Dreams come true

Posted on June 23, 2010

26



რასაც ამ პოსტში დავწერ , შესაძლოა თქვენთვის სულაც არაა მნიშვნელოვანი ,  მაგრამ მათ ვისაც აინტერესებს future journalist’s blog-ისა  და ჩემი მეტნაკლებად პროფესიული  საქმიანობის შედეგები ალბათ ამ წერილის წაკითხვაც დააინტერესებს.

და რაც მთავარია „ეს“ ჩემთვისაა ძალიან , ძალიან მნიშვნელოვანი.

27 ივნისს გაზეთ „რეზონანსის“ კვირის ნომერში ჩემი პირველი  სტატია დაიბეჭდება , რაც  „უაზროდ“მიხარა. ალბათ ბევრი იტყვის მერე რაო. მერე ის რომ  , ჩემთვის როგორც მომავალი ჟურნალისტისთვის , რომელმაც ყველაფერი საკუთარი უკანალით უნდა მიაღწიოს ამ ცხოვრებაში , ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის , რომ სადმე , რომელიმე გაზეთში ან ჟურნალში იარსებებს სტატია , რომელსაც ავტორად ლაშა ქავთარაძე ეყოლება.

დაჟინებული თხოვნის მიუხედავად , მადლობის გადახდას მაინც ვაპირებ ადამიანისთვის , ვინც დამეხმარა და ჩემს ბლოგზე გასართობად დაწერილი პოსტი დაგნი იუველზე  „რეზონანსის“ კვირის ნომრის რედაქტორს წააკითხა. ჩემს არაბიოლოგიურ და პროფესიულ მამად წოდებულმა გიო ფუტკარაძემ მართლა დიდი საქმე გამიკეთა . მართალია მას მერე  , რაც გაირკვა რომ ჩემი „წერილი“ გაზეთში დაიბეჭდებოდა „მამაჩემი“ სულ მეკაიფება რა ცოტაა ადამიანის ბედნიერებისათვისო , მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ამაზე მეტად ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ალბათ არაფერი გამიხარდებოდა.

წარმოიდგინეთ 19 წლის ბიჭი , რომელსაც ჟურნალისტობა უნდა. რომელიც მზადაა ყველაფერი პირადი დათმოს ამ პროფესიის გამო. თუმცა არ აქვს არანაირი შეხება ჟურნალისტურ სამყაროსთან , გარდა საკუთრი ოცნებებისა. რომელიც უამრავი კომპლექსისა თუ ობიექტური მიზეზების გამო არ არის საკმარისად „სოციალიზირებული“ იმ სამყაროში , რომელშიც მან პროფესიულ წარმატებას უნდა მიაღწიოს. არ ჰყავს არც ერთი ნაცნობი ჟურნალისტი, რომელიც მისცემს რაიმე პრაქტიკულ თუ თეორიულ რჩევას და რომელიც გზას დაანახებს სათნადო კონტაქტების დასამყარებლად.

და ამ სიტუაციაში ის იცნობს რამოდენიმე საკმაოდ წარმატებულ ჟურნალისტს და , მოცალეობის ჟამს , პირადი სიამოვნებისთვის დაწერილ პოსტზე გებულობს , რომ შესაძლოა დაუბეჭდონ  პოპულარულ გაზეთში. არ დაგიმალავთ და ილუზიები სულაც არ გამჩენია რომ ეს არის რამე განსაკუთრებლი ნაბიჯი ჩემი მხრიდან „დიდ ჟურნალისტიკაში“ მოსახვედრად. ეს უფრო გამართლებაა. თუმცა თვითონ ფაქტი რომ ჩემს წერილს ვიღაცამ ყურადრება მიაქცია უკვე საკმარისია  რომ „რაღაც“ მიხაროდეს. დაახლოებით ორი სამი თვის წინ ამას ხომ ვერც წარმოვიდგენდი. ერთი წლის წინ  კი ისიც არ ვიცოდი რამდენად შვძლებდი ჩემი გამეტანა და სწავლა ჟურნალისტიკაზე დამეწყო და არა დაწყევლილ „საერთაშორისო ურთიერთობებზე“.

მოკლედ და კონკრეტულად , ამ კვირას ჩემი საგაზეთო დებიუტია . არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს დააინტერესებს თუ არა ეს ფაქტი , მთავარი ისაა რომ ვიღაც , „რეზონანსის“ კვირის  ნომრის ჰიპოთეტური მკითხველი , ჩემს სტატიას ნახავს ამ გაზეთში და შესაძლოა იმაზე მეტი გაიგოს იქიდან ვიდრე აქამდე იცოდა.

ასე რომ დიდი მადლობა გიორგი ფუტკარაძეს🙂