Browsing All posts tagged under »გრძნობა«

მოხუცები სასიყვარულო სამკუთხედში

May 20, 2012

0

(თარგმანი)სამი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი – ჯეინი, 82 წლის; უილი, 84 წლის და ადინა, 90 წლის – ერთგვარი სასიყვარულო სამკუთხედით ცდილობს, შეიმსუბუქოს მარტოობის ტკივილი და ასაკის მატების ყოველდღიური შიში. ტრიო ყოველდღიურად ხვდება ერთმანეთს ზრუნვის ცენტრის მთავარ განყოფილებაში (ისინი ცენტრის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ), რათა ერთად გაატარონ დარჩენილი დღეები. უილი ჯერ ჯეინს გაუვლის ხოლმე თავის ზრუნვის ცენტრში, ხანგრძლივი… [Read more…]

პასიურობა – ნორმა ჩვენს რეალობაში

May 12, 2011

16

(თავდაპირველად დაიბეჭდა გაზეთში „დრონი“) როდესაც სკოლაში მსოფლიო ისტორიას ვსწავლობდი, მახსოვს, როგორი ხალისითა და ინტერესით ვკითხულობდი პარაგრაფებს 1960-იანი წლების ამერიკის შესახებ. გულწრფელ აღტაცებას იწვევდა ჩემში უბრალო ამერიკელი სტუდენტების ორგანიზებული, მშვიდობიანი, ნახევრად-რომანტიკული მუსიკალური აქციები და პაციფისტური გამოსვლები. ჩემს ახალგაზრდულ თავმოყვარეობაზე შთამაგონებლად მოქმედებდა ჰიპური და ნონ-კონფორმისტული სულით გაჟღენთილი ამერიკელების ცხოვრების სტილი. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი სტუდენტობაც ასეთი საინტერესო… [Read more…]

ჯასტინ ბიბერი საქართველოს დემოგრაფიის სამსახურში :)

March 9, 2011

17

ამ დღეებში ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ყოფილა. მოიცადეთ, ჯერ არ ჩაკეცოთ ეს გვერდი, ამ „მოვლენას“ მხოლოდ ირიბად ვეხები პოსტში. დაუდგენელი მიზეზების გამო „ჯეი ბის“ საქართველოშიც გადაუხადეს იუბილე და რაც მოხდა იქ, შეგიძლიათ ამ ვიდეოში იხილოთ. რადგან ეს ვიდეო უკვე იხილეთ, სავარაუდოდ, თქვენც აღშფოთდით და მყისვე შემოგიტიათ ერის დეგრადირებაზე, ახალგაზრდობის დადებილებასა და უგემოვნობის აპოლოგიაზე მრავალმნიშვნელოვანმა ფიქრებმა,… [Read more…]

მეც არ ვიცი

May 11, 2010

12

(იქნებ მივიდეს მის ნაზ ყურამდე) შენ ბრალს ისევ მე მდებ და მე ვწუხვარ, უკვე მერამდენედ ? მე შენ ხელი გკარი და შენ ჩუმად ტირი, უკვე მერამდენედ ? შენ მე რაღაც მთხოვე და მე ვერ გისრულებ, უკვე მერამდენედ? მე შენ ბოდიშს გიხდი და შენ კვლავ მიღიმი, უკვე მერამდენედ ? მე შენ ბედნიერს მხდი, ჩუმად გულში ვმღერი,… [Read more…]

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 269 other followers