ტკბილი გაფრენის ერთი საღამო

Posted on November 30, 2009

4



(თეთრი ლექსი)

ვიცი ოდესღაც კვამლი გაქრება
და შენგან მხოლოდ ”იყო” დარჩება
კი, ეს იყო ჩემი გაფრენა
გაფრენა, ტკბილი როგორც ტუჩები
რითმი ხომ მხოლოდ ნიღაბია
და მხოლოდ ხარკი ფურცელს მიცემული.
ვიცი ოდესღაც შენც გამოჩდები.
ქალურ სინაზეს ყელზე მომახვევ
სიცოცხლეს მომთხოვ როგორც მტარვალი,
მტარვალი გრძნობას სუროდ მოხვეული.
მე ჩემი თავი არარაობას ისევ ვაჩუქე
და დამრჩა შიში, შიში მომავლის
და შიში წარსულის უკვე ნამყოფი
ალბათ მაქვს უფლება ერთხელაც გთხოვო
ოდესმე მაინც შემოიხედე ჩემს სარკმელში
ოდესმე მაინც მაგრძნობინე თავდავიწყება
მე შენში მხოლოდ ჩემი აზრები მიყვარს.