„კარგ დიასახლისს 7 ლარი უნდა ეყოს თვეში“ – ნანული შევარდნაძე „5 ლარი ნახევარი თვე, 20 დღე შეეხიდებათ თბილისელებს მგზავრობაში“ – გიგი უგულავა ეს ციტატები ჰგავს თუ არა ერთმანეთს თქვენ განსაჯეთ. ისიც თქვენ განსაჯეთ იყო თუ არა ლოგიკური ან ცხონებული ნანული შევარდნაძე ან ჯერ უცხონებელი გიგი უგულავა. როგორც მინიმუმ დავით კოპერფილდი უნდა იყო, რომ 5 ლარი… [Read more…]
ქართული პოლიტიკა რომ პოლიტიკის გარდა ყველაფერია, კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო დღეებში. ბიძინა ივანიშვილსაც მოუნდა „საქართველოს გადარჩენა პირსისხლიანი სააკაშვილისგან.“ მომღერალი შვილის პირით კი შემოგვითვალა, რომ „ქართულ ოცნებას“ აასრულებს. პირადად ჩემთვის, ბუნდოვანი და ბუნდოვანზე უფრო სულელური ცნება „ქართული ოცნებაა.“ ასეთი რამე უბრალოდ არ არსებობს. ივანიშვილი კი არა ათი იავნიშვილის მულტიმილიარდებიც უბრალოდ ვერ აასრულებს იმას, რაც არ არსებობს.… [Read more…]
2008 წლის აგვისტოს მერე რამდენი სახელმწიფოს ლიდერიც ჩამოვიდა საქართველოში, იმდენჯერ აღმოვაჩინეთ, რომ ამ სახელმწიფოს გადაურჩენია საქართველო რუსეთის ოკუპაციისგან. ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა, აშშ-მ გადაგვარჩინა. კაჩინსკი ჩამოვიდა, პოლონეთმა გადაგვარჩინა. ჯოზეფ ბაიდენი ჩამოვიდა, მაშნაც აშშ-მ გადაგვარჩინა. ლიტვის პრეზიდენტი ჩამოვიდა, ლიტვამ გადაგვარჩინა. და ა.შ. – გრძელი სიაა. ახლა სარკოზი ჩამოდის და როგორც ჩანს საფრანგეთს ყველაზე უფრო მეტად გადავურჩენივართ. მოკლედ… [Read more…]
ბანანაპოსტის ამინდი (განმარტება – პოსტში გამოყენებულ „უზრდელ სიტყვებს“ რაც შეეხება, ვიცი რომ გულის სიღმეში ყველას გსიამოვნებთ ამ სიტყვების გამოყენება-წაკითხვა, ამიტომ გთხოვთ ყალბი შეგონებები არ დამიწყოთ და გულწრფელად გაჩუმდით მაინც. სათარუად კი რაც შევარჩიე, იმიტომ შევარჩიე, რომ მიუხედვად ჩემი ბლოგის არასექსუალურობისა, ყველაზე ხშირად დასერჩვადი სიტყვა აქაც კი „სექსი“ და სექსის სხვადასხვა სახეობაა, ჰოდა აჰათ არასექსუალური „სექსები“)… [Read more…]
რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავას ლაივსტიმ-კონფერენციას ვუყურე და საშინლად დავითრგუნე. ჰო, აი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – დავითრგუნე. დამთრგუნა უგულავამ, ჩერგოლეიშვილმა, იქ დამსწრე საზოგადოებამ და უგულავასადმი დასმულმა შეკითხვებმა. გადავწყვიტე აღარასოდეს აღარაფერი დამეწერა, აღარც ფბ-ზე დამეპოსტა რამე, საერთოდაც თავი დამენებებინა “ილიაჭავჭავაძეობანასათვის” და ვინდოუსიდან ხალხის “შეგონება” შემეწყვიტა. მაგრამ ვერ ვითმენ. გული მწყდება, რომ ლისაბონში, მადრიდში და თითქმის… [Read more…]
(ციკლიდან – დავალებები თსუ-სთვის) ორი ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, ჩემი აზრით, საკუთარი თავის შეფასება და ჩარჩოებში მოქცევაა. მაგრამ დავალების „ხათრით,“ ახლა მომიწევს ორივე სისულელის ჩადენა. მოგიყვებით საკუთარი თავის შესახებ და თან ვეცდები გარკვეულ ფორმებშიც ჩავჯდე. ვეცდები, თუმცა ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ შეგპირდებით. სალექციო მასალის კითხვისას, მთელი გულით ვცდილობდი ტემპერამენტის მიხედვით ჩემი თავი რომელიმე ტიპში… [Read more…]
ამ დღეებში ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ყოფილა. მოიცადეთ, ჯერ არ ჩაკეცოთ ეს გვერდი, ამ „მოვლენას“ მხოლოდ ირიბად ვეხები პოსტში. დაუდგენელი მიზეზების გამო „ჯეი ბის“ საქართველოშიც გადაუხადეს იუბილე და რაც მოხდა იქ, შეგიძლიათ ამ ვიდეოში იხილოთ. რადგან ეს ვიდეო უკვე იხილეთ, სავარაუდოდ, თქვენც აღშფოთდით და მყისვე შემოგიტიათ ერის დეგრადირებაზე, ახალგაზრდობის დადებილებასა და უგემოვნობის აპოლოგიაზე მრავალმნიშვნელოვანმა ფიქრებმა,… [Read more…]
ჩემი რამდენიმე მეგობარი ჩამაცივდა, რომ რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე ძალიან შევიცვალე. მაგრამ შეცვლაცაა და შეცვლაც. მიმტკიცებენ, რომ უფრო „ცუდი“ გავხდი. (ისე საინტერესო კლასიფიკაციაა „ცუდი“ და „კარგი“, განსაკუთრებით ადამიანის მახასიათებლებზე საუბრისას) თან მადანაშაულებენ, რომ მოდას ავყევი და „ლიბერალობა“ და „პრადვინუტობა“ მოვინდომე. მოკლედ, ორ საკითხად დავყოფ და ისე გავცემ ყველას ერთად პასუხს, თორემ ცალ-ცალკე თავის მართლება მღლის. 1)რატომ… [Read more…]
სექსი ამ პოსტთან არაფერ შუაშია. ასე რომ, ვინც ჩემს ბლოგზე ამ სათაურით გამოწვეული სექსუალური ალუზიების გამო აღმოჩნდა, იმედები უნდა გავუცრუო. Facebook-ი . რა უნდა ვთქვა მე ამ სოციალურ ქსელზე ისეთი, რაც ჯერ არავის უთქვამს? არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ერთი რამ. აღარ მომწონს ის, რაც Facebook-ზე ხდება. არც რეკლამები მაწუხებს და ე.წ. „Like”-კონკურსებიც არ მანაღვლებს. არც… [Read more…]
(ციკლიდან- დავალებები თსუ-სთვის) როგორც იქნა სტუდენტი გავხდი… ამიხდა რამდენიმეწლიანი ოცნება და დღეს ჩემს საფულეში პირადობის მოწმობის გარდა, ორი სტუდბილეთია (პლასტიკური და ლამინირებული), თუმცა ჯერჯერობით არცერთი დამჭირვებია, თუ მაღლივის ბიბლიოთეკაში, წელიწადში რამდენიმე გამოცდისას, ზრდილობის გულისთვის დამკვირვებლისთვის წარდგენას არ ჩავთვლით. ფული ისევ არაა. არა, წუწუნი არაფერ შუაშია. ხანდახან რეალობის აღწერა წუწუნი გვგონია ხოლმე. მაგრამ დაე, ვისაც ჰგონია… [Read more…]
October 18, 2011
13