ჟურნალისტთა ქცევის პრინციპების დეკლარაცია


მიღებულია 1954 წელს ჟურნალისტთა საერთაშორისო კონგრესის მიერ. შესწორებები შეტანილია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე 1986 წელს.

მოცემული საერთაშორისო დეკლარაცია გამოცხადებულია პროფესიული ქცევის სტანდარტად იმ ჟურნალისტებისათვის, რომლებიც, მოვლენების გაშუქების მიზნით, მოიპოვებენ, ამუშავებენ, კომენტარს უკეთებენ და ავრცელებნ ახალ ამბებსა და ინფორმაციას.

1. ჭეშმარიტებისა და ჭეშმარიტებისადმი საზოგადოების უფლების პატივისცემა ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობაა.

2. ამ მოვალეობის შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას ახალი ამბების ობიექტური მოპოვებისა და გამოქვეყნების თავისუფლების პრინციპები; აგრეთვე, მიუკერძოებელი კომენტირებისა და კრიტიკის უფლება.

3. მოვლენების გაშუქების დროს, ჟურნალისტი მოვალეა მხოლოდ ის ფაქტები გამოიყენოს, რომელიც პირადად მოიპოვა და შეამოწმა. ჟურნალისტმა არ უნდა დამალოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები.

4. ჟურნალისტი მოვალეა გამოიყენოს ინფორმაციის, ფოტომასალისა და დოკუმენტების მოპოვების მხოლოდ ღირსეული მეთოდები.

5. ჟურნალისტი მოვალეა ყველაფერი გააკეთოს, რათა გაასწოროს ან უარყოს ინფორმაცია, თუ იგი ჭეშმარიტებას არ შეესაბამება.

6. ჟურნალისტი მოვალეა პროფესიულ საიდუმლოდ შეინახოს კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის წყარო.

7. ჟურნალისტი მოვალეა გაითვალისწინოს დისკრიმინაციის საფრთხე, რომელიც შეიძლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მოქმედების შედეგად დაემუქროს ადამიანს. ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა არ დაუშვას დისკრიმინაციის თუნდაც უნებლიე სტიმულირება,

კერძოდ, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა რწმენის, აგრეთვე ეროვნული და სოციალური წარმოშობის მიხედვით.

8. ჟურნალისტი ვალდებულია მიუღებლად მიიჩნიოს პროფესიული ეთიკის შემდეგი დარღვევები:

პლაგიატობა;

განზრახ არასწორი ინტერპრეტაცია;

გამონაგონი (ჭორი), ცილისწამება, დიფამაცია (ვისიმე სახელის გასატეხი ცნობების — ნამდვილისა თუ გამოგონილის — გამოქვეყნება პრესაში), ცრუ ბრალდებები;

ქრთამის აღება ნებისმიერი ფორმით პუბლიკაციისა ან ინფორმაციის დამალვისათვის;

ჟურნალისტად ჩაითვლება მხოლოდ ის, ვინც თავის საქმიანობაში ზემოჩამოთვლილი პრინციპებით ხელმძღვანელობს.

იცავს რა თავისი ქვეყნის კანონებს, ჟურნალისტი პროფესიულ საკითხებში მხოლოდ ჟურნალისტურ იურისპრუდენციას ცნობს, იგი გამორიცხავს ნებისმიერი ხასიათის ჩარევას მთავრობისა და სხვა პირების მხრიდან.

Be the first to start a conversation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: