განშორებები სიზმრით იწყება

Posted on November 30, 2009

10



ქარები ცეკვავდნენ ყინულის ტანგოს
და იმ ღამესაც მოთოვა გულში.
მეძინა ქუჩაში სრულებით მარტოს
ის ღამე თურმე ყოფილა გუშინ.

ისმოდა მხოლოდ ხეების კვნესა
არ მშორდებოდა წარსულის ლანდი
მახსენდებოდა მე თვალთა კვესა
სიზმარში უფრო თამამი ჩანდი.

ჩემი მეობის ძებნით დაღლილმა
ნუგეში მხოლოდ ქარში ვიპოვე,
მე გამახელეს წლებმა,განვლილმა
და მთელი ღამე ცრემლად ვითოვე.

აღარც გნატრობდი, აღარც გეძებდი
მე უკვე მყავდი გულში დამალული.
და ღამის სიცივე სხვა დროს საშინელი
მეჩვენებოდა შენში დაფარული

გუშიNღა მივხვდი დროც ბერდებოდა,
დღესღა მიყვარხარ მინდოდა მეთქვა.
ჩემს ციფერბლატზე დრო ჩერდებოდა
მას თურმე სულ სხვა რამ უნდოდა ეთქვა.

გშორდები ჩუმად, (მაინც ნაზი ხარ).
ვუახლოვდები რაღაც დასასრულს.
ჩემში მე ვეძებ ძალას კაცისას
ვიცი ვიპოვი სადმე დაკარგულს