ჟურნალისტიკის პიონერი დანიელ შორი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა (cnn)

Posted on July 24, 2010

0



National Public Radio-ს ცნობით, ვეტერანი ტელე-ჟურნალისტი დანიელ შორი გუშინ (23.07) დილით 93 წლის ასაკში ვაშინგტონის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შორმა საზღვარგარეთის გაზეთების კორესპონდენტად მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1946 წელს დაიწყო, 1980 წლიდან კი CBS-ში ოცწლიანი ჟურნალისტური საქმიანობა CNN-ში განაგრძო.
საზოგადოებრივი რადიოს ხელმძღვანელობის ოფიციალურ განცხადებში ნათქვამია, შორი, რომელიც 1985 წლიდან ახალი ამბების მთავარ ანალიტიკოსად მუშაობდა, მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდგომ დაიღუპა.
თავისი შემართების გამო შორი რიჩარდ ნიქსონის სამარცხვინო „მტრების სიაში“ მოხვდა.
„ დან შორი საუკეთესო, დაუღალავი რეპორტიორი იყო. ის გახლდათ მომსწრე მეოცე საუკუნის ბევრი ღირსშესანიშნავი მოვლენისა . ამ ყველაფრის შესახებ ცოდნას კი შორი დიდი სიფრთხილით, ხელშეუხებლად ინახავდა“-აცხადებს CBS-ის ყოფილი წამყვანი დენ რაზერი.
მისი კარიერა მუდმივად აღსავსე იყო პოლემიკით, თუმცა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში შორი მუშაობდა უფროსი სახელმწიფო ჟურნალისტის თანამდებობაზე.
“Weekend Edition”-ის გამომცემლის თქმით დანიელი „მძვინვარე ჟურნალისტი“ იყო.
„არც ტელე და არც ჟურნალისტიკის სხვა დარგში არავინ მეგულება მასზე გამოცდილი და ჭკვიანი“-ამბობს სკოტ სიმონი-„“მიხარია რომ NPR-ის მსმენელმა დან შორი გაიცნო როგორც მხიარული და კეთილი პიროვნება, მიუხედავად იმისა რომ დიდი ხნის განმავლობაში ის სასტიკ და უკომპრომისო ადამიანად ითვლებოდა.“
მან თითქმის მთელი აღმოსავლეთ ევროპა „დაიპყრო“ მას შემდეგ რაც დაიწყო მოღვაწეობა “Christian Science Monitor”-ში 1946 წელს.
1953 წლიდან ის შეუერთდა ედვარდ მაროუს CBS-ის ახალი ამბების გუნდს ვაშინგტონის დიპლომატიურ კორესპონდენტად.
შორმა CSB 1976 წელს დაპირსპირების გამო დატოვა. მან უარი განუცხადა კონგრესს, რომ ეცნობებინა საკანონმდებლო ორგანოსათვის გარკვეული ინფორმაციის წყაროს ვინაობა .
CNN-ს დამფუძნებელმა ტედ ტარნერმა შორი 1979 წელს დაიქირავა, რადგან მომავალი წლიდან ის უკვე აპირებდა ტელევიზიის ამუშავებას.
ჰანკ უიტერმორი წიგნში „სი-ენ-ენი: ისტორია შიგნიდან“ წერს :„მანამ სანამ შორი ადგილზეა ვერავინ დასვამს შეკითხვას ახალია ამბების ბიზნესში CNN-ის ხელშეუხებლობაზე.“
დანმა CNN 1985 წელს დატოვა და შეუერთდა NPR-ის გუნდს.
მიღებული აქვს უამრავი ჯილდო მათ შორის სამი ემი.
cnn