ჩემი ლენორა

Posted on November 29, 2009

5



(რემინისცენცია)

შესაძლოა ჩემი ბრალიც იყოს, მაგრამ  ხომ იცი , რომ ჩემგან დამოუკიდებლად მოხვედი. გადმოაბიჯე ჩემი სულის საზღვარს , ატეხე ქარიშხალი და ისევე  ჩუმად გაქრი, როგორც გაჩნდი. რა…, შენ გგოiნა რომ ერთი სიზმარი საკმარისა? არა, საკმარისი მხოლოდ შესაყვარებლადaa და შემდეგ რა იქნება?

შემდეგ კი ალბათ ისევ დაგელოდები ! რატომო მეკითხები? იმიტომ რომ შენ თვით ჩემი ოცნება ხარ. შენ ქალი ხარ , ჩემი ოცნების ქალი  (ო, რა გაცვეთილად ჟღერს ეს ფრაზა) შენ ხარ განსხეულებული სინთეზი სულიერი სიფაქიზისა და გარეგნული სრულყოფილებისა (ყოველშემთხვევაში სიზმრის ბუნდოვანებამ დამალა შენი ნაკლოვანებები). და სიყვარულიც ამას ქვია….

დილით გეღვიძება ბედნიერს და გინდა რომ ყელის ჩახლეჩვამდე იყვირო, რომ ის დაგესიზმრა, ვისაც უკვე წლებია ელოდები და ვისაც ვეღარასდროს  დაივიწყებ.

ვიცი რომ არსებობ და შენი სულიც ჩემსკენ იწევს.არა??? აბა ჩემში ჩასახლებული დემონები რატომ არ ჩერდებიან? რატომ ანგრევენ გულის კედლებს?

ამბობენ, სიზმარი სულ რამდენიმე წამს გრძელდებაო… მაინც მოახერხე და დარჩი იქ სადაც ალბათ, ყოველთვის იყავი. ო, ნეტავ  ერთხელ კიდევ დამესიზმრებოდე ან სადმე დაგინახო! მე შენ სამუდამოდ დაგასურათხატე, შენ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი და ტყვე ხარ! შენი დახმარებით გრადაციაც კი შეუმჩნეველი და ტკბილი აღმოჩნდა.

არ გეტყვი მაგრამ მიხვდები…. ერთხელაც, უკანასკნელად გთხოვ- მოდი იქ , იმ სამყაროში შევხვდეთ. ვიცი ეს შენც გინდა. თუ არ გინდა და მე ვცდები ჩათვალე რომ მომაკვდავის უკანასკნელ სურვილს ასრულებ. ერთი კეთილი საქმე აერ დაგამძიმებს … უბრალოდ მენდე!!!

როდესაც გნახავ მთავარს მაშინ გეტყვი. გიძღვნი ტერენტის ლექსს:

იდუმალი ქალი ლენორა

მძიმე ქარები გარეთ კვნესიან,

დღემდე ოცნება სივრცე მეგონა.

რა ძვირფასია ეს პოეზია

და იდუმალი ქალი ლენორა.

მიყვარს ეს ვარდი, მიყვარს ეს ია,

ფიქრები ფიქრებს გადაეკონა.

რა ზვირფასია ეს პოეზია

და იდუმალი ქალი ლენორა.

გულს გრიგალები შემოესია

დღემდე ოცნება სივრცე მეგონა

რა ძვირფასია ეს პოეზია

და იდუმალი ქალი ლენორა

ტერენტი გრანელი