ჩემი ბრალი სულაც არ არის

Posted on November 29, 2009

9



თუ იყავი პესიმისტი
(ხალხისათვის ოპტიმისტი,)
თუ გესმოდა ჩემი ეგო
(გსურდა ხალხს რომ არ გაეგო)
თუ ლენორა შენც მოგწონდა
(და საერთო ბევრი გვქონდა)
თუ ქალი ხარ ოდნავ ნაზი
(და სულ ოდნავაც ლამაზი)
შენ თუ მიგებ მე ჩანაფიქრს
(და დროდადრო მანდობ შენ ფიქრს)
თუ ტერენტი შენზე წერდა
(და თან გულიც შენთვის ძგერდა)
ნუთუ ხშირად უნდა მეთქვა
(იქნებ ჯობდა სულ არ მეთქვა)
რომ მიყვარხარ და მჭირდები
(ალბათ დიდ ხანს დამჭირდები)
თუ შენ ამით გადაწყვიტე
(და ცხოვრება შემიწყვიტე)
უარს ვიტყვი სამუდამოდ
(ვიზამ ამას მე უდავოდ)
იმ გრძნობებსაც დავივიწყებ
(გულში ჩუმად დავიტირებ)
და დღეიდან იარსებებს
(დასანახად იარსებებს)
ვიღაც უცხო, სულ უცნობი
(და მარტივად შესაცნობი)
ვინც გამიწევს მაგივრობას
( დაიჯერებს ჩემს ყალბ გრძნობას)
და იქნება გასართობი
(თუმცა მაინც გასათბობი).
ეძღვნება იმას ვინც არ არსებობს