იქნებ და დროა

Posted on December 22, 2009

9



(მკრძალებულად ვუძღვნი ერთ ახლად შეძენილ მეგობარს და ერთ ძმაკაცს )

ო, როგორ მობეზედა მესამე პირში ცხოვრება…, ო, როგორ უნდა რომ წვიმდეს და მის ქუჩაზეც ტიროდნენ მაგნოლიები – ჯერაც ყვავილგაუშლელნი, თუმცა მაინც  დარდისაგან ჭკნობაშეპარულნი. ო, როგორ უნდა ერთი წამით მაინც დაინახოს საკუთარი თავი სხვისი თვალით, უბრალოდ დაინახოს.  და რამდენ რამეს შეცვლიდა მაშინ. მაგრამ რისთვის ან ვისთვის უნდა შეცვალოს? იქნებდა არც უნდა ცვლილებები? იქნებ მართლა არაა საჭირო ამდენი გრადაცია?…..

სწორედ ამდენი ”იქნების” ბრალია თვითონაც რომ ვეღარ გებულობს რა უნდა….

(ხანგრძლივი პაუზა)

თუმცა არაფერიც!!! თვითონ ყველაზე უკეთ იცის რაც უნდა… მას უბრალოდ სიცოცხლე უნდა.

ნუთუ ასე ბნელა ? ნუთუ ამდენ შეურაცხყოფას უნდა გაუძლო რომ ….. რა? რომ ისევ ახალი შეურაცხყოფა მოისმინო. (შესაძლოა სხვებისთვის ის სულაც არაა შეურაცხმყოფელი რაც მას ქვეყნის დასასრულად მიაჩნია) მაშინ როდესსაც ვერ გხედავენ, მაშინ როდესაც წარმატება უკვე მოსულია, მაგრამ მაინც ვერ გრძნობ თავს ბედნიერად…, იქნებ მაშინ უნდა მოშორდე ყველაფერს , იქნებ მაშინ უნდა დატოვო ყველა და გახვიდე უდაბნოში…

მაგრამ… იმას რა უყოს ”იმედს” რომ ეძახიან. არავინ მოგატყუოთ იმედი კარგიაო , ესეო და ისეო. მას იმედი ტანჯავს! კარგის მოლოდინში რამდენ ცუდს უნდა გაუძლო კაცმა? … თუმცა კი ისევ ის იმედია მომავლიდან რომ გიბერავს სულს , გახელებს და სიცოცხლის სურვილს გიბრუნებს, გიბრუნებს ხალისს რომ ისევ აღსდგე ფენიქსივით და სწორედ მასზე იძიო შური.  იძიებს კიდეც…. იძიებს…

მორჩა ! ეყოფა ამდენი ”ო, როგორ”, ”ოხ, ნეტავ”. უბრალოდ ”აი” … ინებე რაც შენთვის ცხოვრებას მოურთმევია , თუნდაც ამ მცირედის მისაღებად ხომ არაფერი გაგიკეთებია….

და მერამდენედ გათენდა დილა.