2010 წელს უკვე 39-ჯერ მოგვკლეს

Posted on July 31, 2010

1



CPJ-ს მონაცემებით 2010 წელს მოკლული ჟურნალისტები:

მკვლელობის მოტივი გარკვეულია (ანუ მკვლელობა უკავშირდება უშუალოდ ჟურნალისტურ საქმიანობას)

სულ 22 ჟურნალისტი

  1. ვიჯაი  პრატაფ სინაჰი – “Indian express”- 2010 წლის 20 ივლისი. ინდოეთი. 36 წლის კორესპონდენტი, დაიღუპა 12 ივლისს დაბომბვისას მიღებული ჭრილობების გამო. დარჩა ცოლი და 2 შვილი;
  2. ჯინ-ლეონარდ რუგამბარგი– “Umuvugizi”  2010 წლის 20 ივნისი, რუანდა. ადგილობრივი ტაბლოიდური ჟურნალის გამომცემელს, 34 წლის   რუგამბარგს საკუთარ სახლთან ესროლეს ორჯერ კისრის არეში. დაიღუპა ადგილობრივ საავადმყოფოში. დარჩა ცოლი და ორი წლის ქალიშვილი.
  3. ჯეიმს პ. ჰანტერი– “Fort Campbell Courier; U.S. military publications- 2010 წლის 24 ივნისი, ავღანეთი. 25 წლის სერჟანტი და ჟურნალისტი დაიღუპა მოულოდნელად მომხდარი აფეთქებისას, საკუთარ საჯარისო ნაწილთან ერთად ყოფნის დროს , პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
  4. ეჯაზულ ჰაქი – “City-42 TV”- 2010 წლის 28 მაისი-პაკისტანი.42 წლის ჟურნალისტი დაიღუპა მაშინ , როდესაც მუშაობდა მუსულმანების უმცირესობათა ლიდერის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციაზე. ადგილობრივ ტელევიზიაში ის უკანასკნელი სამი წელი მუშაობდა. ჰყავდა ცოლი და ორი შვილი.
  5. ფაბიო პოლენი – თავისუფალი ჟურნალისტი- 2010 წლის 19 მაისი, ტაილანდი. წარმოშობით იტალიელი, 45 წლის ვეტერანი ფოტოგრაფი დაიღუპა ბანგკოკში მიმდინარე პოლიტიკური არეულობის დროს. მას მოხვდა ტალანდის პოლიციის მიერ გასროლილი ტყვია, როდესაც ისინი ცდილობდნენ მთავრობის საწინააღმდეგო აქციის დაშლას.
  6. გულამ რასოოლ ბირჰამანი– „Daily Sindhu Hyderbad”- 2010 წლის 9 მაისი, პაკისტანი. 40 წლის ჟურნალისტის სხეული იპოვეს 9 მაისს მისი მშობლიური ქალქის  ვაჰი-პანჰის გარეუბანში, სინდის პროვინციაში. იგი წინა დღეს გაიტაცეს. მანამდე კი მის ტელეფონზე მუდმივად გაისმოდა მუქარის ზარები. მისი ერთერთი კოლეგის განცხადებით გულამი მოკლეს სტატიის გამო , რომლიც მან 12 წლის გოგონასა და 22 წლის მამაკაცის ქორწინებას მიუძღვნა.
  7. სარდაშტ ოსმანი– თავისუფალი ჟურნალისტი- 2010 წლის 6 მაისი, ერაყი. 23 წლის თავისუფალი ჟურნალისტი, რომელიც წერდა გაზეთისათვის „Ashtiname” , ასევე ვებსაიტებისათვის  “Sbei” “Awene” “Hawati”  და “Lvinpress”, ნახეს გარდაცვლილი ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ, მოსულში. გავრცელებული ინფორმაციით ის მოკლეს ადგილობრივი, ქურთების რეგიონული მთავრობის დაკვეთით.
  8. შეიკ ნურ მოჰამედ აბკეი-მოგადიშოს რადიო- 2010 წლის 4 მაისი, სომალი. სამმა შეიარაღებულმა მამაკაცმა  შეიკ ნური საკუთარ სახლთან ჩაცხრილა. ზოგიერთი თვითმხილველის ცნობით მას წამების კვალიც ემჩნეოდა.  მისი თანმაშრომლების განცხადებით შეიკ ნურის მკვლელობა „ალ შაბააბის“ ამბოხებულებმა აიღეს საკუთარ თავზე.
  9. სანდი გაიანგ ბვიდი- „The Light Bearer”- 2010 წლის  24 აპრილი, ნიგერია. 39 წლის ადგილობრივი, ყოველთვიური ჟურნალის კორესპონდენტი თანამშრომელ, ნათან დაბაკთან ერთად მიემგზავრებოდა ინტერვიუს ჩასაწერად ერთერთ პოლიტიკოსთან, როდესაც მათზე შეტევა მიიტანა ხალხის ბრბომ. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს ადამიანები მუსულმანები იყვნენ, ჟურნალისტები კი ქრისტიანული გაზეთისათვის მუშაობდნენ.
  10. ნათან დაბაკი-„The Light Bearer”- 2010 წლის  24 აპრილი, ნიგერია. ჟურნალის გამომცემელი თავისსავე თანამშრომელ სანდი გაიანგ ბვიდთან ერთად მოკლეს ადგილობრივმა მუსულმანებმა, იმის გამო რომ ისინი ქრისტიანული ჟურნალისათვის მუშაობდნენ.
  11. გერმაინ კირილ ნგოტა ნგოტა– “Camreoon express”- 2010 წლის 22 აპრილი, კამერუნი. “Camreoon express”-ის რედაქტორი და მფლობელი , რომელიც თებერვალში დააკავეს კამერუნის ხელისუფლების გადაწყვეტილების საფძველზე , გარდაიცალა საკუთარ საკანში არასატანადოდ მოპყრობის გამო. ნგოტა რომელსაც ყველა მეტსახელით „ბიბი“ იცნობდა იყო ვეტერანი ჟურნალისტი. საკუტარ გაზეთს ის ბოლო 8 წელი ედგა სათავეში. დარცა ცოლი და ორი შვილი.
  12. აზმატ ალი ბანგაში- „saama TV”- 2010 წლის 17 აპრილი , პაკისტანი.  34 წლის ოპერატორი და კორესპონდენტი მოკვდა კამიკაძე ტერორისტების მიერ მოწყობილი ტერაქტის დროს,ავღანეთის საზღვართან ახლოს, ორკეზში. ორი დღის განმავლობაში ის მეორე ჟურნალისტი იყო, ვინც ადგილობრივი ტელევიზიაში მუშაობდა და დაიღუპა კამიკაძეების მოწყობილი ტერაქტის დროს.
  13. მალიკ არიფი-„saama TV”- 2010 წლის 16 აპრილი , პაკისტანი.  ოპერატორი მალიკს არიფი დაიღუპა კამიკაძეების მიერ ქალაქ ქუეტას საავადმყოფოზე განხორციელებული ტერაქტის დროს. მასთან ერთად დაიჭრა „saama TV“-ს 5 თანამშრომელი. ადგილობრივი და საერტაშორისო მედიის ცნობით ამ ტერაქტის დროს 8 ადამიანი მოკვდა.
  14. ჰირო მურამოტო-„როიტერი“- 2010 წლის 10 აპრილი-ტაილანდი. წარმოშობით იაპონელი,„როიტერის“ ვეტერანი ოპერატორი დაიღუპა სამთავრობო ძალებსა და ანტისამტავრობო ძალებს შორის დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დროს. 43 წლის ოპერატორი უკვე 15 წელი იყო რაც მუშაობდა როიტერისათვის. თვითმხილველების ცნობით ის კამერით მუშაობდა როდესაც დაიღუპა.
  15. კლოდომირო კასტილია ოსპინო-“El Pulso Del Tiempo”- 2010 წლის 19 მარტი. კოლუმბია. გაზეთ „El Pulso Del Tiempo“-ს გამომცემელი და რედაქტორი , 50 წლის ოსპინო მოკლეს საკუთარი სახლის აივანზე დილის 9 საათზე, მაშინ როდესაც წიგნს კითხულობდა. მას უცნობმა მამაკაცმა ესროლა და თანამზრახველთან ერტად მიიმალა. ჟურნალისტი ადგილზევე დაიღუპა. არაერთხელ სცადეს მისი ოჯახის სხვა წევრების დაშინება და მოკვლაც.
  16. ნაჰუმ პალაციოს არტეგა– “TV channel 5” -2010 წლის  14 მარტი, ჰონდურასი. საკუთარ ძმისშვილთან და მეგობარ გოგონასთან ერთად პიკაპის ჯიპით მომავალ ჟურნალისტს უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ესროლა დილის 10 საათზე საკუთარ სახლთან ახლოს. არტეგა ადგილზევე დაიღუპა, მისი მეგობარი გოგო კი მძიმედ დაიჭრა.
  17. დავიდ მეზა მონტესინოსი– “Radio El Platio,” “Radio America,” მე-7, 45-ე, და  36-ე არხები. 2010 წლის მარტი, ჰონდურასი.  მონტესინოსი უკანასკნელი ოცი წელიწადის განმავლობაში ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი იყო ჰონდურასში. 11 მარტს საკუთარი სახლის ზღურბლთან უცნობმა მამაკაცმა მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. რამოდენიმე ხანში სამართალდამცავებმა დააკავეს 4 ეჭვმიტანილი მის მკვლელობაში, თუმცა მათ არ ისაუბრეს საკუთარ მოტივებზე, რის გამოც მოკლეს მთელს ჰონდურასში ცნობილი ჟურნალისტი . გავრცელებული ინფორმაციით რეპორტიორი მოკლეს იმის გამო, რომ ის ზედმეტად აკრიტიკებდა ადგილობრივ პოლიციასა და მის ქმედებებს.
  18. ჯოსეფ ჰერნანდეს ოჩოა– „TV channel 51”- 2010 წლის  1 მარტი, ტეგუსიგალპა, ჰონდურასი. 26 წლის გასართობი ტელევიზიის ჟურნალისტი საკუთარ კოლეგს, კაროლ კარბერას, მანქანით სახლში აცილებდა, როდესაც ორმა უცხო მამაკაცმა მას რამოდენიმეჯერ ესროლა. ჟურნალისტი ადგილზევე დაიღუპა. თუმცა როგორც ახალი ამბებიდან იტყობინებოდნენ თავდამსხმელების ობიექტი კაროლ კარბერა იყო და არა ოჩოა. მუშაობის პარალელურად ახალგაზრდა სატელევიზიო წამყვანი სწავლობდა ჰინდურასის სახელმწფო უნივერსიტეტში და სულ ახალი გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი მერვე არხთან, რომლის მიხედვითაც მას ახალი შოუ უნდა წაეყვანა.
  19. მუჰამედ ალ-რაბოუე– „Al-Qahira”- 2010 წლის  13 თებერვალი, იემენი. იემენის ჩრდილოეთ პროვინციაში ხუთი პიროვნება აფეთქდა მუჰამედის სახლში. თავად მუჰამედს კი „ალ-ჯაზირას „ ცნობით მრავალჯერ ესროლეს. 34 წლის რეპორტიორი წლები იყო რაც  „Al-Qahira“-ში მუშაობდა და დიდი ხნის განმავლობაში წერდა ამათუიმ კრიმინალურ ჯგუფებზე. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აუონების ოჯახის ხუთი წევრი დააკავა , რომელტაც მუჰამედის მოკვლა ბრალდებათ.
  20. რუპერტ ჰარმერი- “Sunday Mirror”-2010 წლის 10 იანვარი. ავღანეთი. გამოცდილი სამხედრო კორესპონდენტი, რუპერტ ჰარმერი, მოკლეს აშშ-ს საზღვაო ძალებზე განხპრციელებული შეტევის დროს. მასტან ერტად დაიჭრა ფოტოგრაფი ფილიპ კობურნი. ჟურნალისტმა ინგლისი დატოვა ახალი წლის წინა ღამით იმის გამო რომ გეაშუქებინა აშშ-ს საზღვაო ძალების გადასვლის პროცესი ავღანეთში. რუპერტს დარცა ცოლი და სამი შვილი.
  21. სტანისლას ოკლოო– „Television Togolaise”- 2010 წლის 9 იანვარი, ანგოლა. TVT-ს სპორტული პროგრამების წამყავნი, 35 წლის ოკოლოო იყო ერთერთი მათგანი, რომელიც დაიღუპა ტოგოლესის საფეხბურთო ავტობუსში. 2010 წლის 9 იანვარს, როდესაც ტოგოლესის საფეხბურთო გუნდი აფრიკის ეროვნული თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა,  ავტობუსში ავარდა შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. ოკოლოოს გარდა დაიღუპა გუნდის მწვრთნელი და დაშავდა 9 ადამიანი. ოკოლოომ ჟურნალისტური კარიერა 1995 წელს დაიწყო “Tropic FM”-ში. შემდგომ კი კარიერა “Sport FM” -ში განაგრძო.
  22. ვალენტინ ვალდეს ესპინოსა– “Zocola de Saltillio”- 2010 წლის 8 იანვარი, მექსიკა.  29 წლის რეპორტიორი ორ კოლეგასთან ერთად გაიტაცეს კრიმინალებმა. მეორე დღეს კი მისი სხეული მოტელ “The Motel Marbella”-ს წინ იპოვეს. მას რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ხელ-ფეხი შეკრული, სხეულზე კი წამების ნიშნები ჰქონდა აღნიშნული. მის ტანზე კი გამაფრტხილებელი წარწერა იყო :“ ასე დაემართება ყველას ვინც არ გაიგებს რა უნდა აკეთოს. ეს შეტყობინება ყველასთვისაა“. როგორც ადვიკატებმა განაცხადეს ესპინოსა ადგილობრივმა, პატარა კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოკლა.

გარდა ამისა 2010 წელს მსოფლიოში მოკლეს 17 სხვა ჟურნალისტი, თუმცა მკვლელობების მოტივები ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

ასევე, აღსანიშნავია , რომ  2009 წელს მოკლეს 110 ჟურნალისტი მთელი მსოფლის მასშტაბით.

IPI-ს ცნობით კი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საკუთარი პროფესიის გამო 735 ჟურნალისტი დაიღუპა.cpj