დღე პირველი , დღე არაუკანასკნელი :)

Posted on July 7, 2010

6



ჩავთვალოთ რომ გუშინ ჩემი ჟურნალისტური ნათლობა შედგა. წუხელვე მინდოდა დამეწერა ამის შესახებ ბლოგზე , მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი , რომ ფბ-ის პაროლიც ძლივს ავკრიფე. მოკლედ, ჩემს „მამად“ წოდებულმა გიო ფუტკარაძემ შემომთავაზა მასთან ერთად წავსულიყავი პრესკონფერენციებზე და მენახა როგორ მუშაობენ ნამდვილი ჟურნალისტები . რაღა თქმა უნდა , უარი არც მითქვმს  და დილის 12:15-ზე ახმეტელის მეტროსთან ვიყავი დარჭობილი .

პირველი შენიშვნები პირველსავე დანახვაზე მივიღე : სად ჯანდაბაშია ბლოკნოტი, კალამი, ან რვეული ან ფანქარი ან რამეო – დასაწყისშივე მიმაჩმორა „მამამ“ . მე კი თავი იმით ვიმართლე , რომ დღეს გაცნობითი დღეა და  არამგონია რამის ჩაწერა დამჭირდეს, ან რომც ჩავიწერო რათ მინდამეთქი, მაგრამ მივხვდი , რომ ვდებილობდი და კარგი იქნებოდა „ჟურნალისტური აღჭურვილობა“ თან მქონოდა.

ქალი ქარიზმა, ქალი ყიჟინა, ქალი შალვა ნათელაშვილი

ქალი ქარიზმა, ქალი ყიჟინა, ქალი შალვა ნათელაშვილი

მოკლედ მე და მისტერ ფუტკარაძე „მარჯანიშვილზე „ ამოვედით და დავიწყეთ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისის ძებნა. დაახლოებით ნახევარსაათიანი კვლევა-ძიებისა და ბოდიალის შემდეგ , როგორც იქნა მივედით ოფისში, სადაც ნესტან კირთაძის „ქარიზმატულ“ გამოსვლას დავესწარი. პირველი რაც შევნიშნე ჟურნალისტთა უმეტესობა დაახლოებით ჩემი ასაკის იყო , საიდანაც ლოგიკური დასკვნა გამოვიტანე , რომ სრულიად რეალურია  ამ საქმეში ვივარგო (ნეტავი ენამ არ მიყივლოს) .

პრესკონფერენციიდან „შერატონი მეტეხი პალასისკენ“ დავიძარით მე და ჩემი „მასწი“ , თან გზაში იმდენი კითხვა დავსვი , რომ გავაბრუე გიორგი. სამაგიეროდ უამარვი პრაქტიკულ-თეორიული რჩევაც მივიღე და ჟურნალისტური ჭორებიც გავიგე. გავთვითცნობიერდი სად, როგორ და რატომ უნდა მოვიქცე. როგორ უნდა დავწერო „ნიუსები“ და ა.შ. „შეარტონში“ მისულებს კი „ლეიბ.ოფისისგან“ განსხვავებით  სულ „შიშკა-შიშკა“ ჟურნალისტები დაგვხვდნენ.  ბიზნეს-ელიტას შეხვედრა ჰქონდა დავით ბაქრაძესთან და უამრავ „სელებრითის“ გარემოცვაში ცოტა კი დავკომპლექსდი , მაგრამ ფუტკარაძე რის ფუტკარაძე იქნებოდა ეს კომპლექსები , რომ არ მოეხსნა და მეც დიდი ჟურნალისტისავით ჩემი „კოლეგების“ გვერდით ვიდექი და „დაკერილი „ სახით ვუყურებდი პარლამენტის თავ-რეს , რომელიც ტრადიციული ტექსტებითა და ერთი-ორი კომენტარით შემოიფარგლა.

„შერატონიდან“ კი გაზეთ „რეზონანსის“ რედაქციაში ამოვყავი თავი  , სადაც „მამაჩემი“ მუშაობს ( „დედაჩემი“ – ლანაც და „ნათლია“ – ლილიკოც) .  მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდი , როგორც აკეთებდნენ ჟურნალისტები ინტერვიუებს, წერდნენ სტატიებს, როგორ ეჩხუბებოდათ „ბოსი“ , როგორ ცდილობდნენ ჩემი მომავალი კოლეგები თავი აერიდებინათ რედაქტორის რისხვისაგან და ამა თუ იმ ადამიანისგან აეღოთ კომენტარი. ერთი  სიტყვით ნამდვილი პროფესიული „თუხთუხის“ მომსწრე შევიქენი. და უმთავრესი რასაც მივხვდი ის იყო, რომ მეც მინდააააააააააააააა. მეც მინდა მქონდეს ჩემი კომპიუტერი   რომელიმე გაზეთის ან ჟურნალის რედაქციაში , მყავდეს ჟურნალისტი მეგობრები (თუმცა უკვე საკმაოდ მყავს), მეც მეჩხუბოს ხოლმე „ბოსი“ , მეც მომცენ კომენტარები პოლიტიკოსებმა და არაპოლიტიკოსებმა, ვწერდე ვორდში ისეთი სისწრაფით როგორც „რეზონანსის“ თანამშრომლები.🙂

მოკლედ ძალიან , ძალიან კარგი დღე იყო , ბევრი  საინტერესო რამე ვნახე . ბევრ ადამიანს შევხვდი , თუმცა უმთავრესი მაინც სულ სხვაა  – მiვხვდი, რომ ჩემი არჩევანი სწორია და დედამიწაზე ალბათ ერთადერთი საქმეა ჟურნალისტობა , რომელსაც დიდი სიამოვნებითა და თავდადებით მოვეკიდები. იმედი მაქვს , რომ ნელ-ნელა ამ საქმეში ფეხს ავუწყობ  პროფესიულ  რიტმს , რისთვისაც საჭიროა რომ არ ავჟიტირდე და უფრო მეტი რაციონალობით მივუდგე ჩემს მომავალ კარიერას.

ხო , ეხლა რაც შეეხება ჩემს დღევანდელ დღეს. ჩემი ჟურნალისტი „ მამიდის“ თეო იგივე თევო მანაგაძის დამსახურებით , დღეს  „პრაიმნიუსში“ პრაქტიკანტად ვიწყებ მუშაობას. და თქვენ თვითონ მიხვდით , როგორი გახარებულ-ბედნიერი ვარ. ნამდვილად არ მეგონა , რომ პირველი-კურსის ბოლოს უკვე პრაქტიკის მიღების საშუალება მექნებოდა , თუმცა როგორც ჩანს მთავარია მონდომება , კეთილი ადამინები და ისევ მონდომება. დღეს ჩემი „დღე პირველი , დღე არაუკანასკნელია“ ,

so wish me luck.

ჟურნალისტებო მიყვარხართ !!!