უცვლელი თვითმართველობა

Posted on May 21, 2010

23



თსუს რეფორმატორები
მანამ სანამ პოსტის უმთავრეს ნაწილზე გადავიდოდე მინდა ვთქვა,  თსუ-ში არსებული სიუაციის გაპროტესტება სულაც არ ნიშნავს , რომ ვერ ვიტანთ ჩვენს უნივერსიტეტს ან მისი დანგრევა და განადგურება გვინდა.  საქმე სულ სხა რამეშია – თითოეული ჩვენგანი (თსუ-ს სტუდენტობა) საკმაოდ კარგად ხვდება , რომ პირველ ქართულ უნივერსიტეტში მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა. ცალ-ცალკე ყველა რაღაცას ვაპროტესტებთ და ყველას რაღაც არ მოგვწონს , მაგრამ რატომღაც თავს ვარიდებთ , რომ ამ თემაზე ღიად ვისაუბროთ. პირადად ჩემი სურვილია ,  რაც შეიძლება მეტი ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე რომლებიც გვაწუხებს , რაც შეიძლება მეტად მივიქციოთ ხალხის და უპირველესად თსუ-ს ადმინისტრაციის ყურადღება.

ახლა უშუალოდ იმ თემას მინდა შევეხო , რის გამოც ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე : თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები , რომელიც რამოდენიმე დღის წინ გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის„  ტოტალური  , ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ალბათ სულაც არ გაგკვირვებიათ რომ ასე მოხდა.

წინა საარჩევნო პერიოდში თითქმის მთელი „ესმ“ მობილიზებული იყო რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიემხრო , ეს ბუნებრივიცაა არჩევნების არსიდან გამომდინარე, მაგრამ სულ სხვა თემაა ფორმები რომლითაც ხდებოდა მათი გადაბირება . არავისთვისაა უცხო , რომ კანდიდატთა ბლანკებში სახელები და გვარები ისე იწერებოდა , რომ მასზე კონტროლი არავის გაუწევია. ხშირად ერთსა და იმავე სახელსა და გვარს ორი სამჯერაც ნახავდით . უფრო ცუდი კი ის არის , რომ ამას “ესმ“-ც  აკეთებდა და ე.წ. ოპოზიციაც. ყოველგვარი საარჩევნო პროგრამების , სამომავლო გეგმებისა და დაპირებების გარეშე ნაცნობობით და ახლობლობით ხდებოდა ამომრჩეველთა „გაერთგულება“ . რეალურად კი სრულიად ბუნდოვანი დარჩა ან გამარჯვებულები რის გაკეთებას აპირებენ , ან დამარცხებულები რას გააკეთებდნენ. მანამდე კი ისიც უნდა აღვნიშნოთ , რომ საკმაოდ უთანაბრო იყო პირობები რომლებშიც ჩაყენებულები იყვნენ კანდიდატები. ალბათ შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ მთელი თსუ როგორი აჭრელებული იყო „ესმ“-ს  წინასაარჩევნო პლაკატებით. მაშინ როდესაც „ოპოზიციის“ პლაკატი კი არა , ფურცელზე ჩამოწერილი სახელი და გვარიც არსად ყოფლია გაკრული.

არჩევნების წინა ღამეს კი თითქმის 12 საათამდე ურეკავდნენ სტუდენტებს რომ დარწმუნებულიყვნენ ამომრჩეველთა ერთგულებაში. საარჩევნო უბნებთან (შეიძლება ყველგან არა , მაგრამ მე რომლებთანაც მოვხვდი იმათზე ვამბობ) სრული ქაოსი და განუკითხაობა იყო. კანდიდატები გააფთრებულები იბრძოდნენ თითოეულ ხმაზე, ყოველგვარი მორიდებისა და საარჩევნო კანონების პატივისცემის გარეშე სტუდენტებს სთხოვდნენ მათთვის მიეცათ ხმა. კანონს არად დაგიდევდნენ მაშინაც როდესაც უშუალოდ საარჩევნო უბნების წინ იდგნენ და  საკუთარ ნაცნობებს ურიგოდ აშვებინებდნენ „ცსკო“-ს დამკვირვებლებს. დამკვირვებლებიც ისეთივე „მობილიზებულნი“ ჩანდნენ როგორც მთლიანი არჩევნები. ყოველ ხუთ წუთში დარბოდნენ სიგარეტის მოსაწევად და თავს კანდიდატებთან (ძირიტადად „ესმ“-ს ხალხთან ) ლაპარაკით ირთობდნენ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ მქონია საშუალება დავსწრებოდი ხმების დათვლას , მაგრამ სულაც არ მგონია რომ ხმების დათვლაში რამე ხარვეზი ყოფილიყო. მანამ სანამ ხმების დათვლა დაიწყებოდა თითქმის ყველაფერი გაკეთდა , რომ „ესმ“-ს გაემარჯვა. თუმცა ამაში მხოლოდ გამარჯვებულების „ბრალს“ ნუ დავინახავთ. ე.წ. “ოპოზიცია“ იმდენად პასიური და არაფრის მაქნისი იყო , რომ სულაც არ უნდა გაკვირვებოდათ საკუთარი მარცხი. საჭირო იყო მეტი ორგანიზებულობა და ხალხისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება.

მოკლედ რომ ვთქვათ არჩევნები დასრულდა , გაიმარჯვეს „ემს“-ს კანდიდატებმა (მცირე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით) , ანუ შედეგი ისაა რომ სიახლე არაფერია , შესაბამისად საფუძვლიანი ეჭვიც უნდა გვქონდეს რომ არც არაფერი შეიცვლება და თვითმართველობა დარჩება მხოლოდ ვიწრო წრის გასართობ ადგილად , სადაც სიგარეტის მოწევის, ჭადრაკის თამაშის , გიტარაზე დაკვრის და ათასში ერთხელ ექსკურსიის მოწყობის გარდა , მიშვნელოვანი არაფერი მოხდება. (ბოდიში,საახალწლო white-ფართი არ დამავიყდეს ).

აქვე დავძენ რომ პიროვნულად სულაც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო გამარჯვებული კანდიდატებისა , რამოდენიმე მათგანი ჩემი მეგობარიცაა თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს , რომ არ უნდა ვთქვა :სტუდთვითმართველობა თვითმართველობას უნდა გავდეს , ის უნდა ზრუნავდეს მთლიანად თსუ-ს სტუდენტობაზე და არა მხოლოდ ახლობელ სტუდენტებზე და საკუთარ თავებზე. ჩვენი ნაცნობ- მეგობრების ხათრით კი ხმას თუ არასდროს ამოვიღებთ არც არასდროს დაემსგავსება თსუ თანამედროვე , ნორმალურ უნივერსიტეტს და დარჩება ისეთივე ჭაობში როგორშიც დღესაა.