კაი ტიპი თუ ხარ მასწავლებლები არ უნდა გიყვარდეს. ეს აქსიომაა. არ აქვს მნიშვნელოვანი შენს სოციალურ სტატუსს, ასაკს, განათლებას, პლიტიკურ შეხედულებებს და რწმენა-წარმოდგენებს. გინდ კაი ბიჭი იყო და ქუჩაში სულ ჩმდდშვც-ების ძახილით დარბოდე, გინდ განათლებულის შარავანდედი გმოსავდეს და ნონკონფორმისტი გეგონოს თავი. სკოლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტის წლების ჩათვლით, უნდა იცოდე რომ მასწავლებელი/ლექტორი არ უნდა გიყვარდეს. იმიტომ რომ მასწავლებელი… [Read more…]
(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”) 26 მაისს მე და დამოუკიდებელი საქართველო ტოლები გავხდებით. ბოლო რამდენიმე კვირაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთი საინტერესო ვიდეორგოლი ტრიალებს. კლიპში აფხაზეთიდან დევნილი ბიჭის ცხოვრებაა გადმოცემული, პარალელურად კი ჩნდება ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის „ეპოქების“ ამსახველი კადრები. ვიდეოში რატომღაც მხოლოდ გამსახურდიასა და შევარდნაძის პრეზიდენტობისას მომხდარი ნეგატიური მოვლენებია ასახული. 2003 წლის შემდეგ მომხდარი… [Read more…]
(თავდაპირველად დაიბეჭდა გაზეთში „დრონი“) როდესაც სკოლაში მსოფლიო ისტორიას ვსწავლობდი, მახსოვს, როგორი ხალისითა და ინტერესით ვკითხულობდი პარაგრაფებს 1960-იანი წლების ამერიკის შესახებ. გულწრფელ აღტაცებას იწვევდა ჩემში უბრალო ამერიკელი სტუდენტების ორგანიზებული, მშვიდობიანი, ნახევრად-რომანტიკული მუსიკალური აქციები და პაციფისტური გამოსვლები. ჩემს ახალგაზრდულ თავმოყვარეობაზე შთამაგონებლად მოქმედებდა ჰიპური და ნონ-კონფორმისტული სულით გაჟღენთილი ამერიკელების ცხოვრების სტილი. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი სტუდენტობაც ასეთი საინტერესო… [Read more…]
(თამთა სიხარულიძის მეორე პოსტი ჩემს ბლოგზე) 22-28 აპრილის Weekend-ში სტატია გამოქვეყნდა თსუ-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ამჯერად არ ვისაუბროთ ავტორის მიერ დამახინჯებულ ფაქტებსა ან ამ სტატიის უნიკალობაზე (თვითმართველობის ბრწყინვალე არგუმენტებმა თავი მოიყარა ერთ წყაროში). მთელ ამ ქაოსში ჩემთვის ერთადერთი წინადადებაა ძალზე მნიშვნელოვანი: „ოთხშაბათისთვის სტუდენტებმა უნდა მოგვაწოდონ იმ წიგნების ჩამონათვალი, რომელთა თარგმნაა საჭირო“… აქამდეც და ამ ამბების შემდეგაც აქა-იქ… [Read more…]
თუკი თსუ-ში მომხდარ ამბებზე ჯერაც არაფერი იცი, მაშინ გირჩევ უბრალოდ ჩაკეცო ეს გვერდი და ინტერნეტში ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემას გადახედო. თემა, რომელიც ყველაზე მეტად, ალბათ, მე და ჩემს მეგობრებს გვეხება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა აწუხებდეს ჩემს ბლოგზე არ მიხსენებია ჯერჯერობით. არ მინდოდა ცხელ გულზე რამე დამეწერა და მკითხველს, მხოლოდ ჩემი ემოციები… [Read more…]
ეს იმ იშვიათ პოსტთაგანია, რომლითაც ვცდილობ ინფორმაცია გავავრცელო. მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ გვიხარია ოკუპაციის მუზეუმის ქონა და განვაგრძობთ ტკბობას საქართველოს „დაჩაგვრისა და დამონების“ ისტორიით; მაშინ, როდესაც ზეზვასა და მზიას პასპორტებს ვეძებთ, ეგებ სადმე თიხის ფირფიტაზე ან ხბოს ტყავზე შენგენის ვიზა იყოს ჩარტყმულიო, რატომღაც სათანადო ყურადღებას არ\ვერ ვაქცევთ კულტურის იმ ნაწილს, რომლითაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებით… [Read more…]
ამ დღეებში ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ყოფილა. მოიცადეთ, ჯერ არ ჩაკეცოთ ეს გვერდი, ამ „მოვლენას“ მხოლოდ ირიბად ვეხები პოსტში. დაუდგენელი მიზეზების გამო „ჯეი ბის“ საქართველოშიც გადაუხადეს იუბილე და რაც მოხდა იქ, შეგიძლიათ ამ ვიდეოში იხილოთ. რადგან ეს ვიდეო უკვე იხილეთ, სავარაუდოდ, თქვენც აღშფოთდით და მყისვე შემოგიტიათ ერის დეგრადირებაზე, ახალგაზრდობის დადებილებასა და უგემოვნობის აპოლოგიაზე მრავალმნიშვნელოვანმა ფიქრებმა,… [Read more…]
ახალგაზრდა იურისტებისა და IREX-ის ერთობლივი ტრენინგის შესახებ წინა პოსტში ვისაუბრე, დღეს კი ამ ტრენინგის მეორე დღე იყო. სიმართლე გითხრათ დღეს საოცრად დავიღალეთ თითქმის ყველანი, (ერთიორს კინაღამ ჩაგვეძინა კიდეც) თუმცა თემატიკა გუშინდელის მსგავსად საკმაოდ საინტერესო და რთული იყო, ამასთანავე განვიხილეთ რეალობიდან აღებული რამდენიმე ქეისი, რომლებმაც სიმართლე გითხრათ კიდევ უფრო შემირყია საქართველოში სამართლიანობის პოვნის რწმენა. პოსტის ბოლოს… [Read more…]
(პოსტვა არპოსტვა, საკითხავი აი ესაა- shakespeare.wordpress.com ) მაშინ როდესაც ბლოგერების უმეტესობა თიბისი ბანკის მოწყობილი „ფართისთვის“ თავს იბანდა, თმებს იშრობდა ან რამეს აკეთებდა, „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ რამდენიმე ბლოგერი, რამდენიმე ჟურნალისტი და მე ქართულ ბლოგოსფეროზე ვმსჯელობდით. ზოგადად ასეთი ტიპის დისკუსიებისადმი, ცოტათი სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან როგორც წესი, აზრის გამოთქმის საშუალება მონაწილეთა რაოდენობის ზრდის პროპორციულად მცირდება ხოლმე. თუმცა ვფიქრობ,… [Read more…]
“ლაპარაკობთ ჩემს ზურგს უკან???? ე.ი. მე წინ ვდგავარ. ჩემს ცხოვრებას აკრიტიკებთ? ე.ი. თქვენს ცხოვრებაზე საინტერესოა. ცდილობთ მომიძებნოთ ნაკლი? ე.ი. გშურთ ჩემი. ტალახის ღირსად მთვლით? ე.ი. აქამდე სუფთად მივლია. ასე გააგრძელეთ )) მომიტევებია…” (ვიღაცის სიტყვები ) ( “პრელუდია” – უკვე შევეჩვიე მეგობრებისგან, კურსელებისგან, ნაცნობებისგან, უბრალო შემხედრებისგან საყვედურს, რომ ყველაფერს ვაკრიტიკებ, ვაპროტესტებ და ვწუწუნებ, რომ ყველაფერში ცუდს… [Read more…]
August 23, 2011
11