ცნობილი ჟურნალისტები – მეორე ნაწილი

Posted on July 4, 2010

2



პირველი ნაწილი

ვაგრძელებ ცნობილი ჟურნალისტების ბიოგრაფიების გაცნობას ჩემი ბლოგის მკითხველისათვის . ამჯერად ცნობილ ფოტოჟურნალისტზე მეთიუ ბრედიზე მოგითხრობთ.

მეთიუ ბრედი

მეთიუ ბრედი (1861 წელი)

მეთიუ ბრედი (1861 წელი)

1822-1896

მეთიუ ბრედი მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც  პოპულარული მის მიერ  ცნობილი ადამიანებისათვის გადაღებული პორტრეტებითა და ამერიკის სამოქალაქო ომის სურათებით გახდა.

მეთიუ 1823 წლის 18 მაისს ვორენ ქანთრიში,წარმოშობით ირლანდიელი ენდრიუ და ჯულია ბრედების ოჯახში დაიბადა. 16 წლის ასაკში გაემგზავრა ნიუ-იორკ სიტიში  , სადაც თავის ხელობის შესწავლა დაიწყო დაგეროტაიპისტ  სამუელ ფ.ბ. მორზესთან. 1844 წელს კი მან საკუთარი სტუდია გახსნა ნიუ-იორკში. მოგვიანებით , 1849 წელს კი ვაშინგტონში გაავიდა , სადაც ასევე საკუთარი სტუდია დააარსა და მალევე მოიპოვა პოპულარობა „ცნობილ ამერიკელთა გალერეას „ მეშვეობით, რომელშიც წარმოდგენილი იყო , თითქმის ყველა მისი თანამედროვე  გამოჩენილი ამერიკელის პორტრეტი.

თუმცა როდესაც ბრედის დამსახურებაზე ვსაუბრობთ , ალბათ უმნიშვნელოვანესია გავიხსენოთ ის სურათები , რომლებიც მეთიუმ ამერიკის სამოქალაქო ომის (1861-1865 წ.წ.) დროს გადაიღო. სწორედ ამ სურათებმა განაპირობა მისი  სახელი აშშ-ს ისტორიაში. მიუხედავად დიდი საფრთხისა, ფინანსური რისკებისა და მეგობრების წინააღმდეგობისა ბრედი მაინც წავიდა საკუთარი საქმის გასაკეთებლად. მისი პირველი პოპულარული სურათები ომის ციკლიდან უკავშირდება  „ბულ რანის პირველ ბრძოლას“ .  აღსანიშნავია , რომ იგი მარტო არ ყოფილა ომიში , მან ათამდე ადამიანი შემოიკრიბა (მათ შორის :ალექსანდერ გარდნერი, ჯეიმს გარდნერი, ტიმოთი ო’სალივანი და ა.შ.) , რომელთა დახმრებითაც  საკმაოდ სრულყოფილად ასახა ფირზე მთლიანი ომის სურათი. სამოქალაქო ომის პერიოდში მან 25 000მდე ფოტო გადაიღო რისთვისაც 100 000 დოლარი დახარჯა. მეთიუს დიდი იმედი ჰქონდა , რომ ხელისუფლება შეიძენდა ამ ფოტოებს ომის დასრულების შემდეგ , თუმცა ასე არ მოხდა. იმედგაცრუებულმა ფოტოგრაფმა გაყიდა თავისი სტუდია ნიუ-იორკში , ხელისუფლებამ კი მას გრანტის სახით 25 000 დოლარი მისცა , მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ გადაარჩინა ის და მისი საქმიანობა გაკოტრებისაგან.

მან მალევე დაკარგა მხედველობა, ჩავარდა საშინელ დეპრესიაში ფინანსური მდგომარეობის გამო . ამას დაემატა მეუღლის გარდაცვალებაც 1887 წელს. ბრედიმ სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიღარიბესა და მარტოობაში გაატარა და გარდაიცვალა ნიუ-იორკის პრესბიტარიანულ საავადმყოფოში 1896 წლის 15 იანვარს , სადაც იგი ქუჩაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად მოხვდა.

მეთიუ ბრედის საფლავი "კონგრესის სასაფლაოზე"

მეთიუ ბრედის საფლავი "კონგრესის სასაფლაოზე"

მისი გადაღებული ფოტოებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ა. ლინკოლნის პორტრეტი , რომელიც გამოყენებულია დოლარის ერთერთ კუპიურაზე.

სხვა სურათები კი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულის მეშვეობით

აბრაამ ლინკოლნი , გადაღებულია მეთიუ ბრედის მიერ 1860 წლის 27 თებერვალს ნიუ-იორკში (ორიგინლი)
აბრაამ ლინკოლნი , გადაღებულია მეთიუ ბრედის მიერ 1860 წლის 27 თებერვალს ნიუ-იორკში (ორიგინალი)
დოლარის კუპიურაზე

დოლარის კუპიურაზე