Browsing All posts tagged under »ისტორია«

87 = 101, ანუ საპარლამენტო კარიკატურები

July 10, 2011

2

(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”) ყოველთვის ვცდილობ პოლიტიკაზე ნაციონალური ან გლობალური მასშტაბით არ ვწერო. ვცდილობ საზოგადოება ვაკრიტიკო და არა პოლიტიკოსები. მე ხომ ახალგაზრდა ვარ და ჯერ-ჯერობით საკუთარ თავზე ასეთი მნიშვნელოვანი დასკვნების აღება ერთგვარ თავხედობადაც კი შეიძლება ჩამომართვან. თუმცა, ამ შემთხვევაში ცოტათი გავთამამდები. უბრალო ადამიანების მოსაზრების წაკითხვა ან მოსმენა ზოგჯერ შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს. პოლიტიკოსების ან ე.წ. ექსპერტებისაგან… [Read more…]

გაიქეცი ლაშა, გაიქეციიიიი

June 14, 2011

28

რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავას ლაივსტიმ-კონფერენციას ვუყურე და საშინლად დავითრგუნე. ჰო, აი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – დავითრგუნე. დამთრგუნა უგულავამ, ჩერგოლეიშვილმა, იქ დამსწრე საზოგადოებამ და უგულავასადმი დასმულმა შეკითხვებმა. გადავწყვიტე აღარასოდეს აღარაფერი დამეწერა, აღარც ფბ-ზე დამეპოსტა რამე, საერთოდაც თავი დამენებებინა “ილიაჭავჭავაძეობანასათვის” და ვინდოუსიდან ხალხის “შეგონება” შემეწყვიტა. მაგრამ ვერ ვითმენ. გული მწყდება, რომ ლისაბონში, მადრიდში და თითქმის… [Read more…]

20-წლიანი მოთხოვნა

June 2, 2011

2

(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”) უკვე 20 წელია, საქართველოს სახელმწიფო ჰქვია. ოცივე წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ წელს, ქართველები მოვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას და ახალ მთავრობას. რამდენჯერმე შევძელით კიდეც ამ სანუკვარი ოცნების ასრულება, თუმცა მადა ჭამაში მოდისო და, ახალ პოლიტიკურ სისტემასაც ისეთივე მონდომებით მოვუწოდებთ გადადგომისაკენ, როგორც ამას წინა სისტემის დროს ვაკეთებდით. შედეგად მივიღეთ სამოქალაქო ომი, დაკარგული ტერიტორიები, რევოლუციები, რამდენიმე „7… [Read more…]

ბავშვობაში ჩარჩენილი საქართველო

May 27, 2011

13

(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”) 26 მაისს მე და დამოუკიდებელი საქართველო ტოლები გავხდებით. ბოლო რამდენიმე კვირაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთი საინტერესო ვიდეორგოლი ტრიალებს. კლიპში აფხაზეთიდან დევნილი ბიჭის ცხოვრებაა გადმოცემული, პარალელურად კი ჩნდება ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის „ეპოქების“ ამსახველი კადრები. ვიდეოში რატომღაც მხოლოდ გამსახურდიასა და შევარდნაძის  პრეზიდენტობისას მომხდარი ნეგატიური მოვლენებია ასახული.  2003 წლის შემდეგ მომხდარი… [Read more…]

პასიურობა – ნორმა ჩვენს რეალობაში

May 12, 2011

16

(თავდაპირველად დაიბეჭდა გაზეთში „დრონი“) როდესაც სკოლაში მსოფლიო ისტორიას ვსწავლობდი, მახსოვს, როგორი ხალისითა და ინტერესით ვკითხულობდი პარაგრაფებს 1960-იანი წლების ამერიკის შესახებ. გულწრფელ აღტაცებას იწვევდა ჩემში უბრალო ამერიკელი სტუდენტების ორგანიზებული, მშვიდობიანი, ნახევრად-რომანტიკული მუსიკალური აქციები და პაციფისტური გამოსვლები. ჩემს ახალგაზრდულ თავმოყვარეობაზე შთამაგონებლად მოქმედებდა ჰიპური და ნონ-კონფორმისტული სულით გაჟღენთილი ამერიკელების ცხოვრების სტილი. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი სტუდენტობაც ასეთი საინტერესო… [Read more…]

მამების ანუ მკვდარ თაობაზე

December 16, 2010

48

“ლაპარაკობთ ჩემს ზურგს უკან???? ე.ი. მე წინ ვდგავარ. ჩემს ცხოვრებას აკრიტიკებთ? ე.ი. თქვენს ცხოვრებაზე საინტერესოა. ცდილობთ მომიძებნოთ ნაკლი? ე.ი. გშურთ ჩემი. ტალახის ღირსად მთვლით? ე.ი. აქამდე სუფთად მივლია. ასე გააგრძელეთ )) მომიტევებია…” (ვიღაცის სიტყვები ) ( “პრელუდია” – უკვე შევეჩვიე მეგობრებისგან, კურსელებისგან, ნაცნობებისგან, უბრალო შემხედრებისგან საყვედურს, რომ ყველაფერს ვაკრიტიკებ, ვაპროტესტებ და ვწუწუნებ, რომ ყველაფერში ცუდს… [Read more…]

დიანა არბუსი- ყველაფერი ფოტოხელოვნებაში

October 24, 2010

6

მის ცხოვრებაში, ფოტოგრაფიასა და სიკვდილში არ ყოფილა არაფერი უმნიშვნელო ან ბანალური.“ რიჩარდ ავედონი (ყოველთვის ვამბობდი, რომ ფოტოგრაფია „მესაინტერესოება“ მეთქი. მაგრამ რეალურად არასდროს არაფერს ვაკეთებდი, რომ რამე კონკრეტული გამეგო ამ სფეროში.  შემთხვევით წავაწყდი დიანა არბუსის ბიოგრაფიას, მის სურათებს და მართლა აღფრთოვანებული ვარ. (ჩემდა სამარცხვინოდ, ამ ადამიანის შესახებ არაფერი მქონდა გაგებული). მოკლედ, მართლა აღფრთოვანებული ვარ არბუსის ბიოგრაფიითა… [Read more…]

ინგლისის პარლამენტის შექმნა

October 24, 2010

22

(“რეფორმაცია და კონტრეფორმაციაში” დავალებიდან;  შეიძლებმა ბევრმა იცოდეს რაც აქ წერია, მაგრამ ზოგისთვის რაღაც მაინც იქნება საინტერესო)   მანამ, სანამ ინგლისში რეალური საკანონმდებლო ორგანო შეიქმნებოდა, მეფეები შეზღუდულები იყვნენ ადათითა და  „ჩვეულებითი სამართლით“ (გვარ-ტომობრივი სტადიიდან მოყოლებული, საზოგადოების განვიტარების პროცესში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ურთიერთობების წესებს ერთობლიობით). აღნიშნული სამართლის აღსრულებაში მონაწილეობდა „ბრძენთა საბჭო“. XI-XII საუკუნეებში  „ბრძენთა საბჭოდან“ წარმოიშვა „სამეფო საბჭო“… [Read more…]

Reporters without borders რეპორტიორები საზღვრების გარეშე

October 17, 2010

0

დაარსდა 1985 წელს. რეპორტიორები საზღვრების გარეშე : იცავს ჟურნალისტებსა და მედია ასისტენტებს, პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო დაპატიმრების, დევნისა და წამებისაგან. იბრძვის ცენზურისა და კანონების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლის პრესის თავისუფლებას; ფინანსურად ეხმარება 100-ზე მეტ ჟურნალისტსა და მედია-მუშაკს ყოველწლიურად (უფარავს გადასახადებს, ჯანდაცვის ხარჯებს …), აგრეთვე ეხმარება დაღუპული ჟურნალისტების ოჯახებს; მუშაობს რათა დაიცვას მედია-მუშაკები, განსაკუთრებით ისინი ვინც… [Read more…]

4 უდიდესი საინფორმაციო სააგენტოს ისტორია

October 9, 2010

0

არამგონია ვინმეს სჭირდებოდეს იმის ახსნა თუ რა დატვირთვა აქვთ დღეს საინფორმაციო სააგენტოებს. ამ პოსტში თქვენ წაიკითხავთ მსოფლიოში ოთხი ყველაზე დიდი საინფორმაციო სააგენტოს მოკლე ისტორიას. გლობალური ჟურნალისტიკა: საერთაშორისო კომუნიკაციის კვლევა. რედაქტორი – ჯონ მერილი ,,აჟანს-ფრანს-პრესი“ (AFP) საინფორმაციო სააგენტოების განვითარებას დასაბამი დაედო 1835 წელს, როდესაც ახალგაზრდა ფრანგმა შარლ-ლუი ავამ ჩამოაყალიბა ,,ავას“ სააგენტო პარიზში, რომელიც დღევანდელი ,,ეი-ეფ-პის“ წინამორბედი… [Read more…]

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 269 other followers