მეც არ ვიცი

Posted on May 11, 2010

12



(იქნებ მივიდეს მის ნაზ ყურამდე)

შენ ბრალს ისევ მე მდებ

და მე ვწუხვარ,

უკვე მერამდენედ ?

მე შენ ხელი გკარი

და შენ ჩუმად ტირი,

უკვე მერამდენედ ?

შენ მე რაღაც მთხოვე

და მე ვერ გისრულებ,

უკვე მერამდენედ?

მე შენ ბოდიშს გიხდი

და შენ კვლავ მიღიმი,

უკვე მერამდენედ ?

მე შენ ბედნიერს მხდი,

ჩუმად გულში ვმღერი,

უკვე მერამდენედ ?

შენ მე ბედნიერს გხდი

და შენც ჩუმად მღერი,

უკვე მერამდენედ ?

მერე სილას მირტყამ

და მეც ჩუმად ვტირი,

ესეც მერამდენედ?

აღარც მე გპატიობ,

აღარც შენ მეძახი

უკვე მერამდენედ ?

შენ მე სახლში მიშვებ,

მე შენ სახლთან გტოვებ,

აგერ მერამდენედ?

მე შენ გულზე გკოცნი

და შენ ისევ ბრალს მდებ,

უკვე მერამდენედ  ?

მე შენ როლს, რომ გიცვლი

შენც მე როლს რომ მიცვლი

ან ეს მერამდენედ?

მე შენ კოცნას გართმევ

შენც კოცნით მპასუხობ

უკვე მერამდენედ ?

სცენას ვუბრუნდებით და ისევ ვიწყებთ,

და მე ვწუხვარ

უკვე მერამდენედ ?

მე თავს დამნაშავედ შენი სიტყვებით ვგრძნობ

შენ ხვალ სხვას რომ მეტყვი

ვიცი, მერამდენედ ?

ახლა სადღაც გძინავს

მე კი აქვე მღვიძავს.

შენ ფიქრში წევხარ,

მე ლექსში ვზივარ

ესეც მერამდენედ ?

მე რომ მეშინია

და შენ რომ ღელავ

ან ეს მერამდენედ ?

შენ რომ თავს ცუდად გრძნობ

მე კი საერთოდაც , მას რომ ვეღარსად ვგრძნობ

იქნებ ვნმემ მითხრას

უკვე მერამდენედ ?

მე რომ მეშინია შენთან განშორება,

მე რომ მეშინია შენთან არ-შორება

იქნებ მიპასუხო მე-რამდენედ?

მე შენ გარდა იცი არავინ მყავს

შენ ალბათ ხელებს ჩაგავლებს ბევრი,

მე ფსკერზე მძიმედ , მარტო დავეშვები

და სხვა დაგიკოცნის ტუჩებს გავეშებით.

ფიქრი აღარ მინდა

ვგრძნობ შენ მომენატრე.

თავს ძველ სურათში ვგრძნობ

და მე მეშინია.

ვინმემ ხმა გამეცით :

რატომ ? მერამდენედ?