საერთაშორისო ურთიერთობები ანუ რა მინდოდა წვენებში

Posted on December 4, 2009

0



ნაწილი მესამე

უზრდელობაში რომ არ ჩამომართვან შეგნებულად არ ვსაუბრობ არცერთ ლექტორზე და არ ვასახელებ არც ერთ სახელსა და გვარს (არადა იმდენი რამის თქმა შეიძლებოდა რომ…). როგორც გითხარით კრიტერიუმები დაუარსებიათ მეორე კურსზე საერთაშორისოზე სასწავლად. ამ კრიტერიუმებიდან ყველაზე საშინელი იყო ”71 ქულის გადალახვა  საერთაშორისოს შესავალში”. საშინელზე მეტად ალბათ საოცარია საიდან უნდა აიღო 71 როცა წიგნი სულ მცირე გულისამრევი და არაქართულად ქართულია. როგორც ჩანს სტამბაში საბეჭდად ისე ჩაუშვეს რომ გრამატიკული კორექტირება საერთოდ არ გაუვლია.ლექტორებისთვის დასმული კითხვებიდან კი  ჩენდა გასაოცრად სულ ყველა ”გაუგებრად იყო თურმე დასმული”. როდესაც ამდენ შეკითხვას დასვამ და არც ერთზე არ გიპასუხებენ , ძალაუნებურად გიჩნდება შეკითხვა შენ თავთან, იქნებ და მე ვარ მართლა დებილი ,მაგრამ თუ სხვა ლექტორები გებულობენ ჩემს შეკითხვებს აქ რაღა ღმერთი მიწყრება . ძალიან ბევრი რომ არ ვისაუბრო , გეტყვით რომ მოახლოვდა  კოლოქვიუმები. ფილოსიფია სულ ბრგინ ბრიგინ ჩავაშხუილე  (15დან 15 მივიღე) და დავიწყე მზადება საერთაშორისოს შესავლისთვის.

გავიდა ერთი დღე კითხვაში……

გავიდა ორი დღე კითხვაში…..

სამი….

ოთხი

ხუთი

და საერთოდ გავიდა ერთ კვირაზე მეტი. ხვალ საერთაშორისოს კოლოქვიუმია (თუ კოლოკვიუმი) მე კიდევ ვხვდები რომ სულ მცირე 2 თემა არ ვიცი რას ეხება , მიუხედავად იმისა რომ ერთი 12 ჯერ წავიკითხე და დარჩენილი 4 თემიდან მარტო 2 მაქვს საგულდაგულოდ გამეორებული.  ხოდა მომეშალა ნერვიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

ოღონდ ეხლა სრულებით წარმოუდგენელია გაიაზროთ თუ როგორ მომეშალა. აი ისე დაახლოებით სუიციდზე რომ იწყებ უკვე ფიქრს . ნუ რა თქმა უნდა ამ ხნის განმავლობაში სახლში მხედავდნენ რომ თითქმის კვირა ნახევარი რაღაცა თეთრ წიგნს დავათრევდი და როცა ვთქვი რომ საერთაშორისოზე აღარ მინდოდა სწავლა ჯერ გაოცების ემოციები დავინახე (თუმცა გაოცება თქვენ ჩემი კურსელების გენახათ რომ გაიგეს) , მერე კი ახსნა-განმარტების შემდეგ მითხრეს რაც გინდა ის ქენიო (ხოდა მეც რაც მინდა იმას ვშვრები და ეხლა იმის გადაწყვეტის პროცესში ვარ პოლიტოლოგია ავიღო მეიჯორად (ოოო, მამაააა) თუ ჟურნალისტიკა (მაგრამ მაინც ალბათ უფრო ჟურნალისტიკა) ).

ხოდა კოლოქვიუმ-კოლოკვიუმზე დავაწერე სათაური ჩემს ”ნაშრომს”( ეს ისე ხუმრობით) და ერთ ჩემსავით თავგანწირულ ჯგუფელთან ერთად მაკდონალდისკენ ავიღე გეზი.   იმ დღიდან სააშინლად პოპულარული გავხდი (ოღონდ თავში არ ამვარდნია ის კი არა საშინელი 2 კვირიანი დეპრესია დამეწყო(ოღონდ მართლა)) სხვადასხვა ჯგუფებშიც კი გამიცნეს როგორც ”კაცი რომელსაც რონდელის ლიტერატურა საშინლად არ უყვარდა”. ერთი დეპრესიებისა და პაწა-პუწის შემდეგ გადავწყვიტე რომ საერთოდ ცოტა ხნით დამეკიდა ფეხებზე ყველაფერი (მომიტევეთ არა კორექტულობის გამო). და მეც მოვედი აქამდე მაგრამ მანამდე კიდევ იყო ერთი ორი საინტერესო ფაქტი. ნაწილს ეხლა გეტყვით ნაწილს კი შემდგომ თავში. პირველი რაც უნდა ვთქვა ის არის რომ დაიწყეს ჭორაობა ”დედაკაცებმა” რომ  თურმე მე სირთულეების შემშინებია და ცხოვრებაში ესე ვერაფერს მივაღწევ და ა.შ. შე საყვარელო!!! რომ მაფასებ და მიწყვეტ მე სუსტი ვარ თუ ძლიერი ჯერ მიცნობ წესიერად, ან მკითხე რატომ ვქენი ეს ყველაფერი? ხოდა იმათ გასაგონად მინდა ვთქვა რომ ჩემს სისუსტეზე ნუ იმსჯელებთ გარდა იმისა რომ არაეთიკურია ცოტა უაზროცაა გააკეთო დასკვნები იმაზე რაც არ იცი (აი, მაგალითად რომ მთხოვო შეაფასე საერთაშორისო პოლიტიკა კონსტრუქტივიზმის თვალთახედვითო ვიზამ? ვერა, ხოდა აბა შენ რომელი ლელა კაკუილია მყავხარ ჩემს ჩანაფიქრებს რომ წვდებოდე). ერთი სიტყვით დღეს ამას დავჯერდეთ და შემდეგზე მოგიყვებით იმას თუ რატომ ვსწავლობ მარტო ინგლისურს რაც თსუ-ში ჩავაბარე , მიუხედავად იმისა რომ ინგლისური ქრონიკულად მიცდება და ჩემი ჯგუფის გარდა ყველამ წერა უკვე კოლოქვიუმი (თუ კოლოკვიუმი, რა ვიცი ჯანდაბა მაგას), ან საერთოდ რა უნდა ვწერო ჯერ present indefinit da prezent contnuous-ზე ვარ და მთელი სამი იუნითი მაქვს გავლილი

To be continued