ნორვეგიელი მწერალი ქალი , რომელიც თბილისში მოკლეს

Posted on June 12, 2010

12



„დაგნი არ იყო ლამაზი , თუმცა იყო ყველაზე მაცდური .“

ოგიუსტ სტრინდბერგი

ალბათ ცოტას სმენია საქართველოში , რომ 1901 წლის 5 ივნისს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ნორვეგიელი მწერალი – დაგნი იუველი – მოკლეს . ეს იყო ქალი , რომელიც ცნობილი უფრო მეტად  მისი სასიყვარულო ურთიერთობებითა და ბოჰემური ცხოვრებით  გახდა და არა  შემოქმედებით. მისი პიროვნებით  მონუსხულნიც იყვნენ და აღშფოთებულნიც, თუმცა ყველაზე მეტად ამ ქალბატონის იდუმალება იზიდავდა ხალხს. აი რას წერს ერთ-ერთი კრაკოველი ქალბატონი მწერალზე : „ აქ ვერავინ იჯერებდა , რომ ეს  ქალი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ისიც კი არ სჯეროდათ რომ მას მშობლები ჰყავდა. არავინ იცოდა საიდან გაჩნდა ის. შესაძლოა ჯადოქარიც კი იყო.“  მართლაც რომ საინტერესო ცხოვრება ჰქონდა ორი ქალაქის (ბერლინი და კრაკოვი) ბოჰემის დედოფლს -დაგნი იუველს.

მომავალი მწერალი ნორვეგიაში ,კონსვინგერში , 1867 წლის 8 ივნისს დაიბადა. ის იყო ექიმ ჰანს და მინდი იუველების  მეორე შვილი. იუველების საკმაოდ შეძლებულ ოჯახში 5 ბავშვი იზრდებოდა რომელთაგან ერთადერთი ბიჭი დაბადებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა  . დაგნის  დებდან ერთ-ერთი რეინალდ იუელი კი ცნობილი საოპერო მომღეარალი გახდა და სიცოცხლის ბოლომდე მწერლის უახლოეს ადამიანად დარჩა.

ადრეული განათლება დაგნიმ ანა სტანგისგან მიიღო, რომელმაც კონსვინგერში  გოგონათა კერძო სკოლა დაარსა. სტანგი ასევე ცნობილი იყო , როგორც  ქალთა უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველი ნორვეგიაში და ადრეული ფემინიზმის ცნობილი წარმომადგენელი. დაგნიმ სწავლა 1875 წელს დაიწყო, ექვსი წლის შემდეგ კი ჩააბარა გამოცდები საშუალო სკოლაში შესასვლელად. რამდენიმე წლის განმავლობაში ის საკმაოდ ბეჯითად ეუფლებოდა ისტორიას, გეოგრაფიას მათემატიკას , ინგლისურ, გერმანულ და ნორვეგიულ ენებს.

1882 წლის 3 ნოემბერს იგი გაემგზავრა ერფურტში მუსიკის შესასწავლად. 1890 წლის იანვარში კი დასთან , რეინალდასთან ერთად წავიდა ოსლოში (შემდგომში ქრისტიანია) სწავლის გასაგრძელებლად. სწორედ აქ ჩაეფლო ის ქალაქის ბოჰემურ ცხოვრებაში, რამდენიმე თვით იგი შეყვარებული იყო მწერალ ჰალმარ კრისტიანსენზე , სავარაუდოდ ერფრუტშივე გაიცნო ედვარდ მუნკი , რომელთან ერთადაც მას ხშირად ხედავდნენ ბერლინში. მუნკს მწერალი ქალი საკმაოდ ინტიმურ სცენებში ჰყავს  დახატული,  რის გამოც ზოგიერთი ბიოგრაფი მიიჩნევს, რომ ისინი საყვარლები იყვნენ , თუმცა  სიმბოლისტ მხატვარს არასდროს აღუნიშნავს , რომ დაგნისთან მას რაიმე სახის პირადი , ინტიმური ურთიერთიბა ჰქონდა. ცნობილ ტილოებზე „ეჭვიანობა“  და „მადონა“ სწორედ დაგნია დახატული.

მწერალმა სწავლის გასაგრძელებლად ბერლინი აირჩია. შესაძლოა მისი ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმითაც , რომ იმ დროისთვის მუნკი გერმანიაში იყო მიწვეული ბერლინელი ხელოვნების მიერ  .

თავდაპირველად დაგნის ხშირად ნახავდით ბარში “Zum schwarzen Ferkel ” („შავი გოჭი“) , სადაც მან გაიცნო ოგიუსტ სტრინდბერგი , რომელთანაც მას მოკლე, სამკვირიანი ურთიერთობა ჰქონდა. ოგიუსტმა და მისმა მეგობრებმა დაგნის   , როგორც ქალს რომელიც გამოირჩეოდა ინტელექტით და მამაკაცებზე ზეგავლენის მოხდენის უნარით„ასპასია“ შეარქვეს . დაგნის სილამაზემ გაიტაცა  გერმანელი მწერალი ადოლფ პაულიც. ბერლინში ყოფნისას მწერალი ქალი მუნკის გარდა სხვა არტისტებთანაც მუშაობდა მოდელად. ამდენი ხელოვანის გარემოცვაში დაგნიმ თავადაც დაიწყო წერა . სამწერლო კარიერის განმავლობაში მან ოთხი დრამა, ხუთი მოკლე მოთხრობა და თოთხმეტი პოემა დაწერა  . მისი ყვეაზე ცნობილი ნამუშევრებია „Rediviva“ და  „Den sterkere „  („ყველაზე ძლიერი“). მიუხედავად არც თუ დიდი წარმატებებისა , ყველა აღიარებდა რომ ამ ქალბატონის ნამუშევრები გამოირჩეოდა ლირიკულობით, დრამატიზმითა და ეროტიკულობით. მის თანამედროვეობაში ის იყო ერთადერთი ქალი , რომელიც დაუფარავად წერდა სიკვდილზე , შიშსა და მისტიკაზე . არაერთ კრიტიკოსსა და მწერალს შუფასებია დაგნის პიროვნება , როგორც ჭეშმარიტი მწერალი და დიდი ხელოვანი . მის ცხოვრებაზე დაწერილია რამოდენიმე წიგნი  და გადაღებულია ფილმი სათაურით „დაგნი“ (1977 წელს).

პრჟიბიშევსკიმ , რომელიც დაგნიზე 1893 წელს დაქორწინდა , მიატოვა თავისი კანონიერი მეუღლე და ორი შვილი . როდესაც მან დაგნი გაიცნო 24 წლის იყო (ერთი წლით უმცროსი თავის მომავალ მეუღლეზე) . იგი ბერლინში 1889 წელს ჩამოვიდა არქიტექტურის შესასწავლად თუმცა , მალევე მან ახალი ინტერესი გაიჩინა -ფსიქე ანუ ადამიანის სული. გაეცნო ნიცშეს ნამუშევრებს და  დაინტერესდა ოკულტიზმით, სატანიზმიტაა და  მისტიციზმით. სტანისლავისა და მისი მეგობრების თავშეყრის ადგილი სწორედZum schwarzen Ferkel“ იყო. აქ ჩქეფდა მთელი ქალაქის ბოჰემა. მართალია დაგნი მათ მოგვიანებით შეუერთდა , მაგრამ ის მალევე მოექცა  იქაური საზოგადოების   ყურადღების ცენტრში. მისი პიროვნების შეფასებისას ცნობილი პიროვნეები არ იშურვებდნენ კომპლიმენტებს.

მიუხედავად დანისთან თანაცხოვრებისა და საერთო შვილებისა პრჟიბიშევსკის 1895 წელს კიდევ ერთი შვილი შეეძინა ძველ ცოლთან მარტასთან, რომელიც 1896 წლის 6 ივნის საკუთარ სახლში ნახეს მკვდარი. თავდაპირველად ეჭვი მის ყოფილ ქმარზე მიიტანეს და გარკვეული ხნით დააპატიმრეს  კიდეც ის. მას შემდეგ კი რაც საბოლოოდ დადგინდა რომ ეს იყო სუიციდი და არა მკვლელობა , სტანისლავი გაათავისუფლეს. დაგნის საკუთარ ნაწერებშიც ხშირად აქვს ნახსენები თუ როგორ იწირავს ორის სიყვარული მესამეს.

დედის სიკვდილის შემდეგ მარტას შვილების აყვანაზე დაგნიმ უარი განაცხადა . საკუთარ ორ შვილს  კი თავის მშობლებთან ხშირად ტოვებდა ხოლმე კონგსვინგერში. დეკადენტურ და ფინანსურ პრობლემებში ჩაძირული ოჯახი , სადაც მამა ალკოჰოლზე ზედმეტად იყო უკვე დამოკიდებული, ნამდვილად არ იყო ბავშვების აღსაზრდელად საუკეთესო გარემო.

დაგნი თან ახლდა პრჟიბიშევსკის კრაკოვში, სადაც ის ახალგაზრდა პოლონელთა მოძრაობის წამყვანი ფიგურა და ჟურნალ „Zycie ”-ს რედაქტორი გახდა. გალისიაში სტანისლავს შეუყვარდა მეგობრის  იან კასპროვიჩის ცოლი, ვის გამოც მან დაგნი მიატოვა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ , რომ სტანისლავმა მისცა ბიძგი დაგნის გაება ურთიერთობა  ჰენრიკ სიენკევიჩთან და ვლადისლავ ემერიკთან. არის მოსაზრება , რომ ემერიკმა და პრჟიბიშევსკიმ ერთად დაგეგმეს დაგნის მკვლელობა. დაგნის სიკვდილის დროს სტანისლავს ურთიერთობა ჰქონდა ორ ქალთან  პოლონეთში, რომელთაგან ერთ-ერთთანაც მას ორი შვილიც კი ყავდა. იმ დროს კი თავის მხრივ დაგნის ჰქონდა რომანი სამ მამაკაცთან პარიზში (მათ შორის  ემერიკთან).

1901 წელს ვლადისლავ ემერიკმა მიიწვია პრჟიბიშევსკი თავისი ოჯახით, კავკასიაში , თუმცა უკანასკნელ მომენტში სტანისლავმა გეგმები შეცვალა და განაცხადა , რომ ის მათ მოგვიაებით შეუერთდებოდა. ძალზე საინტერესო წერილი მისწერა დაგნიმ მის კანონიერ მეუღლეს თბილისიდან , სადაც ის სტანისლავს საყვედურობს , რომ უკვე ერთი მოსაწყენი თვეა რაც ამ ქალაქშია, მას კი ერთი თბილი სიტყვაც არ მიუწერია ცოლისთვის.

“ ამ ქალაქში ყველაფერი „გომბეშოსებრი სიცივის“ აღქმას მიტოვებს , მაშინ როდესაც სახელი „ტფილისი“ სითბოსთან უნდა ასოცირდებოდეს .  სასტუმრო სადაც მე და ზენონი ერთად ვცხოვრობთ „ვირთხის სოროს“ უფრო გავს , არადა „გრანდ ოტელი“  კი ჰქვია.“- წერია დაგნის უკანასკნელ წერილში . ყველაზე საინტერესო კი ისაა , რომ  დაგნი დარწმუნებულია სულ მალე ემერიკი მას მოკლავს. ეს განზრახვა მის თვალებსა  და  იმ ტელეგრამებში ამოვიკითხე , რომლებსაც ვლადისლავი იღებდა უკანასკნელ ხანებშიო ატყობინენს ქმარს .

ძალზედ საინტერესოა უკანასკნელი აბზაცი მისი წერილიდან :

„ ვხედავ ემერიკი მოდის სასმლით ხელში , იღიმის და ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს ამ კაცს ძალუძს ჩემს სულში ჩახედვა. მართლაც რომ გულისამრევია . ვის აინტერესებს როგორია ეს გრძნობა? ალბათ შენ , მაგრამ შენ ხომ უკვე იცი რას ნიშნავს ეს , ამიტომაც გამოუგზავნე ემერიკს ტელეგრამა, რომელიც მოსაკლავად განწირული მწერის მსგავსად გადავიკითხე. ვნახე შენი ჭკვიანური რჩევა , რომ მისთვის აჯობებს პისტოლეტი გამოიყენოს ან საწამლავი , საწამლავი ან პისტოლეტი. ძალიან ცივა ამ ოთახში და მე ბოროტი სული ვარ , რომელიც შესვამს ამ სასმისს შენს საპატივცემულოდ . გაგიმარჯოს“

თბილისში ჩამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, 5 ივნისს „ გრანდ ოტელის“ ერთ-ერთ ოთახში ეჭვიანმა საყვარელმა ,ემერაკმა , დაგნის თავში ესროლა. მეორე დღეს კი მან თავის მოკვლა სცადა. მწერლის ხუთი წლის შვილი, ზენონი შეესწრო დედის მკვლელობას. დაგნის სიკვდილი იმაზე უფრო რეზონანსული გამოდგა მთელს ევროპაში ვიდრე, ეს ვინმეს შეეძლო წარმოედგინა. ერთმანეთის მიყოლებით იბეჭდებოდა პუბლიკაციები ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ და სკანდინავიურ გაზეთებში. ის დღემდე რჩება მეცხრამეტე საუკუნის ბერლინური და პოლონური ბოჰემის თვალსაჩინო წარმომადგენლად .

მოგვიანებით , მისი მკვლელი ვლადისლავ ემერიკი წერდა : „ ის არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს , რადგან იყო  ზედმეტად ნაზი და ჰაეროვანი სიმისოდ , რომ ვინმეს ამოეცნო მისი ნამდვილი ბუნება“.

დაგნი დაკრძალულია თბილისში კუკიას სასაფლაოზე , მთავარ შესასველთან , მადონას  სკულპტურისგან ოდნავი მოშორებით.