საერთაშორისო ურთიერთობები ანუ რა მინდოდა წვენებში?

Posted on December 2, 2009

13



ნაწილი პირველი

ცუდია როდესაც რამეს ამოიჩემებ  და უაზრო პრინციპულობით იწყებ ამ მიზნისაკენ სწრაფვას (აქაც შეიძლება ზოგმა ისევ სისუსტეში დამადანაშაულოს მაგრამ ჩემმა გამოცდილებამ დამარწმუნა იმაში რასაც ეხლა ვწერ) , გაცილებუით უფრო ჭკვიანურია როდესაც მოქმედებ იმისდა მიხედვით თუ რას მოითხოვს სიტუაცია შენგან. როგორც უკვე ვთქვი ამაში მართლა საგულდაგულოდ დავრწმუნდი. ხოდა როგორ მოხდა ეს ვეცდები რომ ცოტა მსუბუქად მაგრამ მაინც ტრაგიკომიკურ ფერებში თქვენც მოგიყვეთ.

ყველაფერი იმით დაიწყო რომ თსუ-ში საკმაოდ წარმატებით (ისეთით როგორსაც არ ველოდი სიმართლე გითხრათ) ჩავაბარე და გიჟური მოლოდინით ველოდი  21   სექტემბრის დადგომას, რომელიც ვიცოდი რომ ახალი ეტაპის დასაწყისი იქნებოდა ჩემს დაობებულ ცხოვრებაში. მქონდა იმედი რომ ის რისთვისაც ჩავაბარე იქნებოდა რთული (მაგრამ არა ძალით გართულებული).  შემართებაც საკმაო მქონდა და ახალი ხალხის გაცნობის სურვილიც. მიხვდებით რომ ეს ყოველივე პირელივე კვირაში გაცამტვერდა და სახელოვანი ალ. რონდელის წიგნში ნასწავლი ”ნეორეალიზმივით” ბუნდოვანი გახდა. თუმცა ყველაფერი ერთბაშად არ მომხდარა. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი ქონდა.

ნუ როგორც გითხარით სწავლა სკმაოდ დიდი შემართებით დავიწყე, უკვე მომავალი ოთხი წლის გეგმებს ვაწყობდი . პირველივე დღეს (გარდა აპოკალიფსური წვიმისა) საშინელ ხასიათზე დამაყენა იმ ქაოსმა რომელიც დამხვდა უნივერსიტეტში. ვინ სად გისტუმრებდა , ვინ სად გაგზავნიდა , ვინ ვისთან გამისამართებდა აშკარად თვითონაც ვერ გებულობდნენ. მაასტრიხტის უნივერსიტეტივით აქაც პირველივე დღეს ჩატარდა ლექციები (რომლის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს ) მაგრამ ისეთი ქაოსი იყო რომ ვერცერთს  ვერ დავესწარი, მხოლოდ მთლიანად ფაკულტეტის საერთო გაცნობით ლექციაზე ვიჯექი დაახლოებით 40 წუთი. წესით ასეთი იმედგაცრუების შემდეგ ძალიან ცუდ ხასითზე უნდა ვყოფილიყავი მაგრამ ყველაფერი კომპიუტერის ჩუქებით გამოწვეულმა ეიფორიამ დაჩრდილა. თან თავს ვინუგეშებდი რომ პირველი დღე იყო და ნელ-ნელა დალაგდებოდა ყველაფერი (მაგრამ ისე დაულაგდა ცხვირ-პირი  ჩვენ რომ ვიცით იმას (ან არ ვიცით) როგორც პირველი ორი კვირა საერთოდ ვერ მივხვდი სად დავდიოდი თითქმის ყოველდღე ”დურდომში” (მომიტევეთ სლენგისთვის) თუ მართლა  ” ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”. მაგრამ თურმე მთავარ-მთავარი სიამოვნებანი წინ მქონდა.

დახვედრილი ქაოსისა და უდისციპლინობის შემდგომ ყველაზე დიდი შოკი იყო ფილოსოფიის 16 გვერდიანი ტექსტი ინგლისურ ენაზე  და იმის გაანალიზება რომ მიუხედავად დამკმაყოფილებელი ქულისა თურმე ინგლისური ჩემთვის ჩინური ყოფილა. ნუ პირველ კვირას და კიდევ ერთ კვირას და კიდევ ერთ კვირას ინგლისური საერთოდ არ ჩამტარებია ( მიზეზებად მიზეზთა) და ამან სულ მომშხამა რომ მეგონა აქ ვისწავლიდი ინგლისურს და თურმე ესეც  საეჭვო ყოფილა. ფილოსოფიის ლექციიდან კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი შევიტყვე თურმე მთელს ფაკულტეტზე ერთადერთი რიდერი (რა ვიცი ეგრე ქვია და) ყოფილა. და მისი დიდი ნაწილი რუსულ-ინგლისურ ენაზეაო. შე მამაცხონებულო! ვაბრებ თსუ-ში (ამიერკავკასიის უძველეს უნივერსიტეტში) მეუბნები რომ ამ ფაკულტეტზე 200-დან 40 კაცი უნდა დარჩეს და კიდევ არის რაღაც მოთხოვნებიო (დაწვრილებით ცოტა ქვემოთ ვიტყვი მაგ  ”ყბადაღებულ ” მოთხოვნებზე ), ფილოსოფია უნდა გასწავლოო და კარგი ნუ დავუშვათ და გაგიწყდა ნამუსი და იმდენი ვერ მოახერხე რომ ლექტორს ქართული ”რიდერი” მიაწოდო ეგ დასაღუპი ქსეროქსები ხომ მაიც გიწყვიათ კომპოტებივით თითოს თითო კაბინეტებში  ერთი სამი ეგზემპლარი გააკეთე რა რომ არ გავდღლიზოთ ის ერთი ადამიანი  100-მა  პირდაბჩენილმა პიველკურსელმა. მე თქვენ გეტყვით და თქვენც რიგში დგომა არ მოგიწიოთ მეექვსე კორპუსის გვერდზე ქსეროქსში.

To be continued…  (ვითვალისწინებ იმას რომ უფრო დიდი შესაძლოა საერთოდ არ წაიკითხოთ ამიტომ ნაწილ – ნაწილ იქნება)