მე ისევ აქ ვარ

Posted on November 29, 2009

7



მზემ ჩამალა ზღვაში სახე
იმედი ვერ დავინახე
ლურჯა ცხენის ქროლვამ ელვამ,
გული აღარ ააღელვა.

რითმში ვპოვე სულის შვება
ვგრძნობ რომ ღმერთი არ მეშვება
ხელს ჩამჭიდებს, მზეს შემახებს,
ზვირთ ტალღებში თავით მაგდებს.

ვნებით გვერდებ შელეწილი,
ყვითელ ქვიშას შევერცხლილი
ვაწერ გრძნობის გიჟ ქარაგმებს
გულს კვლავ ვუებ ხშულ დარაბებს

მზის ჩასვლა და მზის ამოსვლა
და გრძნობების გიჟი მოსვლა
გულსაც მწიწკნის, სულსაც მართმევს
მაგრამ ჩემ თავს ვერ წამართმევს

მე ისევ იქ ვარ