ათი ყველაზე საკამათო წიგნი

Posted on July 25, 2010

28



(სადიანღაც მაქვს გადმოთარგმნილი  1900–არეულობაში)

როგორც წესი წიგნები, რომლებიც შეიცავენ  მკრეხელობის, რასიზმის, ძალადობის, აშკარა სექსიზმის ნიშნებსა და ექსტრემისტულ პოლიტკურ შეხედულებებს უმეტეს შემთხვევაში დიდი კამათისა  და კრიტიკის ობიექტები ხდებიან. ავტორებისაგან ასეთი წიგნების დაწერა ხარისათვის (საზოგადოებისათვის) წითელი ნაჭრის აფრიალებას გავს. პროტესტისა და  დიდი ძალისხმევის მიუხედვად ეს წიგნები დიდი ტირაჟით იბეჭდება და  დიდი წარმატებითვე იყიდება. არავინ კამათობს უნდა დაიწეროს თუ არა ასეთი ნაწარმოებები, უბრალოდ გთავაზობთ იმ ათი წიგნის სიას, რომელბიც მეტნაკლებად ყველაზე საკამათოები გახდნენ მსოფლიოში უკანასკნელ პერიოდში.

1)      სალმან რუშდი – „სატანისტური ლექსები“

საიდან უნდა დავიწყოთ ეს სია თუ არა სულმან რაშიდის „სატანისტური ლექსებთ“ ?  ესაა წიგნი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რეზონანსული და საკამათო აღმოჩნდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში „სატანისტურმა ლექსებმა“ დიდი მღლევარება გამოიწვია ისლამურ სამყაროში. ბევრს მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია რომ რაშიდის რიგით მეოთხე ნოველა სხვა არაფერია თუ არა მკრეხელობა და ღვთისგმობა. მაგალითად ავტორი წინასწარმეტყველ მუჰამედს Muhammad-ის ნაცვლად  Mahound-ს უწოდებს . სიტყვა Ma-hound-ში კი სიტყვის მეორე ნაწილი ძაღლს აღნიშნავს.ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ჰომეინმა ფატვა გამოაცხადა წიგნის ავტორზე და 1 მილიონი დოლარი დააწესა მის მოკვლაზე, ხოლო თუ რაშიდს ირანის მოქალაქე მოკლავდა მას 3 მილიონი დოლარი გადაეცემოდა. არანაკლები სიმკაცრით მიუდგნენ „სატანისტურ ლექსებს’ სხვა ქვეყნებში :ვენესუელაში აიკრძალა ეს წიგნი და ყველა ვინც მას წაიკითხავდა 15 თვიანი პატიმრობა ელოდა. იაპონიაში კი მისი მთარგმნელი სასიკვდილოდ დაწრეს. უამრავი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს წიგნების მაღაზიებიდან ამოიღეს რაშიდის ნოველა. ავტორის ათეულობით წელი მოუწია მალვაში ცხოვრება, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად  ეს წიგნი მაინც წარადგინეს “Booker Prize”-ზე.

2)ბრეტ ისტონ ელისი – „ამერიკული ფსიქო“


სატირული ნოველა, რომელიც 1991 წელს გამოქვეყნდა , ასახავს ფარსს რომელიც ავტორმა ამერიკულ, სნობური საზოგადოების ფსიქოლოგიას დაუკავშირა. ნოველა მოგვითხრობს ამერიკელი პროტაგონისტის, პატრიკ ბატემანის, შეშლილი, სერიული მკვლელის ისტორიას. უკანასკნელ ხანებში ამ ნაწარმოებს „მეოცე საუკუნის გასაღების“ იარლიყიც კი მიაკერეს, მაგრამ მისმა გამოქვეყნებამ დიდი ვნებათაღელვა და კამათი გამოიწვია , წიგნში ზედმეტად რეალისტურად ასახული ძალადობისა და სექსუალური წამების სცენების გამო. ბრეტ ისტონი დიდი ხნის განმავლობაში იღებდა ზიზღით აღსავსე მეილებსა და სასიკვდილო მუქარებს. ბევრ ქვეყანაში ეს წიგნი დღემდე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის აკრძალულია.

3)დენ ბრაუნი- „და ვინჩის კოდი“


კიდევ ერთი წიგნი, რომელმაც რელიგიური ნიშნით, ოღონდ ამჯერად ქრისტიანობასთან მიმართებაში, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იყო „და ვინჩის კოდი.“  ძირითადი ამბავი ვითარდება ადამიანებსი ირგვლივ, რომლებმაც აღმოაჩინეს საუკუნეების განმავლობაში კათოლიკური ეკლესიის მიერ დამალული საიდუმლო, იესო ქრისტეს შესახებ. წიგნმა (და ფილმა) დიდი პოპულარობა მოიხვეჭა , თუმცა გახდა დიდი დავის საგანი ისტორიული, გეოგრაფიული, ხელოვნებისა და არქიტექტურული ფაქტების დამახინჯების გამო. დენ ბრაუნს კი პლაგიატიზმში დასდეს ბრალი.

4)ვლადიმერ ნაბოკოვი „ლოლიტა“

ნაბოკოვის „ლოლიტას“ დღეს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს მხატვრულ ნაწარმოებს უწოდებენ. მისი გამოსვლის დროს,1955 წელს, კი დიდი აჟიოტაჟი ატყდა ჯერ საფრანგეთში, სადაც პირველად გამოიცა ეს წიგნი და შემდგომ მთელს მსოფლიოში. წიგნი, რომელშიც მოთხრობილია პედოფილი ჰუმბერტ ჰუმბერტისა და  12 წლის გოგონას, დოლორეს ჰეიზს შორის სექსუალურ ცხოვრებაზე, აკრძალეს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად წიგნი აშშ-ში 100 000-იანი ტირაჟით გაიყიდა გამოცემიდან პირველსავე კვირას.

5) მარკ ტვენი „ჰეკლბერფინის თავგადასავალი“

ერთი შეხედვით ეს „უწყინარი“ წიგნი ბევრ ქვეყანაში , განსაკუთრებით კი აშშ-ში ზედმეტად პროვოკაციულ წიგნად ითვლება. ამერიკაში ბევრ ბიბლიოთეკაში ის აკრძალულიც კი იყო. „აშშ-ს ბიბლიოთეკების ასოციაციამ“ „ჰეკლბერფინის თავგადასავალი“ ყველაზე საკამათო და პროვოკაციულ წიგნად მიიჩნია და სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს კიდეც. განსაკუთრებული გაღიზიანება წიგნის არაკორექტულმა ენამ გამოიწვია მაგალითად შავკანიანების მოსახსენიებლად წიგნში ორსჯერ წერია სიტყვა “nigger” დამამცირებელ კონტექსტში.

6)რობერტ კორმიერი – „შოკოლადის ომი“

წიგნი დაიწერა თინეიჯერებისათვისა და მოზარდებისთვის, თუმცა მშობლებმა წიგნის გამოსვლისთანავე გამოხატეს პროტესტი, რათა აეკრძალათ ის. 1974 წელს გამოცემული ნაწარმოები შეიცავს 200-მდე ფიცისა და გინების აღმნიშვნელ სიტყვას, ძალადობისა და მასტურბაციის სცენებს. „შოკოლადის ომი“ დღესაც აკრძალულია ბევრ ქვეყანაში, სასკოლო ბიბლიოთეკებში კი ამ წიგნს საერთოდ ვერ იპოვით.

7) ჯ.კ. როულინგი – „ჰარი პოტერი“

მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა უზომო პოპულარობა მოიპოვა ბავშვებსა და მოზარდებში „ჰარი პოტერი“ დღესაც ბევრისათვის რჩება საკამათო წიგნად. ბევრ ფანატს დღემდე მიაჩნია, რომ „ჰარი პოტერი“ ხელს უწყობს სატანიზმს . სტატისტიკა აჩვენებს რომ 2005-2009 წლებში წიგნების ანალიტიკოსებმა 3000-მდე სარჩელი შეიტანეს მის აკრძალვასთან დაკავშირებით.

8)იან ბანკსი „კრაზანების ფაბრიკა“


„კრაზანების ფაბრიკა“ , რომელიც 1984 წელს გამოსცა შოტლანდიელმა დებიუტანტმა იან ბანკსმა.  უცნობი მწერლის მოურიდებელმა ნოველამ დიდი კამათი გამოიწვია ლიტერატურულ წრეებში, მასში მოჭარბებული ზალადობრივი ელემენტების გამო. წიგნში 16 წლის პროტაგონისტის ფრენკ კლაუდჰემის მიერ სადისტური ხედვით , პირველ პირში მოთხრობილია ისტორია მის ბავშოვბაში ჩადენილი სადისტური ქცევების შესახებ. მაგალითად როგორ აწვალებდა და ხოცავდა ის ცხოველებს, ასევე როგორ მოკლა მან სამი მეზობელი ბავშვი.

9) ჯერომ სელენჯერი – „თამაში ჭვავის ყანაში“

წიგნი, რომელსაც ბევრი აღიარებს მეოცე საუკუნის შედევრად , ჟურნალმა „თაიმსმა“  კი 100 საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნში შეიტანა -„თამაში ჭვავის ყანაში,“ ბევრისათვის დღესაც კამათისა და კრიტიკის ობიექტია. -„თამაში ჭვავის ყანაში“ , რომელიც გათვლილია მოზარდ თაობაზე ,მისი მთავარი გმირთან, ჰოლდენთან ერთად, დღემდე თინეიჯერებისათვის საყვარელ წიგნად რჩება . მთავარი გმირის საქციელი, მისი დაბნეულობა, პროტესტი, სიგიჟეები და ბავშვური სისულელეები დღემდე მისაბაძად რჩება. ამ ყველაფრის გამო წიგნი დღემდე ბევრისათვის საკამათოა. ზოგიერთ კრიტიკოსს კი მისი აკრძალვა „არაქრისტიანული“ შინაარსის გამო სურდა.

10)ჯორჯ ორუელი – „1984“

წიგნი რომელიც ჯორჯ ორუელმა სიკვდილის წინ დაწერა გაჯერებულია მისი პოლიტიკური მრწამსითა და ხედვებით. „1984“ ეხება აშშ-ს, საბჭოთა კავშირს , ამ ორი რეალური იმპერიის ცხოვრებას, ტოტალიტარიზმს, წამებას, აზროვნების კონტროლს, პირადი სივრცის ხელშეუხებლობას,ორგანიზებულ რელიგიას, გრძნობებს, სექსსა და თითქმის ყველაფერს ცხოვრებისეულს. წიგნმა დაამკვიდრა ისეთი ცნობილი გამონათქვამი როგორიცაა „დიდი ძმა“ და  „დიდი ძმა გითვალთვალებს“.  ადამიანების ნაწილს მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია რომ „1984“ ჯორჯ ორუელმა ავადმყოფობისას დაწერა და უნდა აიკრძალოს, თუმცა  უმეტესობა თანხმდება რომ ეს წიგნი მწერლის ნამდვილი შედევრია.