„ფსევდო-ფემინისტრური“ პოსტი

Posted on August 14, 2010

2



ამ პოსტში გაგაცნობთ 8 ქალბატონს , რომლებმაც თავიანთი საქმიანობითა  და ცხოვრებით მსოფლიოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვიეს.

1)აილინ  ვუარნოსი.

აილინ კაროლ ვუორნოსი (1956-2002)  გახლდათ სერიული მკვლელი ფლორიდიდან (აშშ), რომელმაც 1989-1990 წლებში შვიდი კაცი მოკლა. აილინის მტკიცებით, შვიდივე მსხვერპლი მან დახოცა იმის გამო, რომ პროსტიტუტად მუშაობისას თითოეულმა მათგანმა გააუპატიურა ან სცადა მისი გაუპატიურება. წაყენებული ბრალდებებიდან მას ექვსი კაცის მოკვლა დაუმტკიცდა. სასამართლომ კი აილინს 2002 წლის 9 ოქტომბერს  სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მას ლეტალური ინექცია გაუკეთეს.

2)მანსონების ოჯახი (პატრიცია ქეით კრენვინკელი)

პატრიცია ქეით კრენვინკელი 1960-იანი წლების მიწურულს, გახდა საკმაოდ

ცუდი რეპუტაციის მქონე, მანსონების ოჯახის წევრი. 1969 წელს კი ის მონაწილეობდა Tate-LaBianca-ს მკვლელობებში.მას და მისი ოჯახის წევრებს – ჩარლზ მანსონს,სიუზან ატკინსს და ლესლი ვან ჰოუტენს სასამართლომ გამამტყუვნებელი განაჩენი გამოუტანა და 1971 წლის 9 მარტს ისინი სიკვდილით დასაჯეს საპყრობილეში.

3)სანდრა ავილა ბელტრანი , წყნარი ოკეანის აუზის ნარკოდედოფალი

სანდრა ავილა ბელტრანი (დაიბადა 1960 წელს)  წარმოშობით მექსიკელი ნარკოდილერი. მას მედიამ “La Reina de Pasifico”  (ანუ „წყნარი ოკეანის აუზის ნარკოდედოფალი“) . იგი დააკავეს 2007 წლის სექტემბერში ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის, ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-რეალიზების ბრალდებით.

4)ულრიკე მარია მეინჰოფი, გერმანელი აქტივისტი და მებრძოლი

ულრიკე მარია მეინჰოფი (1934-1976) იყო გერმანელი მემარცხენე მებრძოლი და აქტივისტი. მანამ სანამ მარია „წითელი არმიის ფრაქციას“ შეუერთდებოდა, მუშაობდა ჟურნალისტად მემარცხენეთა ჟურნალ “Konkret”-ში. იგი დააპატიმრეს 1972 წელს და დაადანაშაულეს უამრავ მკვლელობასა და კრიმინალური ჯგუფის ჩამოყალიბებაში. თუმცა ულრიკე მანამდე გარდაიცვალა ციხეში სანამ საბოლოო განაჩენს გამოუტანდნენ.

5)მერლინი-კოლუმბიელი ტერორისტი

კოლუმბიაში პროექტზე მომუშავე ცნობილი ფემინისტი ჰოუვი (Howe) დაუმეგობრდა მომხიბვლელ გოგოს სახელად, მერლინი. იმ დროს კოლუმბიაში არსებული სამხრივ კონფლიქტში ( FARC -კოლუმბიის რევოლუციური  არმია, სამხედრო მთავრობა, AUC- კოლუმბიის გაერთიანებული თავდაცვითი ძალები) მერლინი ეხმარებოდა ჰოუვს საკმაოდ სახიფათო დავალებების შესრულებაში , რომლების დროსაც ერთი მცდარი ნაბიჯიც კი სასიკვდილო აღმოჩნდებოდა მისთვის.

6)ასაფია სიდიქუი , ალ-ქაიდას ერტერთი ყველაზე მარალი დონის ტერორისტი ქალი.

ასაფია სიდიქუიმ, რომელიც 1972 წელს პაკისტაში დაიბადა, საკმაოდ კარგი განათლება ნეიროქირურგიაში შეერთებულ შტატებში მიიღო. მოგვიანებით კი აშშ-მ ის ალ-ქაიდასთან კონტაქტში დაადანაშაულა, საბოლოოდ კი დამნაშევედ სცნეს რამოდენიმე ადამიანის მკვლელობაში.

7)ვალერიე სოლანასი, ქალი რომელსაც მამაკაცები სერიოზულად სძულდა.

ვალერიე სოლანასი (1936-1988) ამერიკელი რადიკალი ფემინისტი მწერალი. ცნობილი გახდა მას ემდეგ რა 1968 წელს სცადა ენდი უორჰოლის მოკვლა. ამავე წელს მან გამოსცა “SCUM”-მანიფესტი, სადაც იგი მოითხოვდა ყველა მარტოხელა მამაკაცის სიკვდილსა (გენდერციდს) და  სრულიად ქალთა ასოციაციის შექმნას.

8)ანნა გრიგ-ბოტი, „სიკვდილის ანგელოზი“

„სიკვდილის ანგელოზი“- ასე უწოდა პოლიციამ ქალს რომელმაც 20-მდე (ზოგი წყაროს ცნობით 23 ) პაციენტი გამოასალმა სიცოცხლეს სასიკვდილო ნემსის გაკეთებით. იგი საკუთარ თავს “ღამის ანგელოზად” მოიხსენიებდა.