შემაჯამებელი პოსტი პირველი კურსისთვის

Posted on July 2, 2010

8



(კიდევ ერთხელ იმაზე , რაც არ მომწონს თსუ-ში)

გამომდინარე იქიდან რომ ერთადერთი გამოცდაღა დამრჩა და ისიც ინგლისურში , რომელიც წესით რთული არ უნდა იყოს , ვთვლი რომ პირველი კურსი დავხურე. შედეგი კი სავარაუდოდ ასეთია : 5 შეტენილი კრედიტი (ს.უ.) და ასევე სავარაუდოდ 60 დაგროვილი კრედიტი.

ეს წელი ,შეიძლება ითქვას , მართლა გარდამტეხი წელი იყო ჩემთვის. აღმოვჩნდი აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში , შევიძინე უამრავი მეგობარი (მათ შორის რამოდენიმე ზალიან კარგიც კი ) ერთხელ და საბოლოოდ ვთქვი უარი მესწავლა ის , რაც არ მაინტერესებს და მეკეთებინა ის საქმე , რაც არ მსიამოვნებდა. თუმცა ყველაზე დიდი სიახლე მაინც თსუ იყო.

პირველი სემესტრი მართლაც , რომ  ToTal DiSaStEr-ი იყო. უამრავი მიზეზის გამო (რომელთა შესახებაც ადრე ვისაუბრე ) ავიკიდე საშინელი დეპრესია , თუმცა რაღა თქმა უნდა ვცდილობდი ეგ არავის ეგრძნო. მაგრამ გავაანალიზე რა რეალობა, მივხვდი – დეპრესია არა თუნგი.  რა დროს დეპრესიაა როცა ამდენი რამის გაკეთება მინდა.

ყველაზე საშინლად მახსენდება „საერთაშორისოს შესავლის“ სემინარები და ფილოსოფიის პირველი სემინარი,  როცა უცხოპლანეტელივით დავძრწოდი თსუ-ს კორპუსებში და ვერ ვხვდებოდი აქ სწავლა ვარგოდა თუ არა . მაგრამ მერე მივხვდი რომ არა. ნუ რა თქმა უნდა, მაღლივის ავტ. რესპ-ში ყოველ შაბათს სტატისტიკაზე სიარულიც არ იყო მაინცა და მაინც სასიამოვნო  , მაგრამ მაგ დღის ყველაზე დამღლელი ნაწილი 4 საათიანი შუალედი გახლდათ. საერთოდ ეს შუალედები ხომ სრული დებილიზმია. ერთი ხუბუა უნდა დააყუდო ხუთი საათი მეორე კორპუსის წინ , ან შეიყვანო ვითომ „ძერსკ“ ბიბლიოთეკაში და ასმენინო იქაური დამკვირვებლების ჭორაობა, ქუსლების კაკუნი , ყაყანი და თუ მოეწონება „ბოლონიის პროცესის“ ეგ მახინჯი გამოხატულება თქვას. მაგრამ სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ? თვითონ კომფორტულ კაბინეტებში სხედან , ზამთარში – თბილად, ზაფხულში- გრილად. ათხრუპუნებენ ყავას და დიდი აკადემიკოსების სახით დადიან დერეფნებში.

ყველაზე მაგარი "რექტორი" მსოფლიოში

ყველაზე მაგარი "რექტორი" მსოფლიოში

ლექტორები -მრავალფეროვანი , კურსელები -მრავალრიცხოვანი. ადექი და თავად აარჩიეო გეუბნება თსუ . ცოტა დამაბნეველი კი არის მაგრამ , როცა სხვა გზა არაა რა უნდა ქნა . საოცრებაა უნივერსიტეტში ახლად მისულმა ადამიანმა საიდან უნდა იცოდეს რომელი ლექტორი აირჩიოს  (რომ აღარაფერი ვთქვათ არჩევით საგნებზე). ბოდიში და სულ ერთი არაა ჩემი ლექტორის გვარი ასო-ბგერა  „ა“-ზე დაიწყება თუ „ჰ“-ზე. თუმცა ალბათ ამაშიც რაღაც გამოუცნობი ლოგიკაა , ჩვენ რომ ვერ ჩავწვდებით მასეთი. აღარაფერს ვიტყვი  უცნაურ  (დაუხვწავ , სსრკ ლიტერატუით გაძეძგილ )სილაბუსებზე , რიდერების არ არსებობაზე , ქულათა განაწილებისა და კრედიტთა  საოცარ სისტემებზე, ქსეროქსში რიგში დგომაზე. ცხრილები ხომ ისეთი განაწილებით დგება რომ ვერაფერს იტყვი. ხშირად დილის 9 საათიან საღამოს 7-8 საათამდე გიწევს უნივერსიტეტში ყოფნა .მაგრამ ამ ყველაფერს თუ გააპროტესტებ გეტყვიან – აბა როგორ გინდა სტუდენტობაო. როგორ მინდა და ისე , როგორც ყველა ნორმალური ქვეყნის უნივერსიტეტებშია : მინდა მქონდეს დახვეწილი სილაბუსები , რიდერები. მე არ მინდა რომ ლექტორს მე ვახსენებდე რა ჰქვია საგანს. თვეების განმავლობაში არ ვიცოდე როგორი სტილით ჩატარდება კოლოკვიუმი ან გამოცდა, მინდა მყავდეს ჯგუფელები, წესიერი ბიბლიოთეკა (სადაც 13-14 საათზე შესვენება , ხმაური და „ადნაკლასნიკიანი“ კომპიუტერები არ იქნება, სადაც დამკვირვებლები ხელს არ შეგიშლიან მეცადინეობაში), მინდა ვსწავლობდე უნივერსიტეტში , სადაც ტუტორი არ გეტყვის „ფეხებზე მკიდია შენი აზრი , რას მოეთრეოდი ს.უ.-ზეო“, მინდა მყავდეს წესერი თვითმართველობა და არა „ნაც. მოძრაობის“ ახალგაზრდული შტაბი (თვითმართველობის ფარსი-არჩევნები ხომ ცალკე თემაა და ამაზე პოსტი ადრეც დავწერე). ასევე ცალკე განსახილველი თემაა “ეროვნული ცენტრის ” ვითომ-ორგანიზებული სადისტური გამოცდები მაღლივის ბიბლიოთეკაში . (ამ თემაზე სავარაუდოდ ახალ პოსტში ვისაუბრებ). ამ ყველაფერზე გეტყვიან : ნუ მოინდომე ევროპა-ამერიკაო. აბა ზმბამბვე და მაპუტუ თქვენი იყოს.

არა ისეც ნუ გაიგებთ , რომ ჩემს უნივერსიტეტში კარგი არაფერი ხდებოდეს, ბოლოსდაბოლოს განათლებას ასე თუ ისე ვიღებ . ოთხი წლის შემდეგ კი ბაკალავრის დიპლომიც უნდა ავიღო წესით. უბრალოდ მე , როგორც ერთ რიგით სტუდენტს გული შემტკივა რეალობაზე და მინდა გამოსწორდეს ის რაც მე და ჩემი  მეგობრების (კურსელ-უნივერსიტეტელებს)  უმეტესობას არ მოგვწონს.

მაგრამ სიმართლე გითხრათ ილუზია სულად არ მაქვს , რომ ვინმე ყურადრებას მიაქცევს ჩემს ბლოგზე დაწერილი „მოწუწუნო“ პოსტს  , მთელ ქართულ მედიაშიც რომ ატყდეს ერთი ამბავი მაინც ყველას ფეხებზე ეკიდება. ლექტორები მაინც ეცდებიან დამიმტკიცონ, რომ ყველაფერი კარგადაა და კრიტიკის ნაცვალდ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვო უფრო მეტი , გია ხუბუა საუკეთესო რექტორია, თსუ კი ავტონომიური.

მაგრამ ვის სჯერა მაგ ზღაპრების ?  მე არა ყოველ შემთხვევაში და თქვენ ?

ამჟამად საშინელი დომხალია მთელ პირველ კორპუსში და მის შემოგარენში, იმედია მე მომისწრებს ახალი პირველი კორპუსი

ამჟამად საშინელი დომხალია მთელ პირველ კორპუსში და მის შემოგარენში, იმედია მე მომისწრებს ახალი პირველი კორპუსი