იქ სადაც არ თენდებოდა

Posted on December 29, 2009

4



ერთხელ მზე ჩავიდა…. და ძალიან დაბნელდა…  ცის ბალიშზე გვერდშემორღვეულმა მთვარემ ჯერ თავი შეარხია შემდეგ კი საბოლოოდ გამოფხიზლდა.

ეტყობოდათ რომ ძალიან შეშინდნენ… ბევრი ილოცეს,ბევრი იტირეს, ბევრი მსხვერპლიც შესწირეს ხისაგან გამოთლილ უშნო არსებას … ოღონდ როგორც წესი ყველამ ცალ-ცალკე, და არავინ ერთად.  და დისკო ისევ წითელი გორავდა ლურჯ ტალღებზე ,ის უკვე ტალღების მონა იყო. ღამეს ღამე მოსდევდა და არ  თენდებოდა.  ჭინკების ფერხულში ვიოლინოს ხმა ისმოდა. როგორც სარკეზე დაცემული წყლის უკანასკნელი წვეთი , როგორც წვრილი, სწორი ხაზი… ჭინკები ისევ ცეკვავდნენ.

უცებ თავისივე სუნთქვა იგრძნო… ჩაესმა და შეშინდა. გაჩერდა და გულის ცემას ყური ათხოვა. მისი გული ვიოლინოს ხმას აჰყოლოდა მაგრამ მისი სხეული ვერ ყვებოდა ჭინკების როკვას… თავისი თავი ისე შეზიზღდა რომ კინაღამ სასიკვდილოდ გაიმეტა. ხელში იგრძნო ცივი სიკვდილის სველი და თბილი შეხება… და როდესაც სიკვდილი კისერზე მიიდო მიხვდა… სიკვდილიც ჭინკებისაა… მაშ, უნდა იცხოვროს. მზე კი ისევ იქით იყო მთვარე აქეთ.

სულ არაფერი ჩანდა მხოლოდ შავი სიცარიელე ცეკვავდა ვიოლინოს ხმაზე. ჭინკები ისევ როკავდნენ – მე ამოჰყავდათ უბედურებს.

თურმე მზე მასშიც ყოფილა, თურმე აქამდე არც კი უძებნია. ეხლა მოძებნა და მაგრად ჩასჭიდა ხელი … მაგრამ ქვიშის სიმხურვალემ ხელი დასწვა და თითებს შორის ჩამოყრილი მარცვლები მზის სხივებმა ააბრჭყვიალა. მაინც ანათებდა მხოლოდ მასთან.

ყოველ შემთხვევაში ჭინკების ქონდადებული სულები ისევ ცეცხლთან და ისევ ციბრუტივით ტრიალებდნენ და კიოდნენ.  …იკივლეთ იქნებ ერთმანეთი მაინც გააღვიძოთ…

იგრძნო რომ გული მკერდს აღარ ეხეთქებოდა  უბრალოდ სასიცოცხლოდ ფეთქდა.

ო, როგორ ამოისუნთქა და რა გულიანად ჩაეძინა.