ბიჭოლა თეთრაძე და ჟურნალი “გზა” PRESENTS

Posted on August 29, 2010

23



ყველაზე ჭკვიანი

პირადად ჩემთვის სულაც არ არის დიდი აღმოჩენა, რომ ქართველი სპორტსმენების, მოდელების, დიზაინერების და ა.შ. დიდი ნაწილი დებილია ამ სიყვის პირდაპირი გაგებით , მაგრამ ის რაც ნახეარი საათის წინ წავიკითხე ჟურნალთჟურნალ „გზაში“ , მართლაც რომ „კლასიკაა“, „ინელექტის ზეიმია“, „სიბრძნის მდელოა“. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან, რომელიც „გზამ“ ქართველ კუტუ-რიეს ანზორ თეთრაძეს, იგივე ბიჭოლას ჩამოართვა.

ჯერ მოთელვა:

გზა-კლასგარეშე ლიტერატურას სკოლაში სწავლისასაც არ კითხულობდი ?

ბიჭოლა– მხოლოდ იმ ჟურნალებს ვკითხულობდი, რომლებშიც მოდის სფეროზე წერდნენ.

გზა– ამა თუ იმ მხტვრული ნაწარმოების მიხედვით უამრავი ფილმია გადაღებული,მათ თუ უყურებ ?

ბიჭოლა– არა, ფილმებიც არ მიყვარს

გზა– რა გიყვარს ?

ბიჭოლა– გართობა. (ვაი შენს პატრონს-ლ.ქ.)

გზა –რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი ?

ბიჭოლა– ხევისბერ გოჩასთან (გლიჯავ ბიჭოლ-ლ.ქ.)

გზა-როგორ ფიქრობ ის თუ მოინდომებდა შენთან მეგობრობას?

ბიჭოლა– არ ვიცი“

ეხლა უკვე ინტელექტის შემოწმება მიდის

გზა- დაასრულე არაბული ანდაზა :“დედამიწაზე ყველაფერს ეშინია დროის, დროს კი …

ბიჭოლა- არაფრის.

გზა– „დროს კი პირამიდების“.

გზა– გერმანული ანდაზის მიხედვით  „ოქროს ცეცხლი გამოცდის, ქალს -ოქრო, მამაკაცს …“ ?

ბიჭოლა–  მამაკაცს ცეცხლი.

გზა- ორიგინალური პასუხია. გერმანელები მიიჩნევენ რომ მამაკაცს ქალი გამოცდის.

გზა -რომელ მდინარეზეა ავსტრიის დედაქალაქი ვენა ?

ბიჭოლა– არ ვიცი.

გზა–  ვენაში არასდროს ყოფილხარ?

ბიჭოლა– როგორ არა, ნამყოფი ვარ , ვგიჟდები ისეთი ლამაზია . (გეტყობა ბიჭოლ- ლ.ქ.)

გზა „ასფურცელა“, „სამი გოჭი“ „კომბლე“ „წითელქუდა“. რომელ ზღაპარში არ ფიგურირებს მგელი ?

ბიჭოლა- ვაიმე ! „წითელქუდას“ და „კომბლეს“ გამოვრიცხავ. დანარჩენ ორში ფიგურირებს თუ არა ვერ გეტყვით.

გზა– ისინი ძმები იყვნენ- ადოლფი და რუდოლფი.

ბჭოლა აწყვეტინებს ჟურნალისტს და პასუხობს : ვიცი რაც უნდა მკითხო. ადოლფ ჰიტლერზე მეკითხები ?

გზა– ნუ ჩქარობ ! კითხვა დამასრულებინე, ძმებს ერთმანეთი არ უყვარდათ, სავაჭრო ბაზრებზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში გადაიზარდა. ისინი ცნობილი ფირმების დამაარსებლები იყვნენ. დაასახელეთ ეს ფირმები. (მნიშნება ეს ფირმები ცნობილია სპორტული ხაზით)

ბიჭოლა- არ ვიცი.

გზა- ვისი დაწერილია „მე პატარა ქართველი ვარ“ ?

ბიჭოლა– აკაკი წერეთლის.

გზა – დუტუ მეგრელი. რამდენი წუთი აშორებს დილის 10 საათსა და 30 წუთს, იმავე დილის 9 საათსა და 15 წუთისაგან ?

ბიჭოლა-ხომ შეიძლება დავითვალო ?

გზა– დრო გაქვს და გამოიანგარიშე.

ბიჭოლა– 1 საათი და 45 წუთი . (ვაი, ვაი შენს პატრონს მართლა- ლ.ქ.)

და ბოლოს განტვირთვისათვის ერთი “წაბულვარულო” შეკითხვაც :

გზა- როგორ მუსიკას უსმენ ?

ბიჭოლა– პოპს.  ქართველებიდან ჯგუფი „მგზავრები“ მომწონს. ფილარმონიაში ვიყავი მათ კონცერტზე, ეს იშვიათი  გამონაკლისია, საქართველოში კონცერტებზე ნაკლებად დავდივარ. (სად შეგვიძლია ბიჭოლ -ლ.ქ.)  სიამოვნებით მხოლოდ ნანი ბრეგვაძის კონცერტზე წავიდოდი. (ჭეშმარიტად კუწურიეს გემოვნება აქვს ამ ბიჭოლას).

მართლა მაინტერესებს რატომ ბეჭდავს „გზა“ ასეთი დებილების, ასეთ დებილურ ინტერვიუებს ? ან ამ ხალხს თავში ინტელექტი რომ არ აქვთ კარგი გასაგებია, მარა საერთოდ ტვინის ნასახი არ უდევთ? შეფასებები თქვენთვის მომინდვია, თუმცა ისე მაინც უნდა ვთქვა, ბიჭოლა თეთრაძე ხომ დებილია, მაგრამ ამ ჟურნალის რედაქტორი და ინტერვიუს ჟურნალისტი მაგაზე უფრო დებილები არიან. მოგიტყანთ სვწკი ზავეძენიები, კუწურიეობა, fეშენ-ბიჭოლობა და ჟურნალ “გზას” კი ჟურნალისტიკის შეგრძნება.

ინტერვიუ ამოღებულია ჟურნალ “გზი”ს ამ კვირის ნომრიდან