მე|ბლოგე
ზედმეტი ბოდიალის გარეშე, პირდაპირ ვიტყვი, რომ აქაურობის ბატონ-პატრონს ლაშა ქავთარაძე მქვია (პრინციპში ამას ბლოგის მისამართიდანაც მიხვდებოდით). ვარ სულ რაღაც 20 წლის და კიდევ დიდ ხანს ვაპირებ ცხოვრებას . ვსწავლობ თსუ-ს სოც.პოლიტიკურ ფაკულტეტეზე (როგორმე სპეციალობას თავად მიხვდით) და როგორც წესი, ბევრი რამით ვარ აღშფოთებული და უკმაყოფილო თსუ- შიც და ყველგანაც.
მგონი საკმარისი დრო გავიდა რაც მე და wordpress-ი მეტნაკლები წარმატებით „ვთანამშრომლობთ“. უკვე რამდენიმე თვეა , რაც ხან აქტიურად , ხანაც პასიურად ვპოსტავ ჩემს ბლოგზე. ამ დროის განმავლობაში ასე თუ ისე გაიცნო ჩემმა მცირერიცხოვანმა მკითხველმა ჩემი ჩანაწერები. ზოგს მოეწონა ის , რასაც ვწერ, ზოგსაც „ისე რა“ . რამდენიმეჯერ wordpress-ის მზარდ ბლოგებში პირველი ადგილიც დავიკავე , რამაც რაღა დაგიმალოთ, გამახარა . ერთი სიტყვით, ჩემი ბლოგ-წარმატებები სრულად შეესაბამება იმ დროს, რომელსაც ვხარჯავ ბლოგზე ზრუნვაში, ახლა კი გადავწყვიტე რომ ბლოგინგის სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდე და უფრო მეტად პროფესიონალურად მივუდგე ამ საქმეს. უფრო მეტად წინ წამოვწიო ჩემი პროფესიული თვალსაზრისები და პრინციპები.
ხოდა … თუ არ შეწუხდებით წაიკითხეთ ხოლმე ჩემი ნაწერები ცალი თვალთ მაინც, თუ შეატყოთ რამე ხეირიანი წერია, ნურც იმ მეორე თვალის გახელა დაგეზარებათ. ჩათვალეთ რომ თქვენთვის ჩვეულებრივ (ან არაჩვეულებრივ) სიკეთეს აკეთებთ. კომენტარებს რაც შეეხება მთელი გულით გთხოვთ, რომ იყოთ მაქსიმალურად კრიტიკულები (რა თქმა უნდა, ზრდილობის ფარგლებში!!!) ეს უფრო საინტერესო წასაკითხი იქნება ჩემთვის ვიდრე უაზრო ფრაზებით გამოხატული აღმაფრენის ან აღშფოთების შორისდებულები და თანდებულები!!!
ასე რომ, ვისაც არ გეზარებათ, დააჭირეთ აქ და დაიწყეთ ჩემი ბლოგის კითხვა.
ცხოვრებისეული პოსტი :)
ჩემი ბლოგი ცოტა ისეთია, აი მშრალს რომ იტყვიან. ეს იმიტომ, რომ პირადზე თითქმის არაფერს ვწერ. რამდენიმე ადამიანმა უკვე მისაყვედურა შენზეც დაწერე რამე, ნუ ხარ მშრალიო. თან უკვე მყავს ერთი-ორი მუდმივი მკითხველი. ხოდა, აგერ ბატონო გამოვწურე საკუთარი თავი როგორც შემეძლო და ცხოვრებისეული პოსტიც გავაშანშალე. მოკლედ თუ ცოტათი მაინც გაინტერესებთ ვინ ვარ, ინებეთ :
„ცხოვრებისეული“ – ვერ ვიტან ამ სიტყვას, რადგან ზოგადად ვერაფერს ვიტან ცხოვრებისეულს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი კოსმიური სიჩქარით მებზრდება. ერთადერთი ”ჟიზნენი” წიგნები და ფილმები მიყვარს. ზოგმა შეიძლება თქვას, ბანალურიაო, მაგრამ მე მათგან უფრო მეტს ვსწავლობ, ვიდრე სურეალისტური და აბსტრაქტული შემოქმედებიდან. არა, არ იფიქროთ, რომ აბსტრაქციონიზმის და სურეალიზმის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ ვერ ვიტან, როდესაც მათ წინ სიტყვა „ფსევდო“ შეეპარებათ ხოლმე. საერთოდ „ფსევდოსაც“ ვერ ვიტან ვერაფერს. მათშორის ფსევდო-ცხოვრებისეულ რაღაცებს. ხოდა გათენდა…
დილით მობილური-მაღვიძარის მონოტონური, გულისამრევში გადასული ან დედაჩემის გულისშემძვრელი ხმა მაღვიძებს. მახსენდება გუშინ (არა უკვე დღეს) რომელ საათზე დავწექი და ახლა რომელზე ვდგები. ასეთია ჩემი ახალი დღის პირველი წუთები. იწყება დილის ფოციალი. ყავა უნდა მოვიდუღო, სიგარეტი მოვწიო და “Facebook”-ში უნდა შევიხედო ვინდოუსის ფანჯრიდან. თუ გამიმართლა და მადა მაქვს შეიძლება საჭმელიც კი ვჭამო. მაგრამ ამდენი სიგარეტის შემდეგ, ერთ დიდ საფერფლედ ვარ ქცეული და დილით ჭამის სურვილი, თქვენ წარმოიდგინეთ და, არ მაქვს. “Facebook”-ში, როგორც წესი, რამდენიმე წერილი და წერილებზე ცოტა მეტი შეტყობინება მხვდება. ზოგს ვაიგნორებ, ზოგს ვესწერვები, ზოგს კოცნის სმაილსაც კი ვუწერ . (რომელიც ასე ძალიან სძულს ჩვენს „ლიბერალურ და მემარცხენე ანდერგრაუნდს“
).
კომპიუტერიდან ვდგები და ჩემს ოთახში გავდივარ სიგარეტის მოსაწევად. ვაყროლებ იქაურობას. კბილებს ვიხეხავ და ჩემი განუყრელი მწვანე ჩანთაგადაკიდებული (ზოგჯერ შავჩანთაგადაკიდებული) დედაჩემთან, სამსახურში ჩავდივარ, რომ გზის ფული მომცეს. რკინის ორლარიანს ისე ვიდებ საფულეში, თითქოს სადმე დამეკარგება. წიქარას გმირს ვგავარ, ეს ორი ლარი გამვლელსაც უნდა ვაჭამო, გამომვლელსაც, მეც ვჭამო და სახლშიც უნდა მოვიტანო. რაღა დაგიმალოთ და საკმაო წარმატებით ვახერხებ ჩემზე დაკისრებულ „წიქარასეულ“ მოვალეობას. არ მკითხოთ ეხლა საიდან და როგორ, რადგან ნათქვამი მაქვს, რომ ზედმეტად პირადულის შესახებ ბლოგზე არ დავწერ. უბრალოდ ჩემდა გასაკვირად იმდენს ვახერხებ, რომ ეს ფული გზაშიც მყოფნის, დღეში ერთ კოლოფ სიგარეტსაც ვყიდულობ, ყავასაც ვსვამ „თურქულში“ და ზოგჯერ ვჭამ კიდეც. ხო პლუს მაგას ქსეროქსები. რა თქმა უნდა მადლობა ჩემს მეგობრებს. მიხვდებიან ვისაც ვგულისხმობ თუ წაიკითხავენ.
უმეტეს შემთხვევაში თსუ-ს მე-6 კორპუსთან ვდგავარ და მარტო ვეწევი სიგარეტს. ნამწვს მწვანე ურნაში ვაგდებ, ხის გვერდით რომ კიდია იქ. პარალელურად ვიღაცას ვკოცნი, ვიღაცას ვესალმები, ვეღრიჯები ან მეღრიჯებიან. მძულს გადაკოცნა და ნუ გადამკოცნით ხოლმე რა :| !!!
ლექციები, შესვენებები და სიგარეტი. მერე შუალედები და შუალედური უსაქმურობა. ამ პერიოდში ვახერხებ, რომ რამდენჯერმე „დავიგრუზო“, მერე თვითკმაყოფილებაში ჩავვარდე, მერე ისევ „დავიგრუზო“ და ასე დაუსრულებლად.
რა მგრუზავს??? ის რომ თითქმის მთელი დღის განმავლობაში მარტო ვარ. ის რომ პრაქტიკანტი ვარ და ფულის გარეშე „ვპახაობ“, რადგან ხელფასი რედაქტორსაც კი არ აუღია ოთხი თვეა. ის რომ მინდა ბევრი რამე:
- მინდა ვიყო მწერალი… მაგრამ,
- ვარ „ლიტერატურულად უპატრონო“ (არ მახსოვს ვინმე რამე რჩევა მოეცეს ჩემი ოცნების ასრულებისთვის, მაგრამ ალბათ ასეა საჭირო. ერთადერთი გამონაკლისი ჩემი მემეა <3)
- მინდა ჟურნალისტი ვიყო. (ნაწილობრივ აქაც „უპატრონო“ ვარ. ნაწილობრივ იმიტომ რომ ნელ-ნელა ჟურნალისტურ წრეს ვიცნობ და სწორედ მათი დამსახურებაა რომ პრაქტიკანტი ვარ)
- მინდა ხელფასიანი სამსახური, რომელიც ჩემს პროფესიასთან გაკვრით მაინც იქნება შეხებაში.
- მოკლედ, ბევრს აღარ გავატრაკებ და თუ ვინმეს დააინტერესებს კიდევ რა მინდა მოვიდეს და პირადად ვეტყვი.
ყველაზე მეტად კი ალბათ, ის მგრუზავს რომ არ მყავს ადამიანი რომლისგანაც რამეს ვისწავლი მუდმივად. ამას თუ გინდათ „პატრონი“ დაარქვით, თუ გნებავთ „მოძღვარი“, „მასწავლებელი“, „ოსტატი“ ან სულაც „მეგობარი“ ან „ძმაკაცი“.
ხო მეგობრებს და ძმაკაცებს რაც შეეხებათ. ბევრი მყავს. ოხრად. და იცით რას ვაკეთებ ? ვცდილობ ყოველი მათგანიდან რაღაც ავიღო შევაერთო და ჩემი იდეალი შევქმნა. ვქმნი მექანიკურ ადამიანს, რომელიც ხან მასწავლის, ხან მაკრიტიკებს, ხან მეჩხუბება, ხან მანუგეშებს, ხან მაქებს და ხანაც ვუყვრვარ.
ლექტორები მყავს მრავალფეროვანი მაგრამ მაინც მონოტონურები. ჯერ კიდევ საბჭოთა კონიუქტურაში მოქცეულები, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან ცდილობს რაღაც გაურკვეველი სტანდარტების დანერგვას. უმეტესობა მათგანი მაინც გულგრილი, კონფორმისტი და „დაღლილია“. ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს და ასე ჰგონიათ, რომ სტუდენტს თუ შეეწინააღმდეგები ხელფასი მოგემატება.
საუბრობენ ერთსა და იმავეს – რომ მედია დღეს თავისუფალი არაა, რომ დღევანდელი ჟურნალისტები არაფრად ვარგიან (თითქოს მე დამეზარდოს ისინი ჟურნალისტებად), რომ ობიექტურობა აბსტრაქტული ცნებაა, რომ სიტყვის სრული თავისუფლება არ არსებობს. მერე ადგებიან და ამ ყველაფერს ერთად, (თითოეული მათგანი მცირე ცვლილებებით, ) გვაწერინებენ კოლოკვიუმებში. ვერ გავცდით მედია-ეთიკას, ნანუკა ჟორჟოლიანის და მაია ასათიანის დახასაითებას. (არა, გატყუებთ, დავით კიკალიშვილი და ნოდარ მელაძის კომუნიკაციური თვისებებიც ჩამოვარაკრაკე მასკომუნიკაციის კოლოკვიუმზე). არ იფიქროთ რომ ჩემი ლექტორები არ მიყვარს. პირიქით ისინი მიყვარან, რადგან არიან ისეთები როგორიც ყველაა. ეს ის ყველაა, რომელშიც ჩემი საყვარელი ადამიანებიც შედიან. ალბათ შეჩვევის და „სხვა გზა არაა“-ს საქმეა. ზოგიერთი ჩემდამი პირადი სიმპათიიტაც კია განწყობილი, მაგრამ მაინც არავინ იღებს ჩემზე, როგორც სტუდენტზე პასუხისმგებლობას ბოლომდე. ეხლა არ გამიტრაკოთ და არ დამიწყოთ ჭკუის რიგება, რომ არავინ აიღებს ჩემზე პასუხისმგებლობას ბოლომდე და ა.შ. ეგ თქვენზე კარგად ვიცი, როგორმე. უბრალოდ მინდა რომ ვიღაც ჩემზე უფროსი , უფრო გამოცდილი, ჭკვიანი და განათლებული ადამიანი მყავდეს გვერდით მუდმივად და სულ მკიდია ეს ადამიანი ლექტორი იქნება, მასწავლებელი თუ თამრია. მაგრამ ზოგი ჭირი ამრგებელია და თითქმის არასდროს ვარ ვინმეს გლობალური ზეგავლენის ქვეშ.
ხო , იქ გავჩერდი შუალედებში რომ ვეწევი ხოლმე და თან ვიღაცებს ველაპარკები. უმეტეს შემთხვევაში ველაპარაკები ბავშვებს , რომლებიც უკვე დასასტავებულები არიან და ვუხსნი თუ როგორ მძულს აქაურობა (თსუ). ხო კიდევ ერთი, არავის სასტავში და საძმო-სადოში არ ვარ.. მთელი დღე , თითქმის მთელი დღე მარტო დავბოდიალობ. ჩემი მეგობრები კი სულ ჩემთან არ არიან კიდევ კარგი, თორემ ალბათ ისინიც მომბეზრდებოდნენ.
თსუ-ს მერე სადმე მივდივარ და ვინმეს ვნახულობ, თორემ უკვე ფენა-ფენა მაგინებენ ნაცნობ- მეგობრები, რომ მათთვის არ ვიცლი. არადა ვერ ვიცლი. ნუ ზოგჯერ არც ვიცლი ხოლმე და ისიც იმიტომ რომ არ მინდა ხშირი კონტაქტით ვინმე მომბეზრდეს ან ვინმეს თავი მოვაბეზრო.
რომელიღაც საათზე ისევ მეტროს გადაჭედილ ვაგონში ვჯდები და ვცდილობ წარმოვიდგინო რომ ეს თბილისის მეტრო არაა. ვცდილობ წარმოვიდგინო რომ რომელიმე „ჟიზნენი“ ფილმის გმირი ვარ. ცოტას ვუბერავ არ შეიმჩნიოთ. J ზოგჯერ ტრანსპორტში წიგნსაც ვკითხულობ ხოლმე. (რა თქმა უნდა თუ გამიმართლა და ადგილია დასაჯდომად). ცოტას ვკეკლუცობ ხოლმე რა, ვცდილობ უფრო სერიოზული და საინტერესო გამოვჩნდე ვიდრე ვარ. თან მიყვარს ბებია-ბაბუების სახეებსი დაფიქსირება, რომლებსაც მოსწონთ წიგნის მკითხველი ახალგაზრდა ბიჭის ყურება. იმასაც ვაფიქსირებ ხოლმე, ჩემი თაობის ხალხი რომ მიყურებს ირონიული სახით და ფიქრობენ ალაოდ ხარო. მოკლედ გზაში მაგრად ვერთობი, არადა ყურსასმენები რომ მქონდეს ალბათ სიმღერებს მოვუსმენდი J). ამასობაში აქაც რამდენჯერმე ვახერხებ დაგრუზვასა და თვითკმაყოფილებაში გადავარდნას.
უი თვითკმაყოფილებაზე დამავიწყდა მეთქვა. რა მათვითკმაყოფილებს ?
- ის რომ რასაც მივაღწიე, თუნდაც სტუდენტობას, თსუ-ში გლიჯინით ჩაბარებას (ამ თემაზე სხვა პოსტებში მიწერია დაწვრილებით), წარმატებულ პრაქტიკანტობას და “Facebook“-ში 650-მედ მეგობარს სულ საკუთარი უკანალით მივაღწიე. (აქვე დავძენ, ვისთვის ეს ყველაფერი მიღწევაა და ვისთვის არა, ხოდა ნუ გამომეკიდებით ეხლა )
- წაკითხული მაქვს იმაზე მეტი წიგნი ვიდრე ველოდი, მაგრამ იმაზე მეტი მაქვს დარჩენილი წასაკითხი ვიდრე წაკითხული მაქვს და წინ ბევრი სასიამოვნო საათი მელოდება. არ იფიქროთ ვბლატაობდე, ვინც მიცნობს ეცოდინება მე და ბლატაობა ცოტა მყრალად ვართ ერთმანეთთან, უბრალოდ მიხარია რომ ისე ვკითხულობ ბავშვობიდან , რომ არ მახსოვს ვინმეს რამე ერჩიოს ანდა მოეწოდებინოს აიღე ეს კარგიაო. მოკლედ, ჩემით შევიყვარე წიგნები და არარეალიზებულ სექსუალურ პოტენციას წიგნების კითხვაში ვარეალიზებდი

- ადამიანების უმეტესობასთან ვახერხებ ვიყო მხიარული, ვიხუმრო რამეზე თუნდაც საკუთარ თავზე და მათზე მოვახდინო მეტნაკლებად. ხაზს ვუსვამ მეტნაკლებად, სასაიმოვნო შთაბეჭდილება, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ალბათ უფრო ასოციალურ ადამიანთა კატეგორიას განვეკუთვნები. ( აი ზოგიერთ ადამიანტან კი ამასაც ვერ ვახერხებ იმდენად მაღიზიანებნ.კონკრეტიკის გარეშე)
აუუუ ვერ ვიტან საკუთარ თავზე ლაპარაკს. როგორც მინიმუმ კრეტინი უნდა იყო რომ საკუთარი თავი აქო ანდა ლანძღო, ხოდა ისედაც ბევრი ვილაპარაკე და ვიკრეტინე, ამიტომ ისევ ყოვედღიურ რუტინას დავუბრუნდეთ.
ხოდა მივედი სახლში და წავიდა დაცხრილვა „გშია?“ „რატომ არ გშია?“ „რა ჭამე?“ „სად ჭამე?“ „რატომ ჭამე?“ „ვინ გაჭამა?“ (აი ეს შეკითხვა მიყვარს რა– და აგერ ჩემი ტრადიციული პასუხიც: მჭამელის და გამომჭამელის მეტი რა არის დე
).
შევდივარ ჩემს ოთახში და ააააააა…. აი ეს მიყვარს რა. როცა უბრალოდ ჩემს მომწვანო ოთახში ვარ, სადაც ბევრი წიგნი ერთი საწოლი, ერთი სავარძელი , ორი სკამი და ერთი მაგიდაა. ერთიც ტუმბოა წიგნებით გამოჭედილი და ერთიც ის, წგნების თაროების შეკვრა . (აუ ეხლა სახელს ვერ ვიხსენებ და „შკაფის“ დაწერა მრცხვენია , მომავალი ჟურნალისტი ვარ ბოლოსდაბოლოს.)
მოკლედ ჩემს მწვანე ოთახში ვზივარ და ვკითხულობ ან ვწერ ან რამეს ვაკეთებ. ამასობაში ჩემს ძმასაც ბეზრდება რუსი ნაშების კერვა და ისევ „Facebook“-ი. თან საკუთარ თავს ჩავაგონებ რომ პარალელურად უნდა წავიკითხო ან ვნახო რამე საინტერესო. რადან „ვიგრუზები“ ხოლმე ამდენ , ჩემზე ჭკვიან ადამიანს რომ ვხედავ. ვხედავ რომ ბევრი ჩემზე მეტს კითხულობს, ბევრი ჩემზე უკეთ და ბევრს წერს. მოკლედ მეწყება ბრძოლები და ვხვდები რომ ისევ მინდა:
- ვიცოდე ინგლისური და რუსული უფრო კარგად;
- დავიწყო გერმანულის სწავლა;
- წავიკითხო ბევრზე ბევრზე ბევრზე ბევრი რაღაც,
- ვუყურო ბევრ კარგ ფილმს;
- ვწერო უფრო მეტი და ყველგან;
- გავიცნო უფრო მეტი ჭკვიანი და წარმატებული ადამიანი, რადგან სწორედ ეს ხალხი მაძლევს უფრო მეტ შთაგნებას მათდაუნებურად. ვცდილობ მათი სტილი არ დავაკოპირო, უბრალოდ იმასაც ვცდილობ, რომ მათგან ავიღო დადებითი და უარყოფითი ფეხებზე დავიკიდო. ვცდილობ რაღაც საერთო აღმოვაჩინო მათში. (თუმცა უკვე გულის სიღრმეში მჯერა, რომ ყოველი ადამიანი ერთნაირი ნაგავია, რომლებიდანაც ზოგი უფრო ყარს და ზოგი უფრო ახერხებს განიავებას).
ამ ყველაფრის პარალელურად ვიღაც მწერს ან ვიღაცას ვწერ. ზოგს კი ისევ ვაიგნორებ და ზოგსაც ისევ კოცნის სმაილს ვუგზავნი უკვე პრინციპის გამო. მოკლედ ყელამდე FB-ქაქში ვარ.
აუ კიდევ ძალიან ბევრს დავწერდი მაგრამ ამ წუთას „რეფორმაცია-კონტრეფორმაციის“ ლექტორი ბოლო ხმაზე გაჰკივის, რომ „ხელისუფლება აუცილებლად ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული და თუ მან არ ივარგა, ის ღვთის ნებით (მკლავს ეს რელიგიური პათეტიკა) და ხალხის ნებით უნდა იქნეს გადარჩეული“. თან გულმოდგინედ ცდილობს თავისი წიგნი შემოგვტენოს, ოღონდ ამ ყველაფერს „უმტკივნეულოდ“ აკეთებს.
ხოდა ესეც პირადი პოსტი, არ ვიცი რამდენად წვნიანია, მაგრამ შევეცადე.



mamina
December 2, 2009
ნურასოდეს ნუ იქნები შენი თავით კმაყოფილი…..
lashaqavtaradze
December 3, 2009
ნინიკო მე მგონი შენ ერთერთი იმ ადამიანთაგანი ხარ ვინც კარგად იცის რომ ჩემი თავით კმაყოფილი მართლა არ ვარ არასდროს (შეიძლება ითქვას ზედმეტადაც )
tamta
December 3, 2009
male wavikitxav shens shemokmedebas
batukela
December 13, 2009
ლაშა,ძალიან, ძალიან მიხარია რომ გაგიცანი : )
)))
მართლა..
ერთი ამუსუნთქვით წავიკითხე შენი ნაწერები ( ერთი რომ წავიკითხე, სურვილი გამიჩნდა შენი უფრო და უფრო მეტი ნაწერი წამეკითხა, ამიტომ გული დამწყდა ბევრი რომ არ დამხვდა).
მიხარია ასეთი მიზანდასახული ადამიანი რომ ხარ..
ვაფასებ ხელოვან ადამიანებს! თუმცა ეს პირველივე დღიდან შევნიშნე, როცა ბრეგოვიჩი ახსენე: )
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა გაქვს
ასე რომ, ასე განაგრძე!
დარწმუნებული ვარ, წინ უფრო და უფრო საინტერესო ნაწერები მელის
პ.ს. ზოგი ჭირი მარგებელიაო და რომ არა ის ავადსახსენებელი ინგლისური, ხომ ვერ გაგიცნობდი?
))))))
lashaqavtaradze
December 13, 2009
აუუუ გავწითლდ-ყვითლდიიი
ამხელა კომპლიმენტი ჯერ არავის უთქვამ მგონი ესე საჯაროდ ჩემთვის . ნუ ეხლა ”ხელოვან ” ადამიანობაზე რა მოგახსენო მაგის პრეტენზია არ მაქვს რა თქმა უნდა. ხოდა ყველანაირად ვეცდები რომ იმედი არ გაგიცრუო.
პირად შეფასებებს რაც შეეხება მართლა მიხარია მეც რომ გაგიცანი და საშინელ კმაყოფილებას ვგრძნობ შენ რომ გიცნობ
მადლლლლოოობბბ :-*
ekuna
December 17, 2009
mdzapri shtabechdilebebis kvesh var da michirs komentris gaketeba mxolod imito rom meshinia sitkvebi ver agceren im emociebs romelic sheni nawerebis cakitvis shemdeg dameuplaa .. 2 celze metia gicnob da titkmis koveldge gxvdebodi (cota ishviatad rom gamecnida gakvatulebi albat upro xshirad gnaxvdii) da megona rom gicnobdi, magram am sruliad gansxvaebulma mxarem gamaoca (poezias vgulisxmob).im nichma romelmac blogze amoxetka suntka shemikra
sheni statiebi dzalian momecona da gamixarda rom ar gamkvirvebia.. gaagrdzele da shemdegi komentari sheidzleba kritikulic ikoss.
lashaqavtaradze
December 17, 2009
ekaa gaixare gamixarda rom mogewona magram ar velodi ese tu mogewoneboda . xo ici sheni gemovneba chemtvis dasafasebelia
)))))))))))))))) martla
მბლოგავი
January 22, 2010
axali tema gagiketebia blogze, es kargia, natel ferebshia da tvalebs ar glis
lashaqavtaradze
January 22, 2010
ra iyo zrdilobis gulistvis damitove eg komentari ????????
PPPPPPPP tema ki shevcvale magram didi xania agaraferi damipostavs
(((((((((((
მბლოგავი
January 28, 2010
ratom gagichnda egeti echvi? da saertod, ratom miyureb ase kritikulad yoveli chemi qmedebisas?
lashaqavtaradze
January 28, 2010
ravi shen ki ara chemt tavs vuyureb egre ukve
DD dAIKIDE DAAVIT MARTO SHEN KI AR CHEDAV DA ORDEBI
ანი
February 12, 2010
სიმართლე გითხრა კრიტიკის დიდი მოტრფიალე გახლავართ
მაგრამ ამ შემთხვევაში დადუმება მომიწევს. ხშირად შემოვივლი,და აუცილებლად ორივე თვალით წავიკითხავ ყოველივეს.
lashaqavtaradze
February 12, 2010
დიდი მადლობა ნაი
)) გავწითლდი
:-*
Albion Evans
June 2, 2010
mdzapri shtabechdilebebis kvesh var da michirs komentris gaketeba mxolod imito rom meshinia sitkvebi ver agceren im emociebs romelic sheni nawerebis cakitvis shemdeg dameuplaa .. 2 celze metia gicnob da titkmis koveldge gxvdebodi (cota ishviatad rom gamecnida gakvatulebi albat upro xshirad gnaxvdii) da megona rom gicnobdi, magram am sruliad gansxvaebulma mxarem gamaoca (poezias vgulisxmob).im nichma romelmac blogze amoxetka suntka shemikra sheni statiebi dzalian momecona da gamixarda rom ar gamkvirvebia.. gaagrdzele da shemdegi komentari sheidzleba kritikulic ikoss.
+1
lasha
June 3, 2010
vaime madloba mara romeli xar ?
Christoffer Zeiger
June 15, 2010
mdzapri shtabechdilebebis kvesh var da michirs komentris gaketeba mxolod imito rom meshinia sitkvebi ver agceren im emociebs romelic sheni nawerebis cakitvis shemdeg dameuplaa .. 2 celze metia gicnob da titkmis koveldge gxvdebodi (cota ishviatad rom gamecnida gakvatulebi albat upro xshirad gnaxvdii) da megona rom gicnobdi, magram am sruliad gansxvaebulma mxarem gamaoca (poezias vgulisxmob).im nichma romelmac blogze amoxetka suntka shemikra sheni statiebi dzalian momecona da gamixarda rom ar gamkvirvebia.. gaagrdzele da shemdegi komentari sheidzleba kritikulic ikoss. +1
+1
salomeaa
July 28, 2010
ხოდა … თუ არ შეწუხდებით წაიკითხეთ ხოლმე ჩემი ნაწერები ცალი თვალთ მაინც და თუ შეატყოთ რამე ხეირიანი წერია ნურც იმ მეორე თვალის გახელა დაგეზარებათ. ჩათვალეთ რომ თქვენთვის ჩვეულებრივ (ან არაჩვეულებრივ) სიკეთეს აკეთებთ – ეს მომეწონა:) იუმორის გრძნობით გამსჭვალული ა ან მე მგონია, რომ გამსჭვალულია ( რა სიტყვაა ეხლა ეს გამსჭვალვა)
უაზრო ფრაზებით გამოხატული აღმაფრენის ან აღშფოთების შორისდებულები და თანდებულები!!! – ესეც მომეწონა, ,,ხბოს აღტაცება” მეც მაღიზიანებს
წარმატებები: )))))))
marg0rita
October 27, 2010
პრინციპში საკმაოდ საინტერესო ბლოგია, ოღონდ ცოტა პირადული პოსტები აკლია (ჩემი ბლოგისგან განსხვავებით) ბლოგი რაიმე ასე ვთქვათ “შენეულის” გარეშე ცოტა “მშრალია”
lasha
October 27, 2010
მარგოტაა ვიცი რასაც ამბობ მაგრამ ჩემს მოთხრობებში იმაზე მეტი ვთქვი ვიდრე ვაპირებდი და ვინანე, ასე რომ ამ ბლოგზე პირადულს არასდროს დავდებ არაფერს. ბლოგი არაა მარტო დღიური .
marg0rita
October 28, 2010
“მარგოტა” არა “მარგორიტა” და საერთოდ სოფო :-j …”თავისუფალი სიტყვა და აზრი”
. კარგი იქნება თუ დადებ საკმაოდ კარგად წერ და ხშირ შემთხვევაში ამ ინფორმაციაზე მეტად ჩვეულებრივ, რიგით “მოკვდავ” მკითხველს სჭირდება ცხოვრებისეული პოსტი სადაც რაღაც “თავისს” იგრძნობს, მხოლოდ ინფორმაციული ბლოგები მეტ-ნაკლებად მშრალია და ვერ ამბობს თავის სათქმელს, გეთანხმები ბლოგი არაა მარტო დღიური მაგრამ პაქტია ძირითადი ნაწილი და “ინტერესესის საგანი” მაინც “მოდღიუროა”
axsiom
January 9, 2011
ყველაზე საჭირო თვისება გაქვს–გულწრფელი ხარ.ეს მომწონს
lasha
January 9, 2011
da rom gitxra dzalian mixaria tu eg dainaxe da didi madloba-metqi daijereb?
)) xoda dzalian mixaria tu eg dainaxe da didi madloba
)
axsiom
January 13, 2011
ხოო…. ყველაფერთან ერთად საყვარელიც ყოფილხარ
lasha
January 13, 2011
vaax dzalian didi madloba
))
))))))))))
iseti sayvareli var neta ori biyo tu ise ra sayvareli var?
rafabeo
March 26, 2011
გაიტიზე ვუდუს კულტი რომ არის გავრცელებული თუ იცით ბოვშებო!?
lasha
March 31, 2011
და შენ ის თუ იცი ნახევარი საქართველო (მთიანი ნაწილი) წარმართი რომ არის და იქ ქრისტიანობა ძალიან ცუდად არის გავრცელებული ? თუ რა გინდა თქვა რომ ჰაიტელები უფრო ცუდი ადამიანები არიან ვიდრე ქრისტიანები ? გაანძრიეთ რა გონება და ნუ ფიქრობთ ცალმხრივად რა.
სოლიტერი
April 12, 2011
ტრაკუცუნ, მომენატრე
)
ხვალ ჰონორარს ვიღებ და გამო სადმე ჩავუსხდეთ. (გაგიხმა ეგ გაუქმებული ფეისბუქი)
lasha
April 14, 2011
კაი ბიჭის ფეისბუკს ხელი ბრატ
same old fears
April 23, 2011
წავიკითხე ერთხელ- გავერთე
მეორედ წავიკითხე დავფიქრდი
მესამედ წავიკითხე
-მიყვარდები თუ რა ხდება
lasha
April 23, 2011
ვინ ხარ მითხარი იქნებ მეც შემიყვარდე თორემ მარტოობა საშინლად მომბეზრდა, თან ბევრი უარყოფითი ემოციის მერე თუ ვინმეს შევუყვარდები ალბათ ბედნიერი ვიქნები
same old fears
April 23, 2011
:დ ჰა რა გადაწყვიტე ? :
:დ
:დ
same old fears
April 23, 2011
ნუ ეხლა ორი შემთხვევაა :დ
1) ეს დუმილი თანხმობის ნიშანი არ არის ნამდვილად
2) უძილობამ თავისი გაიტანა და შენს კლავიატურას შენი თავის ატანა უწევს რომელიც პერიოდულად ხვრინვის ხმას გამოსცემს :დ
ან პირველის შემდეგ მეორე :დ
რა იდეები მაწუხებს ხოლმედ
lasha
April 23, 2011
მაიცა და რა უნდა გადამეწყვიტა? უნდა შემყვარებოდი ?
))))))))))))))
same old fears
April 23, 2011
nwu nwu
;d
Sui Cide
April 24, 2011
ბევრი რამ მომეწონა…


)….
1.პირველი ის,რომ საოცრადი გულწრფელი ხარ და “2ლარით ჯადოსნობის” მოყოლა ციფრული მდგომარეობა იყო ჩემთვის შენი ჰიუმორისა…..
2.აღასდროს გადაგკოცნი,მეც არ მიყვარს და “ტეხავს ის რომ წამოვა უკან ხომ არ გავიწევი” მაკეთებინებს ხოლმე… და ნუ,რაღა ძალა გვადგია მაშინ….
3.იმდენად “კოხტად” გვატყობინებ ყველას,რომ დავიზღვიოთ თავი შენი “ნელთბილი კოცნის სმაილისგან”,რომ საოცრად ბევრი ვიცინე და იმის გახსენაბაც კი დავიწყე ამ ცოტაოდენ ხანში რაც გიცნობ,მეც ხომ არ გამოგტყუე ეგეთი სმაილი…. ჰოდა გადავრჩენილვარ მე….
პ.ს. დანარჩენს თუ გაინტერესებს მოდი და პირადად გეტყვი (ავითვისე რა გინდა
Sui Cide
April 25, 2011
ბევრი რამ მომეწონა…
1.პირველი ის,რომ საოცრადი გულწრფელი ხარ და “2ლარით ჯადოსნობის” მოყოლა ციფრული მდგომარეობა იყო ჩემთვის შენი ჰიუმორისა…..
2.აღასდროს გადაგკოცნი,მეც არ მიყვარს და “ტეხავს ის რომ წამოვა უკან ხომ არ გავიწევი” მაკეთებინებს ხოლმე… და ნუ,რაღა ძალა გვადგია მაშინ….
3.იმდენად “კოხტად” გვატყობინებ ყველას,რომ დავიზღვიოთ თავი შენი “ნელთბილი კოცნის სმაილისგან”,რომ საოცრად ბევრი ვიცინე და იმის გახსენაბაც კი დავიწყე ამ ცოტაოდენ ხანში რაც გიცნობ,მეც ხომ არ გამოგტყუე ეგეთი სმაილი…. ჰოდა გადავრჩენილვარ მე….
პ.ს. დანარჩენს თუ გაინტერესებს მოდი და პირადად გეტყვი (ავითვისე რა გინდა )….
lasha
April 26, 2011
მაინტერესებს რა თქმა უნდა, და პირადად განვაგრძოთ
პაატა
May 1, 2011
საინტერესო პიროვნება ჩანხარ, ლაშა!კარგი იქნებოდა ბლოგზე შენი email-იც დაგედო. ახლა ისღა დამრჩენია, გთხოვო, თავად შემეხმიანო email-ით. შეხვედრამდე!
maito
May 2, 2011
ძალიან, ძალიან მომეწონა
მშრალი კი არა, ზედმეტად ,,სველიც” კია შენი ბლოგი
მეექვსე კორპუსი, ჩემი მეექვსე
მომიკითხე, როცა ნახავ 
ისე, ბევრ რაღაცაში გეთანხმები, განსაკუთრებით ოსტატის, მასწავლებელის, პატრონის თუ მოძღვარის საკითხში. მეც მინდა ასეთი ვინმე მყავდეს, როგორც ფილმებში. ვინც მასწავლიდა ბევრ რამეს, მირჩვდა, რა გამეკეთებინა, აი იმ ნიჭს სხვები რო ვერ ხედავენ და ვერც მე ვხედავ, დაინახავდა და მეც დამანახებდა
სამსახური მეც მინდა, კარგი ანაზღაურებით, რამე ჟურნალისტური (სტაჟირება აღარ გამაგონოთ
).
nuc nuc
August 1, 2011
ჩვენი სასტიკად განხვავბული აზრების და მიუხედავად ამა თუ იმ თემაზე მაინც ძაან მიყვარხარ და უზომდ გაასებ ვაპასებ შენს შემოქმედებას დაა კრიტიკასაც კი :* მართლა ძააან მიყვარხარ :* :*
kariman kimadze
August 31, 2011
გამარჯობათ,
მე ვარ ბლოგ http://www.igeorgia.org -ის ავტორი ქარიმან ქიმაძე. მაინტერესებს ხომ არ დაგაინტერესებდათ ლინკების გაცვლა? თქვენ ბლოგროლში დაამატებდით ჩემი საიტის ლინკს, მე კი footer-ში თქვენი საიტის ლინკს.
ლინკი უნდა გამოიყურებოდეს ასე ბლოგი ekonomica
ველი თქვენს გამოხმაურებას. ჩემი ელფოსტაა: info@igeorgia.org
პატივისცემით,
ქარიმან ქიმაძე
x
September 11, 2011
mgoni mec mixaria rom gicnob, mam -100
lasha
September 12, 2011
mam-100 <3
Giorgi
October 26, 2011
სასიამოვნოა
) მეც თსუს სოც პოლზე ვარ ოღონდ პირველ კურსზე.. გადავხედავ შენს პოსტებს
)
პ
January 30, 2012
მიყვარხარ :* <3
lasha
January 30, 2012
კარქია რომ გიყვარვარ :დ
პ
February 1, 2012
შენ არ გიყვარვარ? ^_^
პ
February 1, 2012
მეც მასე ვფიქრობ,რომ კარქია :დ ^_^
lasha
February 4, 2012
თუ მეტყვი ვინ ხარ შეიძლება მეც მიყვარდე :დ
პ
February 4, 2012
მაგის თქმა რომ შემეძლოს აქამდე გეტყოდი
თუმცა არ მგონია მიცნობდე,კი არადა დარწმუნებული ვარ. ახლაც მგონი თავს გაბეზრებ,გაგვიგრძელდა საუბარი აქ,ნუ მე კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი მაგრამ…,ბევრი კითხულობს და.. ალბათ გესმის… ხოდა, მოკლედ, იცი ჩემი მეილი,გამიხარდება თუ ვირტუალურად ვიმეგობრებთ : ) ) უკიდურეს შემთხვევაში,შეგიძლია ეს კომენტარი არ გამოაქვეყნო
)
პ
February 5, 2012
pppppppmmmm@gmail.com