და…

Posted on November 29, 2009

2



შიგნით ქაოსია. სად შიგნით? როგორ ავხსნა?….. ან რატომ უნდა ავხსნა?
ხოდა მორჩა. შიგნით ქაოსია და მორჩა. (თქვენ წარმოიდგინეთ ამ ერთფეროვან უდაბნოშიც კი შეიძლება რომ ქაოსი იყოს)
ზის ცხელი ქვიშის გორაზე და გაშეშებული, თითქოს მშვიდი ,მაგრამ მაინც დაძაბული გასცქერის უდაბნოს ცეცხლებს. ალმურავარდნილ ჰაერში ყვიელი მირაჟები ლივლივებენ.
თეთრია მარმარილოსფერი ცა… ნაპირებში სიბნელე შემოპარულა ქურდივით. ავიწროვებს და კიდეებს კბეჩს.
ეფემერები რაღაც ორაზროვნად და დაუღალავად გარს ევლებიან. ნუთუ ისიც ერთი ბეწო ეფემერაა?…….. არაფერი უშლის ხელს, მაგრამ მაინც წუხს.
ეს შავი ფრინველი რაღას გადაეკიდა?ნუთუ უკეთესი ადგილი ვერ ნახა საფრენად?!
ცაა…. ცა დაანახეთ. აღარ ჩანს მაგრამ …
რაა??? ეს მზეა?… კი ისაა და რატომ? პარადოქსია. ტკბილი პარადოქსი!
შავ უსიცოცხლო ცაზე მეწამული სიცოცხლის ბირთვი კიდია.
ხელში სიმძიმე იგრძნო.მსხვილმა თოკმა ხელის გულები დაუსერა. სისხლის წვეთები ხრიოკ ბელტებს ეცემა და იქიდან ქიმერები, პატარა ქიმერები ჰყოფენ თავებს.
კი მაგრამ რა არის ასე მძიმედ რომ ექაჩება?- თვალი გააპარა… თოკს გააყოლა და ავიდა უსასრულობაში, სადაც….
შავი ცა. სიბნელე და მეწამული (ან ნაწამები) დისკო. თოკიც იქ გათავდა სადაც იმედი. მზე თოკზე იყო ჩამოკიდებული.
სიბნელე ასეთი თეთრი ჯერ არასდროს ყოფილა;
არც მზე ყოფილა ასეთი მეწამული (ან ნაწამები).
უნასის შხამი დედის რძესავით ტკბილი მოეჩვენა.
მივხვდი….!
გულშია…
მივხვდი როგორც უნდა ავხნა. ქაოსი გილშია.
მზე კი ჩემს ხელში. სისხლიანი ქიმერები არარაობები არიან. უბრალოდ ვერ შემაჩერებენ!
მთავარი—- მზე ჩემს ხელთაა!
და…
DARK DESERT