ცნობილი ჟურნალისტები -ნაწილი მეოთხე

Posted on July 24, 2010

1



ნელი ბლაი

(1864-1922)

ნელი ბლაი- არის საყოველთაოდ ცნობილი ფსევდონიმი ამერიკელი ჟურნალისტი ქალის – ელიზაბეტ ჯეინ კოჩრანისა. საყოველთაოდ ცნობილი კი ელიზაბეტი რამდენიმე მიზეზით გახდა, მათ შორის იმის გამოც, რომ მან დედამიწას 72 დღეში შემოუარა და გააუმჯობესა 80 დღიანი რეკორდი.

ელიზაბეტი დაიბადა 1864 წლის 5 მაისს, არმსტრონგ ქანთრიში, პენსილვანიის შტატში, პიტსბურგიდან  40 კილომეტრის მოშორებით. 6 წლის ასაკში მომავალ ჟურნალისტს მამა დაეღუპა. სამი წლის შემდეგ კი დედამისი ხელმეორედ დაქორწინდა . ელიზაბეტი ერთი სემესტრი სწავლობდა სკოლა-პანსიონატში თუმცა მალევე მოუწია სწავლისთვის თავის დანებება რადგან ფული არ ეყო.  1880 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად პიტსბურგში გადავიდა. “Pittsburg Dispatch”-ში გამოქვეყნებულ ერთერთ საავტორო სვეტს ნელიმ უპასუხა საკმაოდ ვრცელი და სერიოზული წერილით, ფსევდონიმით „მარტოხელა ობოლი გოგონა“. წერილის სერიოზულობამ და პათოსმა გაზეთის რედაქტორი იმდენად მოხიბლა, რომ მან მალევე შესთავაზა ელიზაბეტს მათ გაზეთთან თანანმშრომლობა. მას ფსევდონიმიც სათანადო შეურჩიეს „ნელი ბლაი“ (იმ დროს პოპულარული სიმღერის მიხედვით).

Dispatch”-ში მისულმა ნელიმ დაიწყო წერა მუშა ქალებზე, მათ მძიმე ცხოვრებასა და საშინელ პირობებზე. თუმცა რედაქტორები აიძულებდნენ ჟურნალისტს ეწერა არა ასეთ მძიმე თემებზე, არამედ მოდაზე,მებაღეობაზე, ხელოვნებაზე ანუ იმ თემებზე რომლის შესახებაც საუბარი ქალის მხრიდან დასაშვები იყო იმ დროისათვის.  უკმაყოფილო ნელიმ გადაწყვიტა წასულიყო მექსიკაში და გამხდრიყო უცხოეთის ამბების კორესპონდენტი. 21 წლის ელიზაბეტმა თითქმის ნახევარი წელი დაჰყო მექსიკაში, საიდანაც “Pittsburg Dispatch”-ს აწვდიდა ცნობებს. მოგვიანებით ეს პერიოდი მან საკუთარ წიგნში „ექვსი თვე მექსიკაში“ აღწერა. ერთერთ წერილში მან გააპროტესტა ადგილობრივი ჟურნალისტის დაპატიმრება, რომელმაც მექსიკის მთავრობა და პორფირიო დიასის დიქტატურა გააკრიტიკა. როდესაც მექსიკელმა ცენზორებმა შეისწავლეს ნელი ბლაის წერილი აღმოაჩინეს რომ ეს წერილი აღსავსე იყო რეჟიმის საწინააღმდეგი პათოსით, რის გამოც ელიზაბეტი მექსიკიდან გამოაგდეს.

აშშ-ში დაბრუნებულმა ჟურნალისტმა განაგრძო წერა თეატრსა და ხელოვნებაზე , თუმცა 1887 წელს მან დატოვა “Pittsburg Dispatch“ და გაემგზავრა ნიუ-იორკში. შემოსავლების გარეშე დარჩენილი  ელიზაბეტი იძლებული გახდა სამუშაოდ მისულიყო პულიცერის „New York World”-ში. აქ მუშაობისას მან სახელი გაითქვა ბლექველის კუნძულზე მდებარე „მთვარეულ ქალთა თავშესაფარში“ არსებული განუკითხაობის გაშუქების გამო.

აღსანიშნავია რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნელი ბლაი თავადაც იყო საგიჟეთში გამოკეტილი. სასამართლომ ის შეშლილად მიიჩნია. ამ ფაქტმა პრესის დიდი ყურადღება მიიპყრო. “New York Sun”-მა მას სტატიაც კი მიუძღნა სათაურით „ვინაა ეს შეშლილი გოგო?“ ; “New York World”-მა კი ელიზაბეტს უწოდა „იდუმალი მეუღლე“ რომლის თვალებშიც „ცხოველური მზერა“ იმალება და რომელიც გაიძახის რომ არაფერი ახსოვს.

ელიზაბეტ ჯაეინ კოჩრანი საყოველთაოდ პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 1889 წლის 14 ნოემბერს, იგი გაემგზავრა 24 899 მილის დასაფარად და დედამიწისათვის წრის დასარტყმელად ოთხმოც დღეში. გემზე  „Augusta Victoria” მას თან ახლდა ფილის ფოგი. ჟჲრნალისტს თან თითქმის არაფერი წაუღია ორი ხელი საცვლისა და 200 ინგლისური გირვანქის გარდა. მოგზაურობის ფარგლებში ნელი ეწვია ინგლისს, საფრანგეთს, იტალიას, სუეცის არხს , კოლომბოს, ჰონ-კონგს, სინგაპურსა და იაპონიას. თავის ქვეყანაში ჟურნალისტი 1890 წლის 12 იანვარს დაბრუნდა. „World”-ის მფლობელმა პულიცერმა მას ჩარტერული მატარებელიც კი დაახვედრა რომ ჩამოეყვანა ნელი სან ფრანცისკოდან ნიუ ჯერსიში.

1895 წელს ნელი დაქორწინდა მილიონერ მეწარმეზე რობერტ სიმენზე. ჟურნალისტიკით გადაღლილმა კი გადაწყვიტა გამხდარიყო „Iron Clad Manufacturing”-ის პრეზიდენტი, ეს იყო კომპანია რომელიც რკისნის ჭურჭელს ამზადებდა და იმ დროისათვის წამყვანი პოზიციებიც ეკავა აშშ-ს ბაზარზე. 1904 წელს ელიზაბეტი დაქვრივდა. 1916 წელს კი მან იშვილა ნახევრად იაპონელი ბავშვი, რომლის მოვლაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან იყო უკანონოდ გაჩენილი და ექვსი წელი მას ობოლთა თავშესაფრებში ჰქონდა გატარებული.

დაავადების შემდგომ ნელი საკუთარ ძმისშვილს სთხოვდა მიეხედა მისი შვილობილისა და სხვა ობლებისათვის, რომლებზეც ის სიცოცხლის განმავლობაში ზრუნავდა. მისი ინტერესი ობლებისადმი შესაძლოა ჩავთვალოთ კონკრეტულ გამვლინებად ნელის ზრუნვაზე სოციალური სიტუაციის გამოსწორებისათვის.

1922 წლის 27 იანვარს, 57 წლის ასაკში, ბრონქების პნევმონიით ნელი ბლაი დაიღუპა წმინდა მარკის საავადმყოფოში და დაკრძალეს ბრონქსში,  ვუდლოუნის სასაფლაოზე.