Browsing All Posts filed under »ჩანახატები/მოთხრობები«

ჩემი თიკა მასწი

August 23, 2011

11

კაი ტიპი თუ ხარ მასწავლებლები არ უნდა გიყვარდეს. ეს აქსიომაა. არ აქვს მნიშვნელოვანი შენს სოციალურ სტატუსს, ასაკს, განათლებას, პლიტიკურ შეხედულებებს და რწმენა-წარმოდგენებს. გინდ კაი ბიჭი იყო და ქუჩაში სულ ჩმდდშვც-ების ძახილით დარბოდე, გინდ განათლებულის შარავანდედი გმოსავდეს და ნონკონფორმისტი გეგონოს თავი. სკოლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტის წლების ჩათვლით, უნდა იცოდე რომ მასწავლებელი/ლექტორი არ უნდა გიყვარდეს. იმიტომ რომ მასწავლებელი… [Read more…]

კიდევ ერთხელ, ნაძალადევ სკეპტიციზმზე

January 9, 2011

14

უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა  „განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის“ მიერ გადაღებული ვიდეოები, სადაც ცნობილი თუ ნაკლებ ცნობილი ადამიანები გამოთქვამენ საკუთარ აზრს განსხვავებულობაზე. რეაქცია არაერთგავროვანია. მაგრამ გასაკვირი არ იქნებოდა მაგალითად, ჩემი ჰომოფობი ან ქსენოფობი ძმაკაცისაგან რომ მომესმინა კრიტიკა, რომელიც გასცდა ვიდეოებსა და ვიდეოს მონაწილეებს და ჯერ თავად ორგანიზაციის კრიტიკაში გადაიზარდა, შემდეგ კი „ფილოსოფიურ ჭმუჭვნაში“… [Read more…]

ცხოვრებისეული პოსტი :)

November 1, 2010

39

ჩემი ბლოგი ცოტა ისეთია, აი მშრალს რომ იტყვიან. ეს იმიტომ რომ პირადზე თითქმის არაფერს ვწერ. რამდენიმე ადამიანმა უკვე მისაყვედურა შენზეც დაწერე რამე, ნუ ხარ მშრალიო. თან უკვე მყავს ერთი ორი მუდმივი მკითხველი. ხოდა, აგერ ბატონო გამოვწურე საკუთარი თავი როგორც შემეძლო და ცხოვრებისეული პოსტიც გავაშანშალე. მოკლედ თუ ცოტათი მაინც გაინტერესებთ ვინ ჩემი ფეხები ვარ, ინებეთ :… [Read more…]

Screw u Moralists

October 3, 2010

28

ერთმა ნამდვილმა მწერალმა თქვა, ჭეშმარიტება შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში. ვერ ვიტან ამ ნეკროფილურ სიტყვას – „ჭეშმარიტება“. ბოდიში და რა ჩემი ფეხებია ის ? ოდესმე ვინმეს მიუგნია? ვინმეს უნახავს ან შეუგრძვნია ? არსებულა კი ოდესმე ეგ თქვენი ჭეშმარიტება? თუ კი, მაშინ როდის? თუ არა, მაშინ რატომღა გჯერათ რომ არსებობს? ალბათ, ზუსტად იმ შიშის გამო, რის… [Read more…]

დაცლილი მეორედის ჰანამი

June 20, 2010

9

(ვისაც წკითხული არ აქვს ჯერ “დაცლილი მეოთხედის ჰანამი” წაიკითხეთ თორემ აქ ვერაფერს გაიგებთ) მას შემდეგ , რაც  ერთის წერილი ორისთვის დავწერე დიდი ხანი გავიდა. არა ,  არც ისე დიდი … ჰანამი დამთავრდა და მე პირობა ვერ შევასრულე . ისევ და ისევ იმის გამო რომ „პესიმიზმი- აზრგამოცლილია, სუიციდი- დანაშაული შენს წინაშე, უღმერთობა კი რეალობა.“ საკურას ყვავილები… [Read more…]

ალმინა და მე

April 7, 2010

16

პირველად  ცირკში დედამ  მომიყვანა. სულ თოთო ვიყავი. თვალებზე თხელი აპკი მქონდა გადაკრული , (მას შემდეგ რამდენჯერ მიოცნებია რომ ისევ გადამკვროდა ის თანდაყოლილი ლიბრი მაგრამ ამაოდ) , სმენითაც თითქმის არ მესმოდა . არა , თითქმის კი არა საერთოდ არ მესმოდა. არ მახსოვს არაფერი.  მხოლოდ მონაყოლით ვიცი , რომ ვიყავი პატარა და ულამაზო . თუმცა ჩემი მშობლები… [Read more…]

გოგონა ჰორიზონტიდან

March 26, 2010

6

მიას ისევ თხოვდნენ კინოში წასვლას . მას შეეშინდა სიახლის და  არჩია სახლში დარჩენილიყო. უკვე მერამდენედ უნდა ჩაესუნთქა თავისივე ამონასუნთქი, დაძველებული ჰაერი და უკვე მერამდენედ უნდა შეფარებოდა თავის არსებობას. ყველაფერი იყო ნაცნობი და ათასჯერ გადამოწმებული . აქ არავინ არაფერზე ეჩხუბებოდა , არავინ აღშფოთდებოდა და არ გააკრიტიკებდა, როგორც კონფორმისტს ან როგორც არაკონფორმისტს. ამ ჩაობებულ კედლებში , მდოგვის… [Read more…]

რე

March 8, 2010

8

ახლადგაღვიძებული მზის სხივები თეთრად შეფეთქილმა სახლებმა შთანთქეს ისე , რომ ჩემს საძინებლამდე არც ერთს არ მოუღწევია . და დილის რომანტიკაც აქ ჩაკვდა. ლოგინის სითბოსა და ნებივრობას რატომღაც წამოდგომა და თბილისის მომაბეზრებელ ქუჩებში ხეტიალი ვამჯობინე. ჯერ კიდევ საწოლში წოლისას დამეუფლა უცნაური გრძნობა. ვიღაც ამომძახოდა სხეულიდან, რომ დღეს უბრალოდ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი , რომ დღეს უნდა მოღებოდა… [Read more…]

ხმა ”ანგლეტერის” ახლოს

March 5, 2010

3

”ოცნებებს გული ამოუგლეჯიათ , ან გული რაღად მინდოდა და ან ოცნებები? ნუთუ ჯობდა რომ ოცნებების ნაცვლად საერთოდ არ მესუნთქა?” ამდენი ფიქრით დაღლილმა გადაწყვიტა მდინარის ნაპირზე ჩამომჯდარიყო.. ტაატით მიმავალმა ტალღამ თვალი მოსწყვიტა. ტალღაც თითქოს მას ეთამაშებოდა. მან ჯერ წყალში ჩაყვინთა, შემდეგ ამოხეთქა როგორც ბოღმამ მეგობრის გულში, შემდეგ ვიღაცას ამოუდგა მხარში და ასე ნელი ტანგოთი კიდევ უფრო… [Read more…]

ზღვისფერია ქვიშა

February 27, 2010

6

ზღვისფერი ქვიშის ამბავი , რომელიც ფურცელზე იღვრებოდა როგორც, მისი ბაგეებიდან გადმოღვრილი ჯოკინდასეული სევდანარევი  ბედნიერების ღიმილი, სულაც არ მომხდარა ერთხელ. იმას, რასაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ და სინამდვილეში არც კი ვიცით რა ჰქვია,  მისთვის მხოლოდ დაბადების უნარი მიუნიჭებია . როდესაც იგი ექვსდღიანი შრომით დაღლილი, ზღვის ნაპირზე ჩამომჯდარა დასასვენებლად , ჩუმად ჩასძინებია. ხელში შერჩენილი ყალმის წვერიდან კი ზღვისფერ… [Read more…]

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 269 other followers