ცნობილი ჟურნალისტები – მესამე ნაწილი

Posted on July 10, 2010

2



პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი

იაკობ რისსი

1849-1914

წარმოშობით დანიელი ამერიკელი სოციალური რეფორმატორი, „ნაგვის მქექავი„ ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი. ძირითადად ცნობილია მის ნამუშევრებში (როგორც ნაწერებში, ასევე ფოტოგრაფიაში) ნიუ-იორკის გაღარიბებულ უბნებზე განსაკუთრებული აქცენტირების გამო , ითვლება დოკუმენტური ფოტოგრაფიის პიონერად.

იაკობ რისი დაიბადა დანიაში , ქალაქ რიბეში ადგილობრივი სკოლის მასწავლებლისა და გაზეთის უბრალო ჟურნალისტის ოჯახში. ბედნიერი ბავშვობა მან 14 და-ძმის გარემოში გაატარა , თუმცა 1860 წელს მისი უმცროსი ძმა თეოდორი დაიღუპა, რამაც დიდი ტკივლი მიაყენა იაკობსა და დედამისს განსაკუთრებით. მამა , ნილს ედვარდ რისი, იმედოვნებდა , რომ მომავალი ჟურნალისტი დიდი მწერალი გამოვიდოდა და ძალით აკითხებდა ხოლმე ჩარლზ დიკენსის ჟურნალსა და ჯეიმზ ფ. კუპერის წიგნებს , თუმცა იაკობი სულ სხვა რამეზე ოცნებობდა , მას უნდოდა ხურო გამოსულიყო.

16 წლის ასაკში იაკობს უნუგეშოდ შეუყვარდა ელიზაბეტ გიჯორტსი , რომელიც იმ დროს სულ რაღაც 12 წლის იყო და ნაშვილები ჰყავდა ოჯახს , რომლის კომპანიაშიც იაკობი ხუროდ მუშაობდა. 19 წლის ასაკში მან მიიღო საბოლოო უარი ელიზაბეტისგან , გაყოლოდა მას ცოლად, რის შემდეგაც მომავალმა ჟურნალისტმა გადაწყვიტა ამერიკაში წასულიყო. ასეც მოიქცა 21 წლის იაკობი და 40 დოლარისა და მისი მშობლების მიერ დანიის კონსულთან გაგზავნილი წერილების ამარა ჩავიდა ნიუ-იორკში.

რისმა მალევა ნახა “The Sun”-ის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო რომ გაზეთი ეძებდა მოხალისე ჯარისკაცებს ომში წასასვლელად და იქიდან გაზეთისათის ინფორმაციის მისაწოდებლად. თუმცა გამომცემლობაში მისულმა იაკობმა რედაქტორისაგან სამსახურის დაწყებაზე უარი მიიღო. მოგვიანებით მან „ლონგ აილენდის“ გაზეთში დაიწყო რედაქტორობა. მაგრამ დიდ ხანს არ გაგრძელებულა მისი საქმიანობა ამ გაზეთში და ორ კვირაში ის ისევ უმუშევარი დარჩა. უსაქმოდ მყოფმა ქუჩაში დარჩენილმა იაკობს მალევე შესთავაზეს , რომ თუ უკეთესი საქმე არ ჰქონდა „ნიუ-იორკის ახალი ამბების ასოციაცია“ სტაჟიორებს ეძებდა. რისმაც გადაწყვიტა ბედი ეცადა და გასაუბრების შემდეგ დაიწყო კიდეც მუშაობა. თავდადებული მუშაობის გამო მალევე შეამჩნიეს მისი შრომისმოყვარეობა და ნიჭი და ყოველკვიერეული ჟურნალის „ნიუსის“ რედაქტორიც გახდა და დიდი პატივისცემაც დაიმსახურა ადგილობრივ წრეებში.

სულ ცოტა ხანში მან შეძლო ვალების გასტუმრება და ელიზაბეტისაგან თაანხმობაც მიიღო ცოლობაზე. ელიზაბეტმა სთხოვა, რომ იგი ჩასულიყო დანიაში. იაკობ რისმა საკმაოდ სარფიანად გაყიდა საკუთარი გაზეთი და დანიაში ჩასულს უკვე მდიდარი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი . რამოდენიმე თვეში ის ისევ დაბრუნდა აშშ-ში საკუთარ ცოლთან ერთად და დაიწყო “Brooklyn News”-ის გამოცემა. ამის შემდეგ კი იაკობ რისსმა მიიღო ხანმოკლე კონტრაქტი “New York Tribunne”-ს მფლობელისგან. იგი დათანხმდა კონტრაქტის პირობებს და სულ მალე დიდ წარმატებესაც მიაღწია ამ გაზეთის მეშვეობით. რისს ასევე სურდა რომ ხალხისათვის უფრო ნათელი დასანახი გაეხადა ის პრობლემები რაზეც წერდა. ამ საქმეში კი მას ფოტოგრაფია დაეხმარა. აღსანიშნავიაა, რომ ფოტოგაფიაშიც არანაკლები წარმატებები ხვდა მას. გამოსცა რამდენიმე წიგნი და საკმაოდ პატივსაცემი საჯარო სპიკერიც იყო დიდი ხნის განმვალობაში. 1905 წელს მას მოუკვდა პირველი ცოლი, რის შემდეგაც იგი ხელ მეორედ დაქორწინდა . ჰყავდა ქალიშვილი : კლარა .ც. რისსი და ვაჟი ედვარდ რისსი, რომელიც „საჯარო ინფორმაციის დირექტორატის“ თავმჯდომარე გახდა. იაკობ რისი მოკვდა 1914 წლის 26 მაისს საკუთარ ფერმაში.