პროფესიული ეთიკის საერთაშორისო პრინციპები ჟურნალისტიკაში


(იუნესკო, 1983 წელი.)

საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 1978 წელს ჩატარდა იუნესკოს ეგიდით, გაერთიანდნენ პროფესიონალი ჟურნალისტების საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციები, რომელთა რიგებში 400 000 ჟურნალისტია.
მეორე საკონსულტაციო შეხვედრამ (1980 წელს მეხიკოში) სრული მხარდაჭერა გამოუცხადა იუნესკოს დეკლარაციის იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ეხებოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წვლილს მშვიდობის განმტკიცების, საერთაშორისო ურთიერთგაგებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საქმეში, აპარტეიდის, რასიზმისა და ომისადმი მოწოდების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, შეხვედრაზე მიიღეს `მეხიკოს დეკლარაცია~, რომელიც მოიცავდა ჟურნალისტური ეთიკის ეროვნულ და რეგიონალურ კოდექსებში მოქმედ პრინციპებს, აგრეთვე, სხვა საერთაშორისო და სამართლებრივ დებულებებს.
1983 წელს პარიზსა და პრაღაში მე-4 საკონსულტაციო შეხვედრამ აღნიშნა იუნესკოს დეკლარაციის უცვლელი ფასეულობების შესახებ, კერძოდ: `სიტყვის, აზრისა და ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის უფლებათა უმნიშვნელოვანესი შენაძენი, მშვიდობისა და სერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია~. შეხვედრაზე აგრეთვე აღინიშნა ის უდიდესი როლი, რომელსაც ინფორმაცია და კომუნიკაცია ასრულებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრაზე შეიმუშავეს ჟურნალისტთა პროფესიული ეთიკის პრინციპები, რომლებიც გამიზნულია პროფესიული ორგანიზაციების დამოუკიდებელი განვითარებისათვის.

I პრინციპი
მოქალაქეთა უფლება სარწმუნო ინფორმაციაზე
ხალხს, მთლიანად და, კერძოდ, მოქალაქეებს უფლება აქვთ, სარწმუნო და ზუსტი ინფორმაციის საშუალებით, იღებდნენ სინამდვილის ობიექტურ სურათს, აგრეთვე, გამოხატავდნენ საკუთარ აზრს მის-ით, როგორც ურთიერთკავშირის და კულტურული გაცვლის სააშუალებას.

II პრინციპი
მოვლენების ობიექტური გაშუქება ჟურნალისტის მოვალეობაა
ჟურნალისტის უპირველესი ამოცანაა, მოვლენების სამართლიანი ასახვით უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლება სარწმუნო და ობიექტურ ინფორმაციაზე, როდესაც ფაქტები შუქდება საკუთარ კონტექსტში, სხვადასხვა მოვლენებთან კავშირების მინიშნებით, დამახინჯების გარეშე, და შემდეგ ჟურნალისტის მიერ შემოქმედებითად გადამუშავებული. ასეთ შემთხვევაში საზოგადოება სარწმუნო ინფორმაციის საშუალებით იღებს მიმდინარე მოვლენის რეალურ სურათს, სადაც მოვლენათა ფესვები და ბუნება, განვითარების პროცესი და ფაქტების დღევანდელი მდგომარეობა მაქსიმალურად ობიექტურად იქნება ასახული.

III პრინციპი
ჟურნალისტის სოციალური პასუხისმგებლობა
ჟურნალისტიკაში ინფორმაცია აღიქმება არა როგორც მოსახერხებელი რამ, არამედ როგორც სოციალური სიკეთე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე არა მარტო იმ პირების წინაშე, რომლებიც აკონტროლებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, არამედ მთლიანად საზოგადოების წინაშე. მან უნდა გაითვალისწინოს სოციალური ინტერესების მთელი სპექტრი. სოციალური პასუხისმგებლობა ჟურნალისტისაგან მოითხოვს ნებისმიერ სიტუაციაში ეთიკაზე პირადი წარმოდგენის შესაბამისად იმოქმედოს.

IV პრინციპი
ჟურნალისტის პროფესიული პატიოსნება

ჟურნალისტიკის სოციალური როლი, ამ პროფესიის წარმომადგენლებს პატიოსნების მაღალ სტანდარტებს უყენებს, იმ უფლების ჩათვლით, რომ ჟურნალისტმა არ შეასრულოს სამუშაო თავისი რწმენისა და პრინციპების წინააღმდეგ, დაიცვას ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალობა, ჩაერთოს გადაწყვეტილებების მიღებაში. პროფესიული პატიოსნება ჟურნალისტს უკრძალავს მიიღოს ნებისმიერი ფორმის ანაზღაურება ვისიმე კერძო ინტერესის სასარგებლოდ, თუკი ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ კეთილდღეობას.
პროფესიული პატიოსნება აგრეთვე გულისხმობს პატივისცემას ინტელექტუალური საკუთრების მიმართ, კერძოდ, პლაგიატის მიუღებლობას.

V პრინციპი
ინფორმაციის საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მონაწილეობა

პროფესიის ბუნება მოითხოვს ჟურნალისტისაგან უზრუნველყოს საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოქალაქეების მონაწილეობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მუშაობაში, უარყოფისა და პასუხის უფლების ჩათვლით.

VI პრინციპ
პირადი ცხოვრებისა და ღირსების პატივისცემა
ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების განუყოფელი ნაწილია მოქალაქეთა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვის, ცილისწამების, შეურაცხყოფისა და დიფაციის აკრძალვის სფეროში, საერთაშორისო და ეროვნული უფლებების დაცვის დებულებათა შესაბამისად, პირადი ცხოვრებისა და ადამიანური ღირსების პატივისცემა.

VII პრინციპი
საზოგადოებრივი ინტერესების პატივისცემა
ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტები გულისხმობს საზოგადოებრივი ინტერესების, მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი მორალის პატივისცემას.

VIII პრინციპი
საყოველთაო ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა

ჭეშმარიტი ჟურნალისტი იცავს ჰუმანიზმის საყოველთაო პრინციპებს,
პირველყოვლისა მშვიდობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სოციალურ პროგრესს, ნაციონალურ თავისუფლებას; ამავე დროს პატივს მიაგებს თითოეული კულტურის განსხვავებულობას, ფასეულობებსა და მიღწევებს, როგორც თითოეული ადამიანის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს და განავითაროს თავისი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული სისტემა. ამ მიზნით ჟურნალისტი აქტიურად მონაწილეობს სოციალურ გარდაქმნებში საზოგადოების სრულყოფაში. მას საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ურთიერთობებში ნდობის კლიმატის დამკვიდრებაში, ხელს უწყობს საყოველთაო მშვიდობასა და სამართლიანობას, დაძაბულობის შემცირების, განიარაღების, ეროვნული განვითარების პოლიტიკას. პროფესიის ეთიკა ჟურნალისტისაგან მოითხოვს, იცოდეს საერთაშორისო კონვენციების, დეკლარაციებისა და რეზოლუციების შესაბამისი დებულებები.

IX პრინციპი
ბრძოლა ომებისა და სხვა უბედურებების წინააღმდეგ, რომლებიც კაცობრიობას ემუქრება

ჰუმანიზმის საყოველთაო ფასეულობების წინაშე ეთიკური ვალდებულებები მოუწოდებს ჟურნალისტს თავი შეიკავოს ნებისმიერი ფორმით აგრესიული ომებისა და გამალებული შეიარაღების (განსაკუთრებით ბირთვული) ან ომისაკენ მოწოდების, ნებისმიერი ფორმის ძალადობის, მტრობისა ან დისკრიმინაციის, კერძოდ — რასიზმისა და აპარტეიდის, ცალკეული რეჟიმების მხრიდან ტირანიის, კოლონიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის, აგრეთვე, ისეთი უბედურებების, რომლებიც ემუქრება კაცობრიობას: სიღატაკის, შიმშილისა და ავადმყოფობის გამართლებისაგან. ამგვარად, ჟურნალისტს შეუძლია დაეხმაროს საზოგადოებას, რათა აღმოიფხვრას უნდობლობა ხალხთა შორის, გახადოს თავისი ქვეყნის მოქალაქეები სხვათა გაჭირვების მიმართ თანამგრძნობი, უზრუნველყოს ერების, ხალხებისა და ცალკეული მოქალაქის უფლებისა და ღირსების დაცვა მიუხედავად რასისა, სქესისა, ენისა, ეროვნებისა, რელიგიისა თუ ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა.

X პრინციპი
ახალი მსოფლიო საინფორმაციო და საკომუნიკაციო წესრიგის განვითარება

თანამედროვე მსოფლიოში ჟურნალისტი მოღვაწეობს, ერთი მხრივ, ახალი საერთაშორისო ურთიერთობების, და, მეორე მხრივ, ახალი საინფორმაციო წესრიგის პირობებში. წარმოადგენს რა ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის წევრს, იგი მოწოდებულია ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგში დეკოლონიზაციისა და დემოკრატიისათვის, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ახალი მოწყობის ბაზად უნდა იქცეს ხალხთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობა და კულტურული თვითმყოფადობისადმი სრული პატივისცემა. ჟურნალისტის მოვალეობაა, ხელი შეუწყოს ინფორმაციის დარგში საერთაშორისო ურთიერთობათა დემოკრატიზაციას, კერძოდ დაიცვას და განავითაროს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული დამოკიდებულება.
ჰურნალისტიკის დარგში პროფესიული ეთიკის საერთაშორისო პრინციპები მომზადებულ იქნა სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების საკონსულტაციო შეხვედრებზე 1978 წლიდან 1983 წლამდე. ესაა ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOჟ), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFჟ), პრესის საერთაშორისო კათოლიკური კავშირი (UჩIP), ჟურნალისტთა ლათინოამერიკული ფედერაცია (FELAP), პრესის მუშაკების ლათინოამერიკული ფედერაცია (FELAთღAP), არაბ ჟურნალისტთა ფედერაცია (FAჟ), აფრიკელი ჟურნალისტთა კავშირი (UUAჟ), სამხრეთ აღმოსავლეთი აზრიის სახელმწიფოთა ასოციაციის ჟურნალისტთა ფედერაცია (ჩAჟ). ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია არ მონაწილეობდა დასკვნით შეხვედრაზე პარიზში 1983 წელს, სადაც მიღებულ იქნა ზემოაღნიშნული დოკუმენტი.

One Response “პროფესიული ეთიკის საერთაშორისო პრინციპები ჟურნალისტიკაში” →
  1. აქ უნდა დაითაგონ ერორის ჟურნალისტები ^^ იქნება და სიბერეში მაინც ისწავლონ თავიანთი საქმე

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: