ალბათ გახსოვთ, როგორ გაერთიანდა სრულიად საქართველო, როდესაც რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფრთხო და, მე თუ მკითხავთ, პოზიტიური კანონი მიიღო ხელისუფლებამ. კიმ ჩენ ირის დამტირებლებსაც კი შეშურდებოდათ ქართველთა ერთსულოვნება მეტეხის ხიდზე მეტანიების კეთებისას. ჩემი დაკვირვებით, ეს ადამიანები ისეთ ზოგად და ჰიპოთეტურ იდეებს იცავდნენ როგორიც „მამულიშვილობა,“ „ქართველობა (ანუ სარწმუნოება)“ და „კაცობა“ იყო. ზოგი ტიროდა (ოღონდ გაურკვეველია რის გამო), ზოგიც იარაღდებოდა გაურკვეველი საფრთხის წინააღმდეგ. მოკლედ, პათეტიკის ნამდვილი დემონსტრაცია იყო. საბოლოოდ კი რაც მოხდა, თავადაც უკეთ იცით.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, CRRC-ის კვლევის მიხედვით ამიერკავკასიაში რელიგიურ ინსტიტუტებს ყველაზე მეტად საქართველოში ენდობიან. გამოკითხულთა 86% ენდობა ან სრულად ენდობა საკუთარი ქვეყნის რელიგიურ ინსტიტუტებს. (რთული მისახვედრი არაა, რომ ძირითად ინტიტუტად მართლმადიდებლური ეკლესია იგულისხმება).
ანუ საჭიროების შემთხვევაში, ეკლესიას საკმაოდ დიდი მასების მობილიზება შეუძლია.
ახლა ერთი რამე მაინტერესებს, მაშინ როდესაც საპატრიარქო და თითქმის ყველა სასულიერო პირი ნებისმიერ დროს, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად ერევა საერო ცხოვრებაში, პოლიტიკურ მოვლენებში და ხშირად გადამწყვეტ როლსაც თამაშობენ, რატომ ჩუმდებიან ისინი ისეთ სიტუაციაში, როგორიცაა „გუდიაშვილის სკვერის“ სიღნაღო-სინგაპურიზაცია? რატომ არ აფიქსირებენ ისინი საკუთარ პოზიციას ქალაქისთვის მნიშვნელოვან მომენტში ? ფაქტია, რომ მოსახლეობას ვერ აგებინებ, რომ რაღაც უნდა გააპროტესტოს, თუ ამისკენ მოძღვარმა ქადაგებისას არ მოუწოდა.
(რამდენიმე დღის წინ, გუდიაშვილის სკვერში აქციის მცირერიცხოვნობით შეწუხებული მეგობრები ვხუმრობდით, რომელიმე მამაოს უნდა ჩავაწვეთოთ, რომ дьявол носит „прада“ და რომ გუდიშვილის სკვერში „პრადას“ მაღაზიის გახსნას აპირებენ. იქნებ მოძღვრებმა მოუწოდონ ხალხს, რომ „სატანისტების შემოსვლას ხელი შეუშალონ“ და იქნებ მაშინ მაინც გააპროტესტონ ადამიანებმა ის, რაც გასაპროტესტებელია.)


geoaria
January 3, 2012
და ეგ რომ გააპროტესტონ მოგებას რაში ნახავენ?
ეგ კიარა რა მოგებაც აქვთ ისიც შეიძლება დაკარგონ,ამიტომ ჩუმად არიან …
civiseli
January 3, 2012
ეგ რომ გააპროტესტონ მერე იტყვი ვინ ეკითხება საპატრიარქოს რომ აპროტესტებსო :დ
lasha
January 3, 2012
მაინც ერევიან საერო საქმეებში და რაც ჩასარევია იმაში ჩაერიონ ბარემ
jijgina
January 3, 2012
ესე იგი, იმის ნაცვლად რომ სეკულარიზაცია მოხდეს, თქვენ გინდათ, რომ ეკლესიის ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდოს და იმ სფეროებზე/საკითხებზეც გავრცელდეს, რაშიც აქამდე არ ერეოდნენ?
))
lasha
January 3, 2012
პოზიციის დაფიქსირებით, რომ ქვეყნისთვის კულუტრულად მნიშვნელოვანი ძეგლი შენარჩუნდეს რეალურად არანაირი უფლება არ ეზრდებათ. უფლების გაზრდა ნიშნავს როდესაც ვიღაც უზრდის მათ უფლებას. ამ შემთხვევაში კი ეგ სად ხდება?
მითუმეტეს რომ ეკლესია მუდმივად ხაზს უსვამს საკუთარ მნისვნელობაზე ქართული კულტურის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში
jijgina
January 3, 2012
უფლება არ მითქვამს, ძალაუფლება ვთქვი
ჩემი აზრით კი, რაც უფრო ნაკლებ საქმეში ჩაერევა ეკლესია, მით უკეთესია.
lasha
January 4, 2012
თუნდაც ძალაუფლება გეთქვას :დ გაზრდა ნიშნავს გაზრდას და ასეთ ემთხვევაში არაფერი ეზრდებათ.
აი მე კი მგონია რომ თბილისისთვის მნიშვნელოვანი სკვერის გადარჩენა ვისი ჩარევით მოხდება მეჩვიდმეტეხარისხოვანია. მთავარია გადარჩეს
alexi
January 4, 2012
„გუდიაშვილის სკვერის“ სიღნაღო-სინგაპურიზაცია
უფრო ვრცლად მითხარი რა ხდება და რა არის გასაპროტესტებელი
))
lasha
January 4, 2012
რა და თბილისის ერთადერთი ნორმალური სკვერი, გუდიაშვილის, უნდათ რომ გადააკეთონ და შუშებიან სიმახინჯედ აქციონ გარშემო რაც შენობებია. პრადა და არმანი მომინდომეს გუდიაშვილზე. ავსტრიულმა ფირმამ გამოაქვეყნა საკუთარი გეგმა, რაც უნდა აშენდეს მაგ სკვერის და ირგვლივმყოფი შენობების ადგილას და პირადად მე საშინლად არ მომწონს.
jijgina
January 4, 2012
სად შეიძლება ვნახოთ ეგ გეგმა?
lasha
January 4, 2012
ლინკი არ მაქვს სამწუხაროდ და თუ ვნახე მოგცემ
temuchin
January 4, 2012
გეთანხმები, მაგრამ რატო გამორიცხავ იმას რომ ხალხს გუდიაშვილის სკვერის მომავალი სახე ძალიან მოსწონს და მაგიტომ არ აპროტესტებენ? (მეეჭვება ხალხი “ბერას ახალი სიმღერა როდის გამოვა”ს გარდა რამით ინტერესდებოდეს და რაიმეს ეცნობოდეს თუმცა მაინც. არაა არც ეგ გამორიცხული რო გაიგეს და მოეწონათ)
lasha
January 4, 2012
იმიტომ გამოვრიცხავ რომ ადამიანების 99%-ს არ უნახავს ეგ “ახალი სახე”. და ვინც ნახა პირაადად ჩემი ნაცნობებიდან არავის მოეწონა ჯერჯერობით