში
:*
მაკო
July 21, 2011
განსხვავებული პოსტები გაქვს ძალიან,საინტერესო,ინტრიგული… ახლა ვნახე ფეისბუკზეც გქონია ჩანაწერები… ოტიდო წავიკითხავ… :**
ხო, მეც იმედი მაქვს, რომ უფრო ხშირად დაემთხვევა ჩვენი აზრები,თუმცა არც ეგაა პრობლემა… ბოდიში ასე რომ მოგაყარე , მაგრამ არ შემეძლო,რომ არ მეთქვა…
P.S. არ მინდა რიგითი მეკომენტარე ვიყო შენ ბლოგზე,თუმცა შენთვის ყველა ერთია ალბათ..
Elene Chkheidze
August 25, 2011
dges daviwye am yvelapris kitxva da sheni gacnoba rogorc mweralis, tu ar vcii roor dagarkva, wera kargia, azris gamoxatvis sauketeso sashvalebaa, chemtvis yovel shemtxvevashi da tan aravin ar gekatameba da wer rasac ginda, mere vinme an waikitxavs an ara
)
ise rac sheexeba shen postebs yvela gadavikitxe rac ak gidevs da amaze mominda komentaris datoveba, ras nishnavs lasha shentvis Peministuri modzraoba ? anu upro swored ikneba shekitxva dasmuli ras itxovdnen es PTOTESTANTEBI ?:) anu undat rom mati sxeuli mat ekutvnodet ? mereda vin artmevs ? chemi martla didi dakvirvebebis shemdeg mivxvdi rom kaci ak araper shuashia, mgonia kali ris uplebasac miscem ise mogekceva, rogorc daanaxveb shens tavs ise agikvavs. sexualuri ganatleba aucilebelia, ar vuaryop, magram modi imazec shevtanxmdet rom sakartveloshi kalta diskriminaciis arc tu ise magali machvenebelia, tu gadavxedavt sxva kveynebs, avigot Evropa, metyvit rom kalta diskriminacia araa ?:) shegewinaagmdegebit chemo kargebo, aris da mere rogori
ise 20 wlis asakistvis, tan bichistvis cudi araa, wera dzalian miyvars ubralod weris dawyebis ragac shishi makvs, shen dadzlie es shishi da yochag
p.s vici gamakritikebt ratom vwer latinuri asoebit, momitevet magram makvs mizezi
)) vici gaipikret tavidanve amaze da amitomac dagiPSet
)
(esec kartuli dgevandeli moda, tu ravi ra davarkva, axireba, kartuli anbanis gamoyenebis moda
lasha
August 26, 2011
ელენე პირველ რიგში მადლობა რომ კითხულობ ჩემს ბლოგს. მწერლობა ოცნებაა ჯერ ბლოგერი ვარ. ისიც ან კი ან არა
რაც შეეხება ფემინიზმს და ფემინისტურ მოძრაობას საქართველოში – პირადად ჩემთვის ის რასაც ის ქალები მოითხოვენ აბსოლუტურად სამართლიანია. არც მასე ადვილადაა საქმე რომ “ქალმა არ გააბედინოს კაცს ზედმეტები და ყველაფერი კარგად იქნება”. მაშინ სისულელე ყოფილა პატრიარქალური სისტემის არსებობის აღიარება. თუმცა მე და შენ ვაღიარებთ თუ არა ის მაინც იარსებებ და ის ყოველთვის დაჩაგრავს ქალს, რადგან კაცური ძალის პრიმატზეა დაფუძნებული. ევროპა და ამერიკა სულ არ მაინტერესებს მე მინდა რომ იმ სოციუმში არ იჩაგრებოდნენ ქალები, რომელშიც მე ვარ. თუმცა უნდა გითხრა რომ ყველაფერი შედარებითია და თუ ერიტრიას და ანგოლას შევედარებით ალბათ საქართველო ქალთა სამოტხედ მოგვეჩვება.
პ.ს. შრიფტს რაც შეეხება დაიკიდე კაცო, ეგ მეორეხარისხოვანია. მითუმეტეს საზღარგარეთ მყოფებს მიეტევებათ
ია
August 27, 2011
ელენეს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ქალები არიან მაპროვოცირებელი კაცების მიმართ მჩაგვრელი დამოკიდებულებისა. ესეთი შეხედულება წარმოადგენს დანაშაულის გადანაწილების მცდელობას, რომელიც იმდენად არის გამჯდარი საზოგადოებაში, რომ ნორმალურად აღიქმება. მე მესმის, რომ გვინდა გული გავიკეთოთ იმ ფაქტით, რომ ბევრ სხვა ქვეყანაშიც არის მსგავსი პრობლემა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს შეიძლება ითქვას ”გლობალური ჭირია” არ ამართლებს იმას, რომ თვალი დავხუჭოთ ამ პრობლემებზე რაც ქალების წინაშე დგას საქართველოში. არავინ ართმევსო ამბობ ელენე, ალბათ გულით გინდა ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტები სულ სხვაზე მეტყველებენ და თავის მოტყუება, რომ საქმე ბევრად უკეთ არის, ვიდრე ამას აქციის მონაწილეები წარმოაჩენენ პრობლემის გადაჭრას კიდევ უფრო შორეულ მომავალში გადაწევს. საქართველოში ძალიან ხშირად გოგონები, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას ქორწინებამდე იწყებენ საზოგადოების, მათ შორის (და ხშირად ყველაზე მეტადაც) რისხვის მსხვერპლნი ხდებიან, მათ აგდებენ ოჯახიდან, ამასთან აყენებენ არაერთ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცჰყოფას. იგივე ბედს იზიარებენ ის ქალები, რომლებიც ქორწინების გარეშე ფეხმძიმდებიან. ხშირად მათ ოჯახის წევრები აბორტისაკენაც უბიძგებენ, რადგანაც ოჯახის შერცხვენის თავიდან აცილება უნდათ ამ გზით. ცენზორის როლში არამარტო საზოგადოება გამოდის, არამედ ეკლესიაც, რომელიც შემწყნარებლის ნაცვლად ასეთ ქალებს ცოდვილებად წარმოაჩენს და ჯოჯოხეთში ტანჯვის მეტს კარგს არაფერს პირდება. ყველაფრის თავი და თავი არის ქალის აღქმა არა როგორც პიროვნების, რომელსაც პირადად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და მათ შედეგებზე პასუხისგება, არამედ როგორც დედის, ცოლის, ქალიშვილის, ბოზის სტერეოტიპული ფორმებით აღქმაა. ქალი უნდა ინახავდეს ქალწულობას ქორწინებამდე, ეს მისი ვალია, საზოგადოების გაგებით, და მა გაგებას ისინი ბეჯითად უძებნიან ფსევდომეცნიერულ და რელიგიურ განმარტებებს, იგივე შეზღუდვა სქესობრივ აქტივობაზე საზოგადოების გაგებით მამაკაცზე არ ვრცლდება, პირიქით სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას ესალმებიან კიდეც. რამდენიმე პარტნიორის გამოცვლა ქალისთვის ბოზის იარლიყის მიკერeბის გარანტია, როცა სრულიად საპირისპიროს ვხედავთ კაცებისშემთხვევაში. მაშ, ელენე, კიდევ ერთხელ დაფიქრდი და თუ ხმამაღლა არა გულში მაინც თქვი, არის იმ საზოგადოებაში ქალის თავისუფალი, სადაც საზოგადოება არ ანდობს მას ისეთ მარტივ რაღაცასაც კი რასაც სქესობრივი არჩევანი ქვია?! დიახ, ხმამაღლა ასეთ საკითხებზე აქ არ არის მიღებული ლაპარაკი, მაგრამ თუ საზოგადოებრივი აზრისაგან განსხვავებულ არჩევანს გააკეთებ უნდა ელოდდე, რომ ფაქტიურად გარანტირებულად ”ჩაგქოლავენ” და თუ ძალადობის მსხვერპლი გახდი ამას შენივე”გამომწვევი” მაკიაჟით, ჩაცმულობით თუ ქცევით ახსნიან.
ქალის სიყვარულსა და პატივისცემაზე ლაპარაკი ქვეყანაში სადაც არსებობს გამოთქმა – გოგოა თუ ბიჭი, იმის აღსანიშნავად ცუდი ამბავია თუ კარგიო, მიამიტობა მაინც არის თუ არა ფარისევლობა.
Dato Chapodze
October 2, 2011
amis damwers vetyodi modi idi naxui metqi. sufta tina xidashelivitaa, cali mxridan awveba sastikad da tyuilmartals ertmanetze kvanzavs. da kide ortodoxuli martmadideblurs nishnavs magdeni tvini tu ar gaqvs vigac xar. damiwera puritanuli da ortodoxulio gegoneba gineba iyos. Fuck you zvirfaso
lasha
October 2, 2011
რაღაც ძალიან გულნნატკენი ჩანხარ შენ და არ მახსოვს ოდესმე რამე დამეშავებინოს შენთვის
მადლობა რომ წაიკითხე
ორთოდოქსული რომ მართლმადიდებლურს ნიშნავს შენზე უკეთ ვიცი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს მაგ ტერმინს მუსულმანებთან მიმართებაში როგორ გადათარგმნი ? მართლმადიდებელი მუსულმანი ? არის სიტყვები რომლებიც სოციაურ კონტექსტშიც გამოიყენება