ისევ ბრძოლა

Posted on December 4, 2009

14



(ვუძღვნი თეანოს)

შენ რომ გნახე აღარ წვიმდა

ნაზი იყო მაშინ ღამე,

სახით ვარსკვლავს გადარებდი

ო, რამხელა იყო მთვარე!

გრძნობა ჩემშიც აიქოჩრა

მომაცილა ყალბი სახე,

გავხდი ისევ რაც ვიყავი

თუ არ გჯერა მოდი მნახე!

შემიყვარდი როგორც სულელს

გულში გიგებ ჩემთვის ბუდეს

ვიცი ხვალ რომ ვეღარ გნახავ

ვეღარ ვიგრძნობ მე შენს სურნელს

მაგრამ იქ ხომ მაინც მოხვალ

იქ ხომ მაინც გიალერსებ

სადაც მუდამ იარსებებ.

მე ღმერთებმა მიანდერძეს:

”შეიყვარე შენ ეს ქალი

ის ნიმფაა შენზე მღერის

სიყვარულის ზღვაში ცხოვრობს

და ამ ზღვაშივე მოგელის.

აგრძნობინე ის ღვთაება

და გიჟური  პულსაცია

აიყვანე ხელში ჩუმად

რომ არ იგრძნოს გრადაცია.

გიყვარდეს და გეშინოდეს

რომ როდესმე გაგექცევა

და უარეს შემთხვევაში

სხვის ბადეში გაებმება”

შევისმინე მათი რჩევა

და მოვდივარ რომ გიპოვო

შეგიყვარო ისე ძლიერ

რომ მიზეზი ვერ მიპოვო

მიზეზი რომ მე გამექცე

და გრძნობები სხვებს არ მისცე

მაინც მოვალ დაგეწევი

და ვახშამზე დაგეწვევით.

ღამით სატრფოს მოგიწამლავ

ჩუმად ჩემთან წამოგიყვან

გაგაღვიძებ ნაზ აისზე

ღალატს ყელში ამოგიყვან!!!

ხოდა ვამბობ გასაგონად

რომ მე ბრძოლა წამოვიწყე

არ დავზოგავ არც თავს, არც სხვას

ყველას ვთხოვ რომ წამოვიდეს….