Browsing All posts tagged under »სიკვდილი«

მოხუცები სასიყვარულო სამკუთხედში

May 20, 2012

0

(თარგმანი)სამი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი – ჯეინი, 82 წლის; უილი, 84 წლის და ადინა, 90 წლის – ერთგვარი სასიყვარულო სამკუთხედით ცდილობს, შეიმსუბუქოს მარტოობის ტკივილი და ასაკის მატების ყოველდღიური შიში. ტრიო ყოველდღიურად ხვდება ერთმანეთს ზრუნვის ცენტრის მთავარ განყოფილებაში (ისინი ცენტრის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ), რათა ერთად გაატარონ დარჩენილი დღეები. უილი ჯერ ჯეინს გაუვლის ხოლმე თავის ზრუნვის ცენტრში, ხანგრძლივი… [Read more…]

ღვთის სასჯელი

March 24, 2011

33

რამდენიმე დღეა ჩემ გარშემო მუდმივი შფოთვაა : ზოგი იმაზე შფოთავს, რომ ვიღაცებს იაპონიის მოველენები ღვთის სასჯელი ჰგონია, ზოგი კიდევ იმაზე, რომ მეორედ მოსვლა მოახლოვდა და თუ სასწრაფოდ არ მოვეგებით გონს, მალე საქართველოშიც დაიწყება ცეცხლის წვიმები და კალიების შემოსევა. მოკლედ, იმაზე აღარ დავწერ რაც ისედაც იცით („ლიბერალის“ ვიდეო, რომელიღაც მღვდლის ქადაგება და სოც,ქსელებში გავრცელებული სხვადასხვა მასალა).… [Read more…]

დიანა არბუსი- ყველაფერი ფოტოხელოვნებაში

October 24, 2010

6

მის ცხოვრებაში, ფოტოგრაფიასა და სიკვდილში არ ყოფილა არაფერი უმნიშვნელო ან ბანალური.“ რიჩარდ ავედონი (ყოველთვის ვამბობდი, რომ ფოტოგრაფია „მესაინტერესოება“ მეთქი. მაგრამ რეალურად არასდროს არაფერს ვაკეთებდი, რომ რამე კონკრეტული გამეგო ამ სფეროში.  შემთხვევით წავაწყდი დიანა არბუსის ბიოგრაფიას, მის სურათებს და მართლა აღფრთოვანებული ვარ. (ჩემდა სამარცხვინოდ, ამ ადამიანის შესახებ არაფერი მქონდა გაგებული). მოკლედ, მართლა აღფრთოვანებული ვარ არბუსის ბიოგრაფიითა… [Read more…]

სამი ჟურნალისტით ნაკლები

August 31, 2010

0

როგორც გახსოვთ რამოდენიმე ხნის წინ ჩემს ბლოგზე დავდე იმ 22 ჟურნალისტის მოკლე ბიოგრაფია , რომლებიც წელს საკუთარი პროფესიის გამო მოკლეს. უმოკლეს პერიოდში კი მათ რიცხვს კიდევ სამი ადამიანი მიემატა . 1)ანდრიანსია მატრაისი- „Merauke TV” -2010 წლის 30 ივლისი, ინდონეზია.  ორი დღის შემდეგ, რაც მატრაისის  ოჯახმა ჟურნალისტზე ძებნა გამოაცხადა, „Merauke TV”-ს კორესპონდენტის გვამი მაშველთა ჯგუფმა მდინარე… [Read more…]

„ფსევდო-ფემინისტრური“ პოსტი

August 14, 2010

2

ამ პოსტში გაგაცნობთ 8 ქალბატონს , რომლებმაც თავიანთი საქმიანობითა  და ცხოვრებით მსოფლიოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვიეს. 1)აილინ  ვუარნოსი. აილინ კაროლ ვუორნოსი (1956-2002)  გახლდათ სერიული მკვლელი ფლორიდიდან (აშშ), რომელმაც 1989-1990 წლებში შვიდი კაცი მოკლა. აილინის მტკიცებით, შვიდივე მსხვერპლი მან დახოცა იმის გამო, რომ პროსტიტუტად მუშაობისას თითოეულმა მათგანმა გააუპატიურა ან სცადა მისი გაუპატიურება. წაყენებული ბრალდებებიდან მას ექვსი კაცის… [Read more…]

გაეროს რეკომენდაციები იმ ჟურნალისტებისათვის, ვინც ნარკოტიკების თემას აშუქებს

August 9, 2010

0

თქვენი პუბლიკაცია ზიანის ან უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება , თუ ის შეიცავს: არაზუსტ ტერმინოლოგიას ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მაგ: ნარკოტიკების ხელოვნური დაყოფა ე.წ. „მსუბუქ „ და „მძიმე“ ნარკოტიკებად. ყველა ნარკოტიკი მავნებელია და აკრძალულია გაეროს კონვენციით; ცნობებს წარმატებული და სახელგანთქმული ადამიანის მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ. ნარკოტიკებისათვის ხოტბას კინოფილმებში, სიმღერებსა თუ სარეკლამო პროდუქციაში; ინფორაციას  იმ მოგებაზე, რომელიც ნარკოტიკებით უკანონო… [Read more…]

„იცოცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს“

August 6, 2010

0

(სტიგმა; შიდსთან ასოცირებული სტიგმა) რამოდენიმე დღის განმავლობაში ვესწრებოდი საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ მიერ მოწყობილ ტრეინინგს თემაზე „შიდსთან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია.“ არ ვაპირებ დაწვრილებით მოვყვე რა და როგორ ხდებოდა ამ ტრეინინგზე, თუმცა გადავწყვიტე, რომ კარგი იქნებოდა თუკი ჩემი ბლოგის მკითხველიც შეძლებდა მინიმალურად მაინც გაეცნობოდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს. სტიგმა (ბერძნ.-ლაქა; დამღა)განიხილება, როგორც ძლიერი სოციალური იარლიყი, რომელიც… [Read more…]

2010 წელს უკვე 39-ჯერ მოგვკლეს

July 31, 2010

1

CPJ-ს მონაცემებით 2010 წელს მოკლული ჟურნალისტები: მკვლელობის მოტივი გარკვეულია (ანუ მკვლელობა უკავშირდება უშუალოდ ჟურნალისტურ საქმიანობას) სულ 22 ჟურნალისტი ვიჯაი  პრატაფ სინაჰი - “Indian express”- 2010 წლის 20 ივლისი. ინდოეთი. 36 წლის კორესპონდენტი, დაიღუპა 12 ივლისს დაბომბვისას მიღებული ჭრილობების გამო. დარჩა ცოლი და 2 შვილი; ჯინ-ლეონარდ რუგამბარგი- “Umuvugizi”  2010 წლის 20 ივნისი, რუანდა. ადგილობრივი ტაბლოიდური ჟურნალის… [Read more…]

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 269 other followers