ხმა ”ანგლეტერის” ახლოს

Posted on March 5, 2010

3



”ოცნებებს გული ამოუგლეჯიათ , ან გული რაღად მინდოდა და ან ოცნებები? ნუთუ ჯობდა რომ ოცნებების ნაცვლად საერთოდ არ მესუნთქა?” ამდენი ფიქრით დაღლილმა გადაწყვიტა მდინარის ნაპირზე ჩამომჯდარიყო.. ტაატით მიმავალმა ტალღამ თვალი მოსწყვიტა. ტალღაც თითქოს მას ეთამაშებოდა. მან ჯერ წყალში ჩაყვინთა, შემდეგ ამოხეთქა როგორც ბოღმამ მეგობრის გულში, შემდეგ ვიღაცას ამოუდგა მხარში და ასე ნელი ტანგოთი კიდევ უფრო დაშორდა ნაპირზე მჯდომს. გმირია, გმირი!!!- არა?- როგორ არა ; თქვენ გიტარებიათ ამხელა ლოდი ამდენი ხნის განმავლობაში? მას კი უტარებია თანაც საკმაო წარმატებით,. თქვენ … გაწყდა აზრი; გაწყვიტეს. და ტალღა სადღაც ქვემოთ ჩაიკარგა, უსასრულობაში. მისგან აღარაფერი დარჩა გარდა სხივთა კრთომისა რომელმაც კიდევ ერთხელ გაახელა და აგრძნობინა რომ მას ყველა მიატოვებდა. წყლის ცისარტყელამ თვალი მოსჭრა და ცოტა ხნით დაახუჭინა კიდეც. თეთრი სიცივე შავ მყუდროებას ეთანხმებოდა, ეთანხმებოდა და ყვითელ ფერს აძლევდა (და ნეტავ ვინმე გესმოდეთ თუ რაოდენ ყვითლად მიყვარს ჩემი ახლად ნაპოვნი ყვითელი ფერი და რა ცუდი წინათგრძნობა მაქვს). ალბათ ეს არაფერ შუაში იყო მაგრამ მაინც მთავრია მისთვის. ეს, ამ წამს გაყინული წამია. ”სჯობს სამოგზაუროდ წავიდე და იქ დავიხვიო თავბრუ” – უიმედოდ შეშინებულმა გაიფიქრა – ”სიყვითლეს დანატრებულმა და ფიფქებით მთვრალმა თეთრ ზღვაში შევცურე, ნაწყვეტ-ნაწყვეტმა სითბომ და მჭრელმა სიცივემ კიდევ გამახსენა ჩემი გულის ჩემი ტკივილი. ოცნებებითა და სიყვითლით მთვრალმა კიდევ ერთხელ გადავიტანე ვატერლოო, არ ვიცი თუ გაგრძელდება რაიმე და კიდევ ერთხელ მივხვდი რომ მე ერთი პატარა არარაობა ვარ იმ დიდ არარაობაში რასაც ეს ცხოვრება ქვია” შეწყვიტა ფიქრი და წავიდა ”ანგლეტერში”. გაისმა ხმა , ხმა სიკვდილის. ღმერთო არ მინდა “ანგლეტერში” წარმოთქმული ბოლო სიტყვების გამეორება.სამაგიეროდ მინდა სიყვითლე…

*)92. სერგეი ესენინი (1895-1925)
რუსი პოეტი. 28 დეკემბერს, ლენინგრადის სასტუმრო “ანგლეტერში”, თავი ჩამოიხრჩო. მისი უკანასკნელი ლექსი დაწერილი იყო ამავე სასტუმროში, საკუთარი სისხლით: “ნახვამიდის, ჩემო მეგობარო, ნახვამდის…” მიზეზი დეპრესია.