უკვე დიდი ხანია დილით, გაღვიძებისთანავე, ინსტინქტურად ვრთავ კომპიუტერს, შევდივარ რამდენიმე სოციალურ ქსელზე ერთდროულად და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ ზრუნვას საუზმეზე. შემიძლია თამამად ვთქვა, მას შემდეგ რაც კომპიუტერი მაქვს, ტელევიზორი, გაზეთი და რადიო ახლა უკვე დროის არარაციონალურად ხარჯვა მგონია. ჩემი მაგალითის გენერალიზება, რა თქმა უნდა, არაეფექტური იქნება. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ დღესდღეობით უფრო და უფრო… [Read more…]
რამდენიმე დღეა სრულიად ქართული ფეისბუქ-სივრცე შფოთავს სამარშრუტო ტაქსების გაძვირებულ გადასახადზე. ე.წ. „მარშუტკების“ უმეტესობით მგზავრობა 80 თეთრი ყველას ეძვირა. (რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მუდმივად ყველაფრით კმაყოფილთა „კასტას“. იმათ თავზეც რომ დააჯვა, მაგაზეც მადლობას იტყვიან. ჰოდა ამ აბსურდული გადაწყვეტილების გასამართლებლადაც ექნებათ რამე არგუმენტები – მაგალითად ის რომ სახელმწიფოს უჭირს, ის რომ ეს 80 თეთრი “სინგაპურიზაციის” საფასურია,… [Read more…]
(გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”) გებელსი ამბობდა, ხშირად გამეორების შემდეგ ტყუილი თავისთავად იქცევა სიმართლედო. ვერ გეტყვით, რამდენად კარგად იცნობს ქართული მედია ფაშისტური პროპაგანდის ელემენტებს, მაგრამ ჩვენი ტელევიზიების ყურების ან ჟურნალ-გაზეთების კითხვისას მუდამ მიჩნდება განცდა, რომ ქართული მასმედიით ინფორმაციას კი არ ვიღებ, უნიჭო ტყუილებს ვისმენ. ამაში დასარწმუნებლად გასულ თვეში თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენების ასახვაც გამოდგება — კრიზისული სიტუაციები… [Read more…]
ამ დღეებში ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ყოფილა. მოიცადეთ, ჯერ არ ჩაკეცოთ ეს გვერდი, ამ „მოვლენას“ მხოლოდ ირიბად ვეხები პოსტში. დაუდგენელი მიზეზების გამო „ჯეი ბის“ საქართველოშიც გადაუხადეს იუბილე და რაც მოხდა იქ, შეგიძლიათ ამ ვიდეოში იხილოთ. რადგან ეს ვიდეო უკვე იხილეთ, სავარაუდოდ, თქვენც აღშფოთდით და მყისვე შემოგიტიათ ერის დეგრადირებაზე, ახალგაზრდობის დადებილებასა და უგემოვნობის აპოლოგიაზე მრავალმნიშვნელოვანმა ფიქრებმა,… [Read more…]
(პოსტვა არპოსტვა, საკითხავი აი ესაა- shakespeare.wordpress.com ) მაშინ როდესაც ბლოგერების უმეტესობა თიბისი ბანკის მოწყობილი „ფართისთვის“ თავს იბანდა, თმებს იშრობდა ან რამეს აკეთებდა, „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ რამდენიმე ბლოგერი, რამდენიმე ჟურნალისტი და მე ქართულ ბლოგოსფეროზე ვმსჯელობდით. ზოგადად ასეთი ტიპის დისკუსიებისადმი, ცოტათი სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან როგორც წესი, აზრის გამოთქმის საშუალება მონაწილეთა რაოდენობის ზრდის პროპორციულად მცირდება ხოლმე. თუმცა ვფიქრობ,… [Read more…]
სექსი ამ პოსტთან არაფერ შუაშია. ასე რომ, ვინც ჩემს ბლოგზე ამ სათაურით გამოწვეული სექსუალური ალუზიების გამო აღმოჩნდა, იმედები უნდა გავუცრუო. Facebook-ი . რა უნდა ვთქვა მე ამ სოციალურ ქსელზე ისეთი, რაც ჯერ არავის უთქვამს? არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ერთი რამ. აღარ მომწონს ის, რაც Facebook-ზე ხდება. არც რეკლამები მაწუხებს და ე.წ. „Like”-კონკურსებიც არ მანაღვლებს. არც… [Read more…]
მე მგონი, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად აქცენტების სწორედ გაკეთება უჭირს ხალხს. (მათ შორის მეც, მაგრამ ახლა საკუთარ არასრულფასოვნებაზე საუბარს არ ვაპირებ). მაგალითად, ჩემს უნივერსიტეტში (თსუ) აქცენტი კეთდება იმაზე, რომ „ბოლონიის პროცესი“ აუცილებლად განხორციელდეს და არა იმაზე, რომ სწავლისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას . ახლა მეტყვით ეგ დასაწვავი „ბოლონიის პროცესი“ მაგისთვის ხორციელდება ზუსტადაცო. მაგრამ თუ თქვენ თვითონ… [Read more…]
July 28, 2011
7