მე ვრჩები

Posted on December 18, 2009

11



გეძახდი გუშინ, ურცხვად მიდიოდი

შემძულდი ძლიერ, ჩუმად გიკიოდი.

დღესღა მჭირდები-ისევ მიდიხარ

ეს ბოლო დღეა როცა მინდიხარ.

ხვალ ან ინათებს ან მომკლავს ღმერთი

სიცოცხლე გახდა ჩემთვის სულერთი.

გაცვდა ფრაზები, შეირყა გრძნობა

დაგიმახინჯდა შენ თმების წყობა.

ჩემში აკივლდნენ კოიოტები

და გაიხსენეს ძველი ნოტები.

ისევ მომაკითხეს ბნელმა ნიაღვრებმა

ღმერთს ვერ მაზიარეს ყალბმა წიაღსვლებმა.

ხელზე მაინც შემრჩა შენი სურნელებმა

”ჩვენ არ დაგტოვებთო”-მითხრეს სულელებმა.

ვგრძნობ…

დღეს ბრმა მოლოდინმა უკვე  დამღალა

ვხვდები….

ქალის  გულმა რომ სხვაში გამცვალა.

ვხედავ…

უაზროდ გაშლილ ხელებს

ვანჩნევ…

დღეს სევდა  გაახელეს

თამბაქოს კვამლში მთვრალს

ხვალ მე მოვიკლავ თავს.

შემეცოდება თავი!

იქნებ ეს სულაც არ ღირს.

ჩემს მოკრძალებულ რითმებში

ოდნავი შვება ვიგრძენი.

კვლავ ვუბრუნდები სახლს

მოწყენილობა მძაგს.

ვიცი არაა აქვს აზრი

ამ ჩემს უსუსურ მცდელობებს.

გიხატავთ პირად გრძნობებს

და არა ზოგად მკვლელობებს.