დაუსრულებელი ომის დასაწყისი

Posted on December 11, 2009

3



…და რამდენადაც დიდია იმედგაცრუება იმდენად დიდია შემართებაც. დღეს დავრწმუნდი რომ შემიძლია საკუთარ თავს ომი გამოვუცხადო… ომი და არა ბრძოლა !!!!!!! ბრძოლა მხოლოდ ერთი ეტაპია. ჩემი გამოცხადებული ომი კი ბევრ ასეთ ბრძოლებს მოიცავს

ის რაც ერთხელ დავუში, დავამტკიცებ რომ მეორედ არ განმეორდება, რომ მეორედ არ იქნება დანებება. ეს შეცდომა მხოლოდ და მხოლოდ გადატვირთვის ბრალი იყო. მხოლოდ და მხოლოდ ნაყოფი ჩემი სურვილების ჩაწიხლვისა. ამას კი აღარ დავუშვებ (და ვეღარც დავუშვებ…)

მე მაქვს მიზანი და ეს მიზანი ჟურნალისტობაა. (დიდი ხანია ყველაფერი გადავწყვიტე, იმაზე უფრო დიდი ხანია ვიდრე ეს თქვენ იცით). ამჯერად კი ჩემს გადაწყვეტილებას უფრო ძნელად დავთმობ ვიდრე საკუთარ სიცოცხლეს.  და კიდევ ვიტყვი – სისუსტე დაუშვებელია დღეიდან. სირთულეებს არ მივცემ ნებას  დამძლიონ , აღარც არავის მივცემ იმის უფლებას რომ ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინონ. ვიცი , რთული იქნება , მაგრამ ცხოვრების აზრიც ხომ ამ სირთულეებშია და არა იმ სიმარტივეში რომლისკენაც ასე მიისწრაფის ყოველი ჩვენგანი.

ხო… და მორჩა სისუსტეების დრო… დადგა დრო ბრძოლისა … და ეს ბრძოლა ეხლა, ამ წუთიდან იწყება…

მე ვიწყებ ომს საკუთარი თავისა და ყველას წინააღმდეგ…. 

თუკი სირთულემ ცხოვრება არია,

თუკი ქიმერებმა ისევ შემაშინეს,

მე დავამტკიცებ რომ შემიძლია

რომ შეცდომებთან ვეღარ შემარიგებთ.

იწყება ომი ბრძოლებით სავსე.

იწყება ახალი ფურცელი წიგნში.

იქნება ბევრი დარდი და სევდა,

იმედგაცრუებაც იქნება ვიცი.

მაგრამ როდესაც ნუგეში იბრძვის,

როდესაც გულში სუნთქავს ფენიქსი,

ერთ რამეს ვხვდები შუაღამისას

ზარმა ჩამოჰრა უკვე ფერის ცვლის.

არავის არ ვთხოვ საშველად მოსვლას.

აღარც არავის მოვიხმობ მრჩევლად.

მხოლოდ ჩემს სილუეტს მივხედავ ჩუმად

მხოლოდ მას გავიხდი იდუმალ მხევლად.

ახლაც მთვარის შუქზე დრო მიდის ბერდება

ახლაც ღამეს ვგრძნობ სხეულში გამჯდარს.

ვგრძნობ რომ მეხებიან სულში მარწუხები

ისევ ვერ  ვახერხებ აზრების გაბმას.

და თუ მონდომება უფრო მეტია ვიდრე მაისი,

და თუ გული ცეკვავს გულში ტარანტელას,

ეს ცრემლებია მხოლოდ სიხარულის

ველი მოთმინებით ისევ განათ(ლ)ებას.

ღმერთი მეუბნება აღარ დანებდეო

და მე ვინღა მომცა ძალა უარის თქმის.

ახლა ანგელოზი ჩემთან დაფრთიანობს,

მუზათა ნაცვლად ლექსში სტრიქონს მიცვლის.

იწყება ბრძოლა ომებით სავსე

სავსე სისხლისღვრით და სავსე რწმენით

მე ველოდები ახლად დაბადებას,

შუბლზე პოეზიის შეხებას ფრთებით.