„კარგ დიასახლისს 7 ლარი უნდა ეყოს თვეში“ – ნანული შევარდნაძე „5 ლარი ნახევარი თვე, 20 დღე შეეხიდებათ თბილისელებს მგზავრობაში“ – გიგი უგულავა ეს ციტატები ჰგავს თუ არა ერთმანეთს თქვენ განსაჯეთ. ისიც თქვენ განსაჯეთ იყო თუ არა ლოგიკური ან ცხონებული ნანული შევარდნაძე ან ჯერ უცხონებელი გიგი უგულავა. როგორც მინიმუმ დავით კოპერფილდი უნდა იყო, რომ 5 ლარი… [Read more…]
2008 წლის აგვისტოს მერე რამდენი სახელმწიფოს ლიდერიც ჩამოვიდა საქართველოში, იმდენჯერ აღმოვაჩინეთ, რომ ამ სახელმწიფოს გადაურჩენია საქართველო რუსეთის ოკუპაციისგან. ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა, აშშ-მ გადაგვარჩინა. კაჩინსკი ჩამოვიდა, პოლონეთმა გადაგვარჩინა. ჯოზეფ ბაიდენი ჩამოვიდა, მაშნაც აშშ-მ გადაგვარჩინა. ლიტვის პრეზიდენტი ჩამოვიდა, ლიტვამ გადაგვარჩინა. და ა.შ. – გრძელი სიაა. ახლა სარკოზი ჩამოდის და როგორც ჩანს საფრანგეთს ყველაზე უფრო მეტად გადავურჩენივართ. მოკლედ… [Read more…]
დღეს დილით ფბ-ში შესულს ახალი „ცხელი“ ამბავი დამხვდა. ფოტოგრაფები დაიჭირეს ჯაშუშობის ბრალდებით. გარკვევით არავინ არაფერი იცოდა გარდა იმისა, რომ რამდენიმე ფოტოგრაფი დააკავეს. მოკლედ ხალხი აწრიალებული დამხვდა. აქციაც დაგეგმეს ჟურნალისტური სოლიდარობის გამოსახატად. 12 საათზე კი გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაში საინფორმაციო გამოშვება დაიწყო. პირველი ნიუსი – რკინიგზა; მეორე ნიუსი – გველები თბილისში; მესამე ნიუსი – კალიები ქვემო ქართლში;… [Read more…]
რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავას ლაივსტიმ-კონფერენციას ვუყურე და საშინლად დავითრგუნე. ჰო, აი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – დავითრგუნე. დამთრგუნა უგულავამ, ჩერგოლეიშვილმა, იქ დამსწრე საზოგადოებამ და უგულავასადმი დასმულმა შეკითხვებმა. გადავწყვიტე აღარასოდეს აღარაფერი დამეწერა, აღარც ფბ-ზე დამეპოსტა რამე, საერთოდაც თავი დამენებებინა “ილიაჭავჭავაძეობანასათვის” და ვინდოუსიდან ხალხის “შეგონება” შემეწყვიტა. მაგრამ ვერ ვითმენ. გული მწყდება, რომ ლისაბონში, მადრიდში და თითქმის… [Read more…]
(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”) უკვე 20 წელია, საქართველოს სახელმწიფო ჰქვია. ოცივე წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ წელს, ქართველები მოვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას და ახალ მთავრობას. რამდენჯერმე შევძელით კიდეც ამ სანუკვარი ოცნების ასრულება, თუმცა მადა ჭამაში მოდისო და, ახალ პოლიტიკურ სისტემასაც ისეთივე მონდომებით მოვუწოდებთ გადადგომისაკენ, როგორც ამას წინა სისტემის დროს ვაკეთებდით. შედეგად მივიღეთ სამოქალაქო ომი, დაკარგული ტერიტორიები, რევოლუციები, რამდენიმე „7… [Read more…]
(ციკლიდან – დავალებები თსუ-სთვის) ორი ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, ჩემი აზრით, საკუთარი თავის შეფასება და ჩარჩოებში მოქცევაა. მაგრამ დავალების „ხათრით,“ ახლა მომიწევს ორივე სისულელის ჩადენა. მოგიყვებით საკუთარი თავის შესახებ და თან ვეცდები გარკვეულ ფორმებშიც ჩავჯდე. ვეცდები, თუმცა ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ შეგპირდებით. სალექციო მასალის კითხვისას, მთელი გულით ვცდილობდი ტემპერამენტის მიხედვით ჩემი თავი რომელიმე ტიპში… [Read more…]
სათაურს რომ წაიკითხავთ ალბათ, დასკვნა იქნება რომ რაღაც არაადეკვატურად აღვიქვი და ახლა ამის შესახებ ვწერ. მაგრამ, ვიდრე დიაგნოზს დამისვამდეთ, მოდით ბოლომდე ჩაიკითხეთ ეს პოსტი. „ცხელი შოკოლადის“ ამ თვის ნომერში რატი ამაღლობელის სარედაქციო წერილია გამოქვეყნებული. მისი მთლიანი შინაარსი არამგონია საინტერესო იყოს იქიდან გამომდინარე თუ რისი თქმა მსურს. მხოლოდ ერთ ამონარიდს მოვტან.(შეგახსენებთ, ეს ის რატია, რომელმაც რამდენიმე… [Read more…]
შექსპირიდან მოყოლებული თითქმის ყველა გაიძახის სიყვარული ბრმააო. მე თუ მკითხავთ ბრმაცაა, ყრუც, მუნჯიც და უფრო მეტიც -სიყვარული ყ…ა. აბა თუ მე ვცდები გეკითხებით ამ ფოტოებზე რა ხდება ? ფლეიბოის ახალგაზრდა, ძალიან მომხიბლავი და სექსუალური მოდელი თავის „პატარა“ „ცხოველუკა“ ბოიfრენდთან ერთად.
(სადიანღაც მაქვს გადმოთარგმნილი 1900–არეულობაში) როგორც წესი წიგნები, რომლებიც შეიცავენ მკრეხელობის, რასიზმის, ძალადობის, აშკარა სექსიზმის ნიშნებსა და ექსტრემისტულ პოლიტკურ შეხედულებებს უმეტეს შემთხვევაში დიდი კამათისა და კრიტიკის ობიექტები ხდებიან. ავტორებისაგან ასეთი წიგნების დაწერა ხარისათვის (საზოგადოებისათვის) წითელი ნაჭრის აფრიალებას გავს. პროტესტისა და დიდი ძალისხმევის მიუხედვად ეს წიგნები დიდი ტირაჟით იბეჭდება და დიდი წარმატებითვე იყიდება. არავინ კამათობს უნდა დაიწეროს… [Read more…]
October 18, 2011
13