საერთაშორისო ურთიერთობები ანუ რა მინდოდა წვენებში

Posted on December 17, 2009

0



დასკვნითი ნაწილი


ესეც თქვენი ნაქები და პრესტიჟული საერთაშორისო ურთიერთობები

წინა ოთხ თავში როგორც შემეძლო გადმოგეცით ”თ.ს.უ.”-ში ზოგადად და უფრო კონკრეტულად საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე  არსებული მდგომარეობა . რა თქმა უნდა არ მაქვს პრეტენზია რომ ჩემი ნათქვამი სრულებთ ასახავს იქ არსებულ სიტუაციას , უბრალოდ მინდოდა გამომეხატა პროტესტი იმის წინააღმდეგ რამაც ,პირადად მე სულ მინიმუმ 3 კვირიანი დეპრესია ამკიდა (არადა ჩემ გაუბედურებულ ნერვებს ეგღა აკლდა).

ნუ როგორც დასაწყისშიც გითხარით ძალიან დიდი შემართებითა და მიზნებით შევაბიჯე ფეხი ინსტიტუტში , მაგრამ თითქოს ჩემს შესვლას ელოდებოდნენო ისე მეცნენ ორივე ფეხში და წამამტვრიეს ძირში.სულ რონდელის წიგნი და ფილოსოფიის ”რიდერი ” მირტყეს. სანატრელად გამიხდა ”პრომეთეს”(ჩემი სკოლა) დაობებული და შეშის კვამლის სუნით  გაჟღენთილი კედლები და ამ კედლებში გატარებული 3 წელი. თავდაპირველი ჰიპერქაოსის,უცნაური ცხრილების, ფილოსოფიის ინგლისურ-რუსული ”რიდერების”, დიდი ალლე რონდელის უცხოპლანეტელთათვის განკუთვნილი  უშნო წიგნის, ინგლისურ-ქართული ლანძღვის, სოციალური თარგმნა-მუშაობის შემდეგ მივხვდი რომ მართლა რთული ყოფილა სტუდენტობა საქართველოში. თან სტუდენტობაცაა და სტუდენტობაც- თ.ს.უ.-ს სტუდენტი ვარ არ შეგეშალოთ !!!! J

მოკლედ, დამეწყო საკმაოდ უცნაური ცხოვრება რომელსაც ”სტუდენტურს ” უწოდებენ და რომელიც აშკარად არ გავს იმ ლამაზ და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას რომელიც წინა თაობებისგან  მქონდა გაგებული. ჩემს ყოფაში საშინლად დიდი ადგილი დაიკავა ”ყვითელმა ავტობუსმა”, (რომელშიც უფრო დიდ დროს ვატარარებ ვიდრე საკუთარ ოთახში) ”კონტროლიორებმა”(რომელთაც ყველა ატყუებს – არ ვიცოდით ბილეთი ამოსვლისას რომ უნდა შეგვეძინაო) , ”5 საათიანმა შუალედებმა (როგორც ჩემი ერთერთი ლექტორთყოფილი იტყოდა ”გეფ”-ებმა). გამოვცადე როგორია აუდიტორიაში 20 წუთიანი ძილი (რომლის დროსაც რადიატორზე ხელი დამეწვა, მაგრამ არ ინერვიულოთ უკვე მომირჩა J ) , ქსეროქსში ”ზოგადსაკაცობრიო” თემებზე საუბარი ,  გავეცანი მეორე კორპუსის ჩახლართულ არქიტექტურას, ახლადშერემონტებულ ტუალეტებს სადაც  ჩემდა გასაოცრად არასდროს არ არის ქაღალდი( სამაგიეროდ დღლეზვაზეა თხევადი საპონი).

გავიცანი ახალი ხალხი , რომლებთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს თუცა მე რაც მინდოდა ჯერ ვერ ვიპოვე. რა თქმა უნდა ყველას არ მოვწონვარ (სამაგიეროდ მე მიყვარს ისინი უფრო მეტადაც კი ვიდრე ოცდამეერთე საუკუნის წმინდა გია-გიორგი უცნობ-ნაცნობი გაჩეჩილაძე ). მივხვდი რომ თუ გინდა მაგარ ”ტიპად” გამოჩნდე უნდა გამოიყენო რაც შეიძლება ბევრი ინგლისური სიტყვა, უნდა ჩამოუდგე ლექტორებს და ესაუბრო უცნაური სიტყვებით თემაზე რომელიც არც იცი რას შეეხება, არ უნდა გამოხატო შენი არალიბერალური დამოკიდებულება რაიმე საკითხისადმი თორემ ”პროვინციელის იარლიყი” შენთვის უკვე მზადაა. შევიცანი და აქტიურად დავიწყე ათვისება ფეისბუქ სივრცისა , რომელიც აშკარად აღემატება გაცნობა-დაოჯახების ცენტრს- ”ადნოებს” , თუმცა უამრავ დროს გაკარგვინებს უაზრო ”ქვიზების” (ნუ ეს სიტყვაც ერთერთი უთანამედროვესი და უპოპულარესი სიტყვაა სწავლების პროცესშიაც კი) გაკეთებაში (მაგ: ხართ თუ არა მურთაზი? , რა მოგკლავს 2012-ში? და ა.შ.).

ერთი სიტყვით დადგა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეპოქა – სტუდენტობა , რომელიც რაღაც გამოუცნობი ქაოტურობითა და  გაურკვევლობით სულაც არ მხიბლავს. ყველა მამშვიდებს მეორე კურსიდან უფრო საინტერესო იქნებაო. თუ გავითვალისწინებთ იმას , რასაც ისინი საინტერესოს ეძახიან დიდი მიხვედრილობა და გონების დაძაბვა არ მჭირდება რომ დავასკვნა – მეორე კურსი გაცილებით უფრო უინტერესო და ცარიელი იქნება ჩემთვის ( თუმცა ამაზე ჯერ შორეულ პერსპექტივაში ვსაუბრობ) . მაგრამ მტრების ჯინაზე არ ვკარგავ იმედს უკეთესი მომავლისა და ასეთ ოპტიმისტურ ნოტაზე დაგემშვიდობებით ამ სათაურის ფარგლებში. ჩემს კურსელებს კი  მოვუწოდებ რომ მათაც არ დაკარგონ იმედი საუკეთესო სტუდენტობისა, მიუხედავად იმისა რომ რონდელის წიგნის მეშვეობით 200დან დაახლოებით 160მა  დავკარგეთ მთავარი – ინტერესი საერთაშორისო ურთიერთობებისადმი.

მართლაცდა, ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი პერსონაჟის თქმისა არ იყოს  : რა გვინდოდა წვენებში???

(მეც მიყვარხართ ბატონო ალექსანდრე)