საერთაშორისო ურთიერთობები ანუ რა მინდოდა წვენებში

Posted on December 3, 2009

2



ნაწილი მეორე

მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც დამოკდებულება იყო!!! დამოკიდებულება სტუდენტთა ინტერესებისადმი. ეხლა რასაც ვიტყვი დარწმუნებული ვარ ბევრის ყურამდე მიაღწევდა კიდეც , ამასთანავე ამ ფაქტის დადასტურება ერთ-ერთი ლექტორისგან რომ არ მომესმინა არც დავწერდი. ალბათ იკითხავთ რა ფაქტიო, რას ლაპარაკობო. მე კიდევ გეტყვით რომ როდესაც ერთი ინგლისურისა და რუსული არმცოდნე ადამიანი(არ ვიცი ადამიანად რამდენად აღიქვამენ სტუდენტს მაგრამ ფაქტი ფაქტია) მივიდა იქ ”სადაც ჯერ არს” იმ ფაქტის გასარკვევად თუ რა ეშველებოდა მას, როდესაც ინგლისური და რუსული არ ჩაუბარებია და ფილოსოფია ძირითადად ამ ენებზე იყო, პასუხი შემდეგნაირი მიიღო— ”ფეხებზე მკიდია, რას მოეთრეოდით”-ო (სტილი დაცულია). პირველ ლექციაზე რატომღაც სიაში არ აღმოვჩნდი და როგორც შემდგომ მეოთხე კორპუსის ”მიორე” (აქაც დაცული სტილი) სართულზე გავარკვიე ჩვენი სიები დაუდგენელი მიმართულებით იყო გაკრული და მათში საკუთარი თავის მოძებნა არანაკლებ რთული იყო ვიდრე (როგორც შემდგომში აღმოჩნდა) ბატონი რონდელის წიგნიდან სწავლა. ამის გამო მართალია მე გადავრჩი მაგრამ რამოდენიმე ჩემი თანაკურსელი მსუქნ -მსუქანი 0-ის მსხვერპლი გახდა (შესაშური დასაწყისია ფრიად). და დადგა მეორე ლექციაც და მეორე სემინარიც (თემა იყო — თუკიდიდე -”პელოპონესის ომი”). სემინარისთვის რა თქმა უნდა საჭირო იყო ”რიდერის” ქართული ვარიანტი რომელიც ახლად გადასულ ჯგუფში ვერ ვშოვე მიზეზით, კონკურენციაა გენაცვალეო, და თავი უცბათ ზესტაფონის ბაზარშიი ყველის გამყიდვლად წარმოვიდგინე სიცხეში გაოფლიანებული ვაჭრები კლიენტურას რომ ფეხებში უვარდებიან ოღონდ გაასაღონ მათი ძროხის ნაწვალები. დიდი ვაი ვაგლახითა და კონსპირაციულ-ნაცნობური მეთოდებით ნახევარი ვიშოვე და ვისწავლე. ტქვენ წარმოიდგინეთ და გამიძახა და სუი ღიღინ-ღიღინითდამიწერა ლექტორმა 4 (არადა ისე ვინერვიულე  სულ დამავიწყდა ის ცოდვა მადლით ნაშოვნ-ნასწავლი ნახევარიც) როგორც იქნა სიურპრიზების ტალღა შეწყდა ფილოსოფიიდან და მეგონა მთავარი სირთულე ეს იქნება აქ სწავლისთქო, რომ ჩვენი (ს.უ.-ს სტუდენტთა) მოღვაწეობის ასპარეზზე გამოჩნდა ძირითადი საგანი და მისი სასწავლი წიგნი. ეს იყო ”საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი” და რაღათქმა უნდა ბატონი ალექსანდრე რონდელის წიგნი (რომელზეც ჩემდა გასაკვირად ჩარლი ჩაპლინის ფოტოა გამოსახული ჰიტლერის როლოს შესრულებისას, თითქოს მეტი დადებითი და გრანდიოზული საერტაშორისო ფიგურა აღარ  არსებობდეს)  ”საერთაშორისო ურთიერთობები”, რომლის ფასიც 7 ლარი აღმოჩნდა (კიდევ კარგი ეგ წიგნი ვიშოვე და ფული არ გადამიხდია თორემ მოგვიანებით ზედიზედ ოთხ ინფარქტს ავიკიდებდი 18 წლის ასაკში). და დაიწყო ახალი ხანა. ახალი ერა. პირველი ორი სემინარი გასაგები მიზეზებით ნორმალურ ატმოსფეროში და ნორმალური თემებით ჩატარდა ( თუმცა მაინც ვერ გავიგე რატომ იწერება პრეზენტაციაში 2,8  ქულა და არა 2,69835 .). აი მესამე თემიდან კი იცოცხლეეეე დაიწყო მარა რა დაიწყოოო. სულ სიბრძნის ფრქვევები (შესაძლოა სიბრძნეც იყოს იქ რაც წერია მაგრამ მე,,,,, უბრალო მოკვდავს მასწავლე რაა უბრალო მოკვდავის ენით და არა რონდელის ენით), ვულკანივით მოდიოდა სიბრძნე ამ წიგნიდან მაგრამ ისეთი ჰაეროვანი იყო რომ ჩვენამდე არ აღწევდა. (გამონაკლის სტუდენტებს თუ არ ჩავთვლით)

ახლა კი ბოდიშის  მოხდით დროებით დაგემშვიდობებით და  ამას დაგიტოვებთ იმაში დასაჯერებლად რომ თქვენს ყველა ნაცნობს ურჩიოთ ს.უ. ხუმრობითაც არ აირჩიოს

თ.ს.უ-ში სასწავლად

To be continued…